ხარაგაული, სოფელი ღორეშა
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 20
- თავისუფალი ადგილი
- 16
- სსსმ ლიმიტი
- 2
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 2
იმერეთი · ხარაგაული · ხარაგაული, სოფელ ღორეშა
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისია სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშის საჯარო სკოლის მისიაა სახელმწიფოს სტრატეგიასა და საერთაშორისოდ აღიარებულ დემოკრატიულ ღირებულებებზე, მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული გარემოს შექმნა და მუდმივი განახლება. სასკოლო საზოგადოებისა და თემის ჩართულობით მოსწავლეთა შესაძლებლობების გამოვლენა და დამოუკიდებელი, კრიტიკული, ლოგიკური აზროვნების განვითარება. თითოეული მოსწავლისათვის თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტის შესაბამისი განათლების მიცემა, ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბება, რათა ხელი შეუწყოს მომავალი საგანმანათლებლო და შრომითი საქმიანობის არჩევანის გაკეთებაში. ამასთანავე, ჩამოუყალიბოს დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება. სკოლის ხედვა სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშის საჯარო სკოლის მომავლის ხედვაა, რომ იგი იყოს მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ცოდნის კერა. თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების შესაბამისად, ზრუნავდეს ყოველმხრივ განვითარებული, თავისუფალი, კომპეტენტური ადამიანის ჩამოყალიბებაზე. მოსწავლეების აქტივობებისა და ინიციატივების მაქსიმალური ხელშეწყობით, მათი შესაძლებლობების თვითრეალიზაციით, სპორტული აქტივობების განხორციელებით, მიღებული ცოდნისა და უნარების დახმარებით შეძლებენ დემოკრატიულ ღირებულებებზე დაყრდნობით აირჩიონ სასურველი პროფესია, რათა ღირსეული ადგილი დაიმკვიდრონ საზოგადოებაში. სკოლის ღირებულებები: განცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით, სასკოლო საზოგადოება თანხმდება შემდეგ პრიორიტეტულ ღირებულებებზე: • პროფესიონალიზმი • ურთიერთანამშრომლობა და ურთიერთპატივისცემა • უწყვეტი განვითარება • ემპათიის უნარი • ტოლერანტობა • შემოქმედებითობა • პატრიოტიზმი • ნებელობა • ჯანსაღი ცხოვრების წესი • მოქალაქეობა. . გუნდურობა