რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ქალაქ თბილისის №141 საჯარო სკოლა

თბილისი · გლდანი-ნაძალადევი · თბილისი, გლდანი-ნაძალადევი, დ. გურამიშვილის ქ. №14

რეესტრის კოდი#108
მოსწავლე825
მასწავლებელი60
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
მარინე სამუშია
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
27/12/2023
ავტორიზაციის დასრულება
27/12/2032
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

თბილისი, გლდანი-ნაძალადევი, დ. გურამიშვილის ქ. №14

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
75
თავისუფალი ადგილი
37
სსსმ ლიმიტი
8
სსსმ თავისუფალი ადგილი
8
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები3 დამატებითი მასალა

სკოლის მისიაა მოზარდის კულტურული,სოციალური და პიროვნული ზრდისათვის უსაფრთხო, ჰარმონიული , წამახალისებელი და ეფექტური გარემოს შექმნა; ინტელექტუალური პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენა და განვითარება; თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი ცოდნის ფორმირება; მოზარდთა სულიერი განვითარება,სამოქალაქო და სამართლებრივი აღზრდა,დემოკრატიული ტრადიციების ჩამოყალიბება;გარემომცველი სამყაროს,ქვეყნის,ოჯახის სიყვარულისა და ერთგულების გრძნობის გაღვივება და ჩამოყალიბება; მოსწავლეთა მომზადება საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციიისათვის: სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით:

დოკუმენტები

სასკოლო სასწავლო გეგმა_0001.pdf21/05/2026 13:59:57 · 9 MB
სსიპ-141-ე-საჯარო-სკოლის-ფილოსოფია-მისია-ხედვა-და-ღირებულებები-1.pdf01/06/2026 05:56:13 · 0 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრუქტურა2 დამატებითი მასალა
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს.

დოკუმენტები

Sinaganawesi-moswavlis-qceva (1).pdf03/06/2026 07:07:11 · 0 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.

დოკუმენტები

ერთწლიანი გეგმა_0001.pdf21/05/2026 13:58:27 · 3 MB
2024-25 წლის სამოქმედო გეგმის მონიტორინგი_0001.pdf03/06/2026 07:16:52 · 2 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისებიტექსტური ინფორმაცია

მოსწავლეთა ჩარიცხვის პროცედურები პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვა ხორციელდება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 04/ნ ბრძანების თანახმად. პირველ ეტაპზე რეგისტრირდებიან სსსმ მოსწავლეები და მშობლის მომართვის საფუძველზე იგზავნება მოთხოვნა მოსწავლის შეფასების შესახებ. მიღებული დასკვნის საფუძველზე მოსწავლეს ენიჭება სტატუსი. მეორე ეტაპზე ირიცხებიან მოსწავლეები რომელთა და-ძმა სწავლობს მიმღებ სკოლაში ან მშობელი არის დასაქმებული. ხოლო მესამე ეტაპზე ე. წ. საყოველთაო რეგისტრაცია ხორციელდება ონლაინ registration.emis.ge ვებგვერდის გამოყენებით. დოკუმენტაციის მიღება ხორციელდება კანონით განსაზღვრულ ვადებში. მობილობის შემთხვევაში მშობლის განცხადების საფუძველზე ელექტრონული ბაზის მეშვეობით ხდება მომართვის დადასტურება და მოსწავლის ჩარიცხვა/ამორიცხვა. რაც შეეხება აღიარების შედეგად მოსწავლის ჩარიცხვას, მშობლის მომართვის საფუძველზე სკოლა ამზადებს დასკვნას თავსებადობის შესახებ და აწვდის მშობელს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარსადგენად. მიღებული აღიარების დოკუმენტის თანახმად და მშობლის განცხადების საფუძველზე ხდება მოსწავლის ჩარიცხვა. ხოლო განსხვავებული საგნების დასაძლევად მოსწავლე აბარებს ექსტერნის გამოცდებს. სტატუსის შეჩერება ხდება მშობლის განცხადების საფუძველზე (საზღვარგარეთ გადასვლა; რომლებსაც თავის მხრივ სხვა ვალდებულებები მოყვება, როგორიცაა რეფერირება მანდატურის სამსახურის სოციალურ მუშაკის. სტატუსის შეჩერების შემთხვევაში მშობელს ეგზავნება შეტყობინება, რომ მის შვილს შეუჩერდა სტატუსი. სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული წლიური, საშემოდგომო და ექსტერნის გამოცდის დანიშვნის შესახებ ინფორმაციას მშობლები იღებენ სასწავლო წლის დასაწყისში. მშობლებთან კომუნიკაციის მრავალფეროვანი მეთოდები გამოიყენება: პირისპირ შეხვედრები, სატელეფონო კომუნიკაცია, სოციალურ ჯგუფებში კომუნიკაცია. მშობლებთან მათი შვილის მოსწრების, საფეხურის დაძლევის და პიროვნული თვისებების განხილვა ხდება ინდივიდუალურად. შექმნილია ბრძანებით ისგ ჯგუფები; პერიოდულად ხდება სსსმ მოსწავლეების ისგ-ების განხილვა და შეფასება; დოკუმენტები ინახება როგორც სპეციალურ მასწავლებელთან, ასევე დირექციაში. მობილობით მოსწავლის ჩარიცხვა ხდება მშობლის განცხადებისა და ელ. დასტურის საფუძველზე. სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს 3 ტიპის პროგრამას: დაწყებითი, საბაზო და საშუალო. ამ პროგრამებზე ჩარიცხვა ხდება ზემოთ აღნიშნული წესით. საბაზო და საშუალო საფეხურების დაძლევის შემდეგ გაიცემა შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები2 დამატებითი მასალა

სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლის კანონით გათვალისწინებული უფლებების დაცვასა და გარანტიას. სკოლაში შემუშავებულია შინაგანაწესი, სადაც გაწერილია მოსწავლეთა უფლებები და მოვალეობები, მათი წახალისების ფორმები. მოქმედებს მოსწავლეთა თვითმმართველობა, როგორც საშუალო ისე საბაზო საფეხურზე. ქმნიან სხვადასხვა კლუბებს. ამასთანავე, მოსწავლეთა თვითმმართველობა მონაწილეობს დისციპლინურ კომიტეტში და სამეურვეო საბჭოში. სადაც მოსწავლეები ახდენენ თავიანთი უფლებებისა დაცვისა და გარანტიების უზრუნველყოფას. სკოლას მოსწავლესთან/მის კანონიერ წარმომადგენელთან გაფორმებული აქვს კანონმდებლობის შესაბამისი ხელშეკრულებები. კანონით გათვალისწინებული უფლებების დაცვასა და სასკოლო რეგულაციების გამჭვირვალობას უზრუნველყოფს სკოლა. მოსწავლის კანონით გარანტირებული უფლებების დაცვის ამსახველი დოკუმენტები როგორიც არის სკოლის შინაგანაწესი და მოსწავლეთა ქცევის კოდექსი, გამოკრულია თვალსაჩინო ადგილზე, იგივე დოკუმენტი დამრიგებლის მიერ განხილულია მშობელთა კრებაზე და ატვირთულია სოციალურ ქსელში, რომელსაც ეცნობიან მშობლები და ბავშვები. შინაგანაწესს იცნობს სკოლის ყველა თანამშრომელი და მშობელი, აღნიშნულის გაცნობის უფლება აქვს ყველა დაინტერესებულ პირს, მისი გაცნობა ხდება მშობლებისათვის დამრიგებლის მეშვეობით პირველსავე კლასის საათზე. დირექციის წარმომადგენლებთან ერთად, ხდება შინაგანაწესისა და მოსწავლის ქცევის კოდექსის მთავარი პუნქტებისა და ცვლილებების გაცნობა.

დოკუმენტები

Sinaganawesi-moswavlis-qceva.pdf01/06/2026 05:56:25 · 0 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურატექსტური ინფორმაცია

სკოლა მდებარეობს გლდანი-ნაძალადევის რაიონში, წარმოადგენს ტიპიურ 4 სართულიან შენობას, პირველ სართულზე განთავსებულია რესურს ოთახი, ბიბლიოთეკა და სპორტდარბაზი. მე-2-მე-4 სართულზე განთავსებულია საკლასო ოთახები, სულ 54, მათ შორისაა კომპიუტერული და ფიზიკის ლაბორატორია . ასევე შენობაში მოწყობილია 1 რესურს ოთახი სსსმ და შშმ პირებისთვის, ექიმის კაბინეტი, მანდატურის ოთახი, ერთი სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, კანცელარია-დირექტორის კაბინეტი და ბუღალტრის კაბინეტი. სკოლას გააჩნია სველი წერტილი სსსმ და შშმ პირებისთვის, ეზოში დგას საქვაბე, ეზო შემოსაზღვრულია ღობით.