ხარაგაული, სოფელი ხევი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 20
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
იმერეთი · ხარაგაული · ხარაგაული, სოფელი ხევი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისია სსიპ-ხარაგაულის მუნიციპალიტეტუს სოფელ ხევის საჯარო სკოლა უზრუნველყოფს ხარისხიანი განათლების მიცემას თითოეული მოსწავლისათვის მისი მოთხოვნილებებისა და შესაძლებლობების შესაბამისად, მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვით ხელს შეუწყობს მოზარდებში უფლებებისა და მოვალეობების გააზრებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, წიგნიერების დონის ამაღლებას, პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვას, რაც მოზარდს ღირებულებების, უნარების, დამოკიდებულების, ცოდნისა და კრიტიკული გააზრების კომპეტენციას შესძენს. ხედვა სსიპ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევის საჯარო სკოლა ორიენტირებულია თანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად პიროვების მუდმივ განვითარებაზე, აღზარდოს დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების მქონე მოქალაქე. სკოლის საერთო კულტურა საგნების სწავლა-სწავლების, სასკოლო პროექტების, სპორტული, სახელოვნებო და საკლუბო აქტივობების (მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლების ჩართულობით) საშუალებით, ხელს უწყობს: ა) ურთიერთპატივისცემის, შემწყნარებლობისა და თანასწორობის დამკვიდრებას მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს შორის განურჩევლად მათი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური და მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა; ბ) სკოლის საზოგადოების წევრებისთვის შემოქმედებითი და თანამშრომლობითი გარემოს შექმნას; გ) მოსწავლეთა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვითარებასა და სამოქალაქო ჩართულობას; დ) ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას; ე) კულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებისა და ტოლერანტობის დამკვიდრებას; ვ) ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და უსაფრთხოების დაცვას; ზ) გარემოსდაცვით განათლებას მდგრადი განვითარებისთვის;
სკოლის სტრუქტურა შედგება სკოლის სტრუქტურული ერთეულებისაგან და თანამდებობრივი პოზიციებისაგან. სტრუქტურული ერთეულები სკოლის სტრუქტურული ერთეულებია : 1.1. დირექცია; (დირექტორი,დირექტორის მოადგილე,ბუღალტერი) 1.2. პედაგოგიური საბჭო; 1.3. სამეურვეო საბჭო; 1.4. მოსწავლეთა თვითმართველობა; 1.5. დისციპლინური კომიტეტი;
წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.
მოსწავლეთა მხარდასაჭერად სკოლას აქვს შემუშავებული ყველა საჭირო მექანიზმი
შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. სკოლას შემუშავებული აქვს ლაბორატორიების,ბიბლიოთეკისა და რესურსების გამოყენების წესი,რომლებიც ცნობილია მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის
სკოლის ინფრასტრუქტურის მოწყობა და სრული რებილიტაცია გათვალისწინებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ახალი პროექტის - 800 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია - მესამე ეტაპის/ტრანშის ფარგლებში. სკოლა 2022 წლიდან საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობის პერიოდში დღემდე შემოღობილი იყო დროებითი ღობით,სამუშაოების ძირითდი ნაწილის დასრულების თანავე მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო სკოლის კაპიტალური შემოღობვა და მდინარის მხარეს დამცავი კედლის მშენებლობა,სამუშაოები დასრულდება 2024 წლის 1 სექტემბრამდე.
სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევის საჯარო სკოლის 2024 წლიუს ბიუჯეტი