რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ქალაქ თბილისის №177 საჯარო სკოლა

თბილისი · გლდანი-ნაძალადევი · თბილისი, გლდანი-ნაძალადევი, დავით ჯაბიძის ქ. N38

რეესტრის კოდი#11
მოსწავლე1463
მასწავლებელი77
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
გელა ოდიშელიძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
12/09/2023
ავტორიზაციის დასრულება
12/09/2032
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

თბილისი, გლდანი-ნაძალადევი, დავით ჯაბიძის ქუჩა N38

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
100
თავისუფალი ადგილი
0
სსსმ ლიმიტი
10
სსსმ თავისუფალი ადგილი
1
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები1 დამატებითი მასალა

სსიპ ქალაქ თბილისის N177 საჯარო სკოლის მისია სსიპ ქალაქ თბილისის N177 საჯარო სკოლის მისიაა შექმნას, უნივერსალური სასწავლო გარემო. ფორმალური და არაფორმალური განათლებით მოსწავლეებში განავითაროს დემოკრატიული ღირებულებები, შესძინოს ცოდნა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნებისა და გარემოში ადაპტირების უნარი, რაც მათ პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ. სკოლის ხედვა • სასკოლო საზოგადოება მოწოდებულია ინკლუზიური გარემოს შექმნისაკენ. • სასკოლო საზოგადოება უზრუნველყოფს უსაფრთხო, პოზიტიური, თანამშრომლობითი გარემოს შექმნას. • სასკოლო საზოგადოება ხელს უწყობს საგანმანათლებლო პროცესში არაფორმალური განათლების ხვედრითი წილის გაზრდას. • სკოლის ადმინისტრაცია ხელს უწყობს ტექნოლოგიების დანერგვას, რესურსების ეფექტურ და ეფექტიან გამოყენებას. • სკოლის ადმინისტრაცია ახალისებს სასკოლოს საზოგადოების მონაწილეობასა და ჩართულობას სკოლის მმართველობაში. სკოლის ღირებულებები: სკოლა ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • ტოლერანტობა: სასკოლო საზოგადოება მრავალფეროვანია. ის, სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობისა და შესაძლებლობების მქონე წევრებისგან შედგება. ხელს ვუწყობთ ინკლუზიური გარემოს შექმნასა და მათ ჩართულობას. ამ პროცესში კი ვემიჯნებით პროზელიტიზმისა და ინდოქტრინაციის ნებისმიერ მცდელობას. • თანამშრომლობა: ჩვენ პროაქტიურ ნაბიჯებს ვდგავთ სკოლის მმართველობაში, სასკოლო საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების შეთანხმებულ გადაჭრაზე.

დოკუმენტები

მისია,ხედვა,ღირებულებები.pdf11/06/2024 12:55:25 · 0.06 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრუქტურა1 დამატებითი მასალა

სკოლას აქვს ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც არის საქმიანობის დაგეგმვის ეფექტური საშუალება.სასკოლო საზოგადოების თითოეულმა წარმომადგენელმა იცის საკუთარი საქმიანობა და განსაზღვრულია მისი როლი. სტრუქტურულ ერთეულებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობები განსაზღვრავს სკოლის წარმატებულ მუშაობას.

დოკუმენტები

177 საჯარო სკოლის სტრუქტურა.pdf11/06/2024 13:00:39 · 0.1 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სტრატეგიული გეგმა მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს.

დოკუმენტები

სტრატეგიული განვითარების გეგმა.pdf11/06/2024 13:53:59 · 0.2 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2025-2026 (N177 საჯარო სკოლა).pdf08/01/2026 13:19:16 · 0.33 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2024-2025.pdf08/01/2026 13:19:16 · 0.3 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2023-2024.pdf08/01/2026 13:19:16 · 0.34 MB
ერთწლიანი-სამოქმედო-გეგმა- 2022-2023.pdf08/01/2026 13:19:16 · 0.13 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები1 დამატებითი მასალა

შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით.შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.

დოკუმენტები

შინაგანაწესი.pdf12/06/2024 11:26:49 · 0.22 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა
ფინანსები3 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

ბიუჯეტი 20.01.2024.pdf14/06/2024 09:08:45 · 0.29 MB
2026 წლის ბიუჯეტის განაცხადი.pdf08/01/2026 13:29:52 · 0.14 MB
2025 წლის საბიუჯეტო განაცხადი -.pdf08/01/2026 13:29:52 · 0.14 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე