ხარაგაული, სოფ. კიცხი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 20
- თავისუფალი ადგილი
- 5
- სსსმ ლიმიტი
- 2
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 2
იმერეთი · ხარაგაული · ხარაგაული, სოფელი კიცხი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხის საჯარო სკოლისგანვითარების გეგმა 2023-2029 წლებში სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხის საჯარო სკოლის სკოლის ხედვა, მისია და ღირებულებები ხედვა სსიპ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხის საჯარო სკოლა ორიენტირებულია თანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად პიროვნების მუდმივ განვითარებაზე, აღზარდოს დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების მქონე მოქალაქე. მისია სკოლა, უზრუნველყოფს ხარისხიანი განათლების მიცემას თითოეული მოსწავლისათვის მისი მოთხოვნილებებისა და შესაძლებლობების შესაბამისად, მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვით ხელს შეუწყობს მოზარდებში უფლებებისა და მოვალეობების გააზრებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, წიგნიერების დონის ამაღლებას, პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვას, რაც მოზარდს ღირებულებების, უნარების, დამოკიდებულების, ცოდნისა და კრიტიკული გააზრების კომპეტენციას შესძენს. ღირებულებები მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ ყველა წევრმა ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით