საჩხერე სოფელი სხვიტორი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 16
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
იმერეთი · საჩხერე · საჩხერე, სოფელი სხვიტორი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
1930 წლიდან იწყება დღევანდელი სხვიტორის სკოლის ისტორია. საყოველთაო დაწყებითი სწავლების შემოღებისთანავე შენობისათვის გამოუყვიათ სიმონ წერეთლისეული სასახლე, რომელშიც წლების მანძილზე ფუნქციონირებდა სხვიტორის დაწყებითი, არასრული და საშუალო სკოლა. 2009 წელს სკოლა გადავიდა ახალ კაპიტალურ შენობაში და აქვე აგრძელებს საქმიანობას. ჩვენი სკოლის მისიაში თვალნათლივ არის აღნიშნული ჩვენი დიდი წინაპრის პერსონის თაობაზე. ნათქვამია-,,ბედი სოფლისა მშობლის ბედს გავს, მისი დიდება სახელოვან შვილებს მოაქვთ. „ თუ როგორი სახელი და ავტორიტეტი შესძინა სოფელ სხვიტორს აკაკი წერეთელმა, დღეს ეს ყველა ქართველისთვის ცნობილია. ჩვენი სკოლის ხედვის მთავარი ამოსავალი პრინციპია ფორმალური და არაფორმალური განათლების ინტეგრირება და ამ ნიშნით უკვე გადადგმული გვაქვს ქმედითი ნაბიჯები. გაფორმებული გვაქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები: აკაკი წერეთლის სახელობის სახლ-მუზეუმთან, საჩხერის ჯურხა ნადირაძის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმთან, მუხრან მაჭავარიანის სახელობის სახლ-მუზეუნთან და აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. აღსანიშნავია ,ის გარემოება, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეები სწავლობენ მუზეუმებში დაცულ ექსპონატებს და მუზეუმის თანამშრომლებთან ერთობლივად ვახორციელებთ საკვლევაძიებო საქმიანობას. ერთობლივად ვეწევით გამოფენების, პროექტებისა და კონფერენციებისათვის საჭირო საქმიანობების განხორიელებას. ყოველივე ეს ხელს უწყობს სკოლამ სასკოლო საზოგადოებისა და თემის ჩართულობით შექმნას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სოციალურად უსაფრთხო და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული სოციო-კულტურული გარემო, სადაც, უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებულია მოსწავლის ინტერესები. სასკოლო საზოგადოებისათვის ტრადიციულია სახალხო დღესასწაულში „აკაკიობა“ მონაწილეობის მიღება. მ ი ს ი ა ჩვენი დიდი წინაპრის - აკაკი წერეთლის ნაკვალევზე - ზნეობით, გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევებით, ჰუმანური გრძნობებით და ადამიანური ღირებულებებით სავსე გამორჩეული მომავალი თაობის აღზრდა, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო იდეალების შესაბამისად. ხ ე დ ვ ა ფორმალური და არაფორმალური განათლების ინტეგრირებით, 2030 წლისთვის, ჩვენი სკოლა აღიარებული იქნება საგანმანათლებლო სივრცეში, როგორც 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებით აღჭურვილი, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანი კურსდამთავრებულების აღმზრდელი. ღ ი რ ე ბ უ ლ ე ბ ე ბ ი სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვიტორის საჯარო სკოლის ღირებულებებია: ა) ურთიერთპატივისცემის, შემწყნარებლობისა და თანასწორობის დამკვიდრება მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლებსა და თემს შორის განურჩევლად მათი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური და მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა; ბ) სკოლის საზოგადოების წევრებისთვის შემოქმედებითი და თანამშრომლობითი გარემოს შექმნაა; • გ) მოსწავლეთა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვითარება და სამოქალაქო ჩართულობა; დ) ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა; ე) კულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებისა და ტოლერანტობის დამკვიდრება; ვ) ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და უსაფრთხოების დაცვა; ზ) გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისთვის; თ) კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების გზების სწავლება; ი) დემოკრატიული პრინციპების ერთგულება