რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა

იმერეთი · ხარაგაული · ხარაგაული, სოფელი ვერტყვიჭალა

რეესტრის კოდი#1094
მოსწავლე116
მასწავლებელი26
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ლენა აბაშიძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
15/12/2023
ავტორიზაციის დასრულება
15/12/2032
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ხარაგაული, სოფ. ვერტყვიჭალა

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
25
თავისუფალი ადგილი
17
სსსმ ლიმიტი
3
სსსმ თავისუფალი ადგილი
2
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებებიტექსტური ინფორმაცია

მისია სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მისიაა აღზარდოს სრულფასოვანი , თავისუფალი, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიმღები, კრიტიკულად მოაზროვნე, ინტელექტუალური და დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი პიროვნებები, რათა კურსდამთავრებულებმა შეძლონ მაქსიმალური თვითრეალიზება, როგორც ქვეყნის ინტერესების დაცვა, ასევე გლობალური საკითხების გააზრება და დღევანდელ მრავალფეროვან გარემოში საკუთარი ადგილის დამკვიდრება.სკოლა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვით უზრუნველყოფს პროფესიულ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა პიროვნული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. ხედვა სკოლის ყველა თანამშრომელი ზრუნავს პოზიტიური გარემოს შექმმნაზე. მოსწავლის ფიზიკურ, ემოციურ და გონებრივ განვითარებაზე. ყველა ბავშვს აქვს განსხვავებული შესაძლებლობები და ინტერესები, ამიტომ სკოლა დიფერენცირებული სწავლების მეთოდების გამოყენებით ზრუნავს, რომ თითოეულმა მათგანმა დაინახოს საკუთარი განვითარების პროგრესი, სკოლა მიმართულის მოსწავლეთა შესაძლებლობების გამოვლენასა და მაქსიმალურად განვითარებაზე. ოჯახთან კონსტრუქციული თანამშრომლობით მატარებელი მოქალაქეების აღზრდას. 2030 წლისთვის სკოლის მიერ მიწოდებული პროფესიული განათლებით კურსდამთავრებულთა 60% დასაქმებულია/თვითდასაქმებულია პროფილურ ან მომიჯნავე სფეროში. ღირებულებები სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა მიმართულია მოსწავლეთა შესაძლებლობების გამოვლენასა და მაქსიმალურად განვითარებაზე. ოჯახთან კონსტრუქციული თანამშრომლობით, სამართლიანობის პრინციპის დაცვით. ხელს უწყობს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი მოქალაქეების აღზრდას. ამის შესაბამისად სკოლის მთავარი ღირებულებებია: • თანამშრომლობა; • გუნდურობა; • ღიაობა: • დემოკრატიული მართვა; • სამართლიანობა • თვითგანვითარება

სტრუქტურა2 დამატებითი მასალა

სტრუქტურული ერთეულის აღმწერი დოკუმენტი დანართი1. დანართი 2

დოკუმენტები

სტრუქტურულიერთეულის აღმწერი დოკუმენტი ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა.. (4).pdf11/06/2026 10:51:43 · 4 MB
სკოლის სტრუქტურა.pdf11/06/2026 10:51:43 · 0 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სტრატეგიული განვითარების გეგმა დანართი 1

დოკუმენტები

1. ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის 2023 წლის 09 ივნისის N2-23 ბრძანებაში(სტრატეგიული განვითარების მეთოდოლოგიის დამტკიცება) ცვლილების შეტანის ბრძანება დანართიN 1-ით სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგია.pdf11/06/2026 09:17:35 · 0 MB
სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ N 1.pdf11/06/2026 09:18:54 · 0 MB
1 შვიდწლიანი-სტრატეგიული-გეგმა-2023-30.pdf11/06/2026 09:54:54 · 0 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სსიპ -ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2022-2023 სასწავლო წელი

დოკუმენტები

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.pdf15/11/2023 10:49:32 · 0.27 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები2 დამატებითი მასალა

გასაჩივრევის პროცედურები მოსწავლეთა ინიციატივების მხარდამჭერი მექანიზმი

დოკუმენტები

გასაჩივრების-პროცედურები....pdf15/11/2023 11:03:19 · 0.96 MB
მოსწავლეთა ინიციატივების მხარდამჭერი მექანიზმი.pdf15/11/2023 11:03:19 · 5.24 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები1 დამატებითი მასალა

შინაგანაწესი

დოკუმენტები

11. შინაგანაწესის ვერსია.pdf11/06/2026 09:59:24 · 0 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა1 დამატებითი მასალა

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის შენენობა სრულად რეაბილიტირებულია სკოლის ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისობაშია. ფართი განსაზღვრულია 330 მოსწავლეზე. ამჟამად სკოლაში 145 მოსწავლეა. სკოლა მატერიალური რესურსებითაა უზრუნველყოფილი. (მერხი, სკამი, მაგიდა, დაფები, ლაბორატორიისთვის შესაბამისი ინვენტარი( ბიბლიოთეკა, სამასწავლებლო, საკლასო ოთახები, დირექცია, სპორტდარბაზი). სკოლას აქვს დახურული და ღია სპორტული მოედანი, გასახდელები ( გოგონების, ბიჭების) სველი წერტილებით. კოლის ინფრასტრუქრურა ერთნაირად არის ხელმისაწვდომი სკოლის საზოგადოებისათვის. სკოლა უზრნველყოფილია სასკოლო ინტერნეტით. სკოლაში არის კომპიუტერული ლაბორატორია, რომელიც ნაწილობრივ არის უზრუნველყოფილი ( 10 კომპიუტერი არის , ხოლო 10-ს ველოდებით.) სკოლას აქვს 5 პროექტორი, 1 ცალი პროექტორის ეკრანი, 15 ცალი მაგნიტური დაფა,მუსიკალური ცენტრი, დისტანციური მიკროფონი, 4 ცალი შავ-თეთრი პრინტერი, აუდიო და ვიდეო აპარატურა. სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში მოწესრიგებულია გაყვანილობა. ვგეგმავთ ციფრული განვითარების გეგმის შემუშავებას. სკოლას აქვს ბიბლიოთეკა,რომელიც აღჭურვილია სათანადო ,თანამედროვე ავეჯით. ასევე მნიშვნელოვანია წიგნადი ფონდის 42 განახლებაც. ამ მიმართულებით სკოლა ზრუნავს და ასევე ვაპირებთ პროცესში ჩავრთოთ საზოგადოება.გვაქვს კომპიუტერულ ლაბორატორიასა და ბიბლიოთეკაში მუშაობის წესები გამოკრული შესაბამის სივრცეში

დოკუმენტები

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის ფოტოები.pdf16/06/2026 12:55:52 · 2 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ფინანსებიტექსტური ინფორმაცია

სკოლა თანხებს განკარგავს დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მიმართავს სამეურვეო საბჭოს კორექტირებისათვის. წინასწარ დამტკიცებულ ბიუჯეტში საჭიროებისამებრ გვიწევს ცვლილების შეტანა, რომელიც ასევე მტკიცდება სამეუვეო საბჭოს ოქმის საფუძველზე. მაგალითად: ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის თანახმად, eSchool.emis.ge-ის მონაცემთა ბაზაში ფიქსირებული მონაცემების მიხედვით, სკოლას ვაუჩერი ერიცხება 3 ეტაპად: 25 სექტემბრის მდგომარეობით - 01 ოქტომბრიდან 01 თებერვლამდე პერიოდზე; 25 იანვრის მდგომარეობით - 01 თებერვლიდან 01 ივნისამდე პერიოდზე; 10 მაისის მდგომარეობით - 01 ივნისიდან 01 ოქტომბრამდე პერიოდზე. აქედან გამომდინარე ყველა ვაუჩერული დაფინანსება და შესაბამისი ცვლილება უნდა აისახოს სკოლის ბიუჯეტში. გარდა ამისა ცვლილებები შედის მასწავლებელთა ხელფასის მატების დროს: სტატუსის დანამატი, ხელფასის 10% ზრდა. შედგენილია შესყიდვების გეგმა. საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური აქტით შედის ცვლილებები. ყოველი კალენდარული წლის ათ დეკემბრამდე დირექტორი სამეურვეო საბჭოს აბარებს ანგარიშს ფინანსური საქმიანობის შესახებ. ხოლო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნილ ვადებში წარუდგენს ინფორმაციას ფინანსური რესურსების განკარგვისა და მოძრაობის შესახებ.სკოლის ფინანსური რესურსი ქმნის საგანმანათლებლო საქმიანობის, სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების განხორციელების მყარ საფუძველს. სკოლას აქვს თავისუფალი ფართის იჯარით გაცემის პრაქტიკა, ვაუჩერული დაფინანსებითა და იჯარის ქირისაგან მიღებული შემოსავლები მიემართება მიზნობრივად, სამოქმედო გეგმების შესაბამისად