საჩხერე, ლაშა ლაშხის 1
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 75
- თავისუფალი ადგილი
- 29
- სსსმ ლიმიტი
- 8
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 7
იმერეთი · საჩხერე · საჩხერე, ლაშა ლაშხის 1
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისია: სსიპ-ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის N2 საჯარო სკოლა პირველი საგანმანათლებლო კერაა ქალაქ საჩხერეში, რომელსაც საუკუნოვანი ისტორია გააჩნია. სკოლა ეროვნულ ტრადიციებსა და ღირებულებებზე დაყრდნობით, მოსწავლეზე ორიენტირებული უსაფრთხო გარემოს შექმნით, ოჯახთან ერთად ზრუნავს: მოსწავლის უწყვეტ განვითარებასა და განათლებაზე; კრიტიკულად და შემოქმედებითად მოაზროვნე პიროვნების აღზრდაზე, რომელიც შეძლებს: თვითრეალიზაციას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, იცხოვროს დემოკრატიული პრინციპებით. სკოლის ხედვა სკოლის ხედვაა, 2031 წლამდე დაიკავოს ლიდერი სკოლის პოზიცია, იზრუნოს სხვა სკოლებისთვის გამოცდილების გაზიარებაზე; გახდეს STEAM მიმართულებების, წიგნიერების, ევროპული ენებისა და პროფესიული განათლების ჰაბი. სკოლის ღირებულებები: • პატრიოტიზმი: სასკოლო კურიკულუმსა და აქტივობებში გათვალისწინებულია სამშობლოს თემატიკისათან დაკავშირებული საკითხები. • სამართლიანობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • გამჭვირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • პასუხისმგებლობა: სასკოლო საზოგადოების ყველა წევრს გააზრებული აქვს საკუთარი როლი, ფუნქცია და მოვალეობები. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ურთიერთპატივისცემა: კომუნიკაცია ემყარება ერთმანეთის აზრის მოსმენას, გაზიარებასა და გათვალისწინებას. • ტოლერანტობა : სასკოლო საზოგადოება ხელს უწყობს განსხვავებული მსოფლმხედველობის მიმღებლობას . • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარებას განვითარების ინოვაციურ გზებს, ღია ვართ სიახლეებისადმი.