საჩხერე, სოფელი ჭალა
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 30
- თავისუფალი ადგილი
- 21
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
იმერეთი · საჩხერე · საჩხერე, სოფელი ჭალა
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლის მისიაა, სოფელ ჭალის საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის შექმნას უსაფრთხო, კონკურენტუნარიანი და ინოვაციური ზოგადსაგანმანათლებლო გარემო, თავისი აღსაზრდელებისათვის უზრუნველყოს ხაირისხიანი განათლების მიწოდება მათი შემდგომი განვითარების, მშობლიური თემის და ქვეყნის ცხოვრებაში აქტიურად ჩართვის მიზნით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლა, 2032 წლის ბოლომდე გეგმავს, საჩხერის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გახდეს ერთ-ერთი თვალსაჩინო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება STEAM-ის მიმართულებით. ინტეგრირებული (პროფესიული) საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის მხრივ. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები: სასკოლო საზოგადოების ყველა წევრმა უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი მიდგომებითა და პრინციპებით: 1. საკუთარი შესაძლებლობებისა და მიღწეული შედეგების მუდმივი ზრდა-განვითარება. 2. ინოვაცია და კრეატიულობა. 3. თანამშრომლობითი კულტურის დანერგვა და პასუხისმგებლობის გაზიარება. 4. ტოლერანტობა და ურთიერთპატივისცემა.
სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლის 2025-2032 წლების სტრატეგიული გეგმის მიზანია, განსაზღვროს სტრატეგიული მიმართულებები და ამოცანები, რომლითაც სკოლა იხელმძღვანელებს მომავალი შვიდი წლის განმავლობაში. წინამდებარე სტრატეგიული დოკუმენტის საშუალებით სკოლა უზიარებს დაინტერესებულ მხარეებს სკოლის ხედვას, მისიას და ღირებულებებს, მიზნებს/ამოცანებსა და მათი მიღწევის გზებს. სტრატეგიული გეგმა ხელს უწყობს სკოლის სტრუქტურული ერთეულების შეთანხმებულ და ეფექტიან მუშაობას, დადგენილ ვადებში სტრატეგიული მიზნების მიღწევას და საქმიანობის შეფასებას. სტრატეგიული გეგმის შემუშავების მიზნით, სკოლის დირექტორის ბრძანების საფუძველზე, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი სკოლის სტრუქტურული ერთეულების მონაწილეობით. ჯგუფმა მოამზადა საჭიროებების შეფასება (SWOT ანალიზი) და ამ პროცესის დასრულების შემდეგ გაიმართა სამუშაო შეხვედრები, რომლებიც მიზნად ისახავდა საჭიროებათა შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, სკოლის განვითარების სტრატეგიის განსაზღვრასა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სკოლის თანამშრომელთა მონაწილეობით გადაიხედა არსებული მისია, ხედვა, ღირებულებები და სტრატეგიული შვიდწლიანი სამუშაო გეგმის ყველა მიმართულება. სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროცესში სამუშაო ჯგუფმა გაითვალისწინა ჩვენი სკოლისა და ქვეყნის მოწინავე სკოლების გამოცდილება . სკოლის სტრატეგიული გეგმისა და 2025 წლის სამოქმედო გეგმის პროექტების დაინტერესებული მხარეებისთვის გაცნობის მიზნით, ჩატარდა შეხვედრები სასკოლო საზოგადოებასთან. შეხვედრების დასრულების შემდეგ სკოლის სტრატეგიულ დოკუმენტებში გათვალისწინებულ იქნა მათი უკუკავშირი.