ხარაგაული, სოფ. ვარძია
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 18
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
იმერეთი · ხარაგაული · ხარაგაული, სოფელი ვარძია
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიის საჯარო სკოლის განვითარების გეგმა 2023-2029 წლებში სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიის საჯარო სკოლის, სკოლის ხედვა, მისია და ღირებულებები ხედვა სსიპ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიის საჯარო სკოლა ორიენტირებულია თანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად პიროვნების მუდმივ განვითარებაზე, აღზარდოს დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების მქონე მოქალაქე. მისია სკოლა, უზრუნველყოფს ხარისხიანი განათლების მიცემას თითოეული მოსწავლისათვის მისი მოთხოვნილებებისა და შესაძლებლობების შესაბამისად, მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვით ხელს შეუწყობს მოზარდებში უფლებებისა და მოვალეობების გააზრებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, წიგნიერების დონის ამაღლებას, პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვას, რაც მოზარდს ღირებულებების, უნარების, დამოკიდებულების, ცოდნისა და კრიტიკული გააზრების კომპეტენციას შესძენს. ღირებულებები მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ ყველა წევრმა ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით
სსიპ-ხარაგაულის მუნიცპალიტეტის სოფელ ვარძიის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მოხდა 2003 წელს. სკოლის ფართი გათვლილია 320 მოსწავლეზე. ვარძიის საჯარო სკოლა უზრუნველყოფილია მატერიალური რესურსებით(მერხი, სკამი, მაგიდა, დაფები, ბიბლიოთეკა, სამასწავლებლო , საკლასო ოთახები,ადმინისტრაცია-დირექციისათვის განკუთვნილი სამუშაო ოთახენით,სპორტდარბაზი . სკოლას აქვს გარე სპორტული მოედანი, რომელიც საჭიროებს სრულ რეაბილიტაციას. შიდა სპორტ დარბაზს აქვს გასახდელი, მაგრამ არ აქვს სველი წერტილები. სკოლის ინფრასტრუქტურა ერთნაირად ხელმისაწვდომია სასკოლო საზოგადოებისათვის. ვარძიის საჯარო სკოლას აქვს კომპიუტერული ლაბორატორია რომელიც სრულად უზრუნველყოფილია კომპიუტერებით. სულ არის 13 კომპიუტერი რომლიდსანაც 4 ერთეული განკუთვნილია ადმინისტრაცია-დირექცია, სამასწავლებლოსათვის, ხოლო 9 ცალი კომპიუტერო ლაბორატორიისათვის. სკოლას აქვს 4 პროექტორი, 1 ცალი პროექტორის ეკრანი, მუსიკალური ცენტრი 1, 1 ცალი უკაბელო მიკროფონი, 4 ცალი პრინტერი შავ-თეთრი. კომპიუტერული ლაბორატორიის ელექტრო გაყვანილობა მოწესრიგებულია, გვაქვს ბიბლიოთეკა რომრლიც საჭიროებს როგორც ინფრასტრუქტურულ ასევე წიგნადი ფონდის განახლებას. სკოლაში ფუნქციონირებს ექიმის კაბინეტი რომელიც არის სრულად რეაბილიტირებული. სკლს აქვს რესურს ოთახი რომელიც საჭიროებს რეაბილიტაციას.