საჩხერე, სოფ. ქორეთი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 18
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
იმერეთი · საჩხერე · საჩხერე, სოფელი ქორეთი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის საჯარო სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები მისია: სკოლის მისიაა უსაფრთხო, პოზიტიური გარემოს შექმნით, ფორმალური და არაფორმალური განათლების სტრატეგიების დანერგვით აღზარდოს განათლებული, გარემოსდამცველი,წარსული ცხოვრების შესახებ მაღალი ცნობადობის მქონე მოსწავლეები,რომელებიც იაზრებენ საკუთარ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე. სკოლის ხედვა: 2031 წლისთვის სკოლა იქნება საქართველოს მასშტაბით მაღალი ნდობისა და აღიარების მქონე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება,რომელიც აღზრდის ისეთ ახალგაზრდებს,რომლებიც: ფლობენ მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მომუშავე გიდების უნარ_ჩვევებს, დაეხმარება მოსწავლეებს მდგრადი განვითარების მიზნების გაცნობიერებასა და რეალურ ცხოვრებაში არსებულ გამოწვევების გამკლავებაში. ღირებულებები გუნდურობა, სიახლეების დანერგვა, პროფესიონალიზმი, ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა წარსული გამოცდილების გამოყენებით. ერთმანეთის აზრის პატივისცემა, ღიაობა, სამართლიანობის დაცვა სკოლის საქმიანობა ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს: 1.სიახლეების მიმღებლობა; 2 პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; 3 პატიოსნება და კეთილსინდისიერება; 4 სხვისი შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; 5 მიუკერძოებლობა; 6 თანაგანცდა და თანადგომა; 7 ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა წარსული გამოცდილების გამოყენებით; 8 პროფესიული ზრდა და განვითარება; 9 გუნდური მუშაობა.
ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის საჯარო სკოლა 2024-2025 წ. მუხლი 1. ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა 1. ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა წარმოადგენს თანმიმდევრულ სახელმძღვანელო მითითებებს და აცხადებს დაწესებულების პოლიტიკას ადამიანური რესურსების მართვის ძირითად ასპექტებთან მიმართებით. მუხლი 2. დოკუმენტის შესახებ 1. ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულების (შემდგომში - დაწესებულება) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა (შემდგომში - პოლიტიკა) შემუშავებულია მოქმედი კანონმდებლობის1 შესაბამისად და განსაზღვრავს ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ ძირითად პოლიტიკებს. 2. დოკუმენტის განახლებასა და განახლებული დოკუმენტის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი ერთეული. 3. ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა ეფუძნება დაწესებულების მისიას, ღირებულებებსა და მიზნებს. მუხლი 3. პოლიტიკის მიზანი და გამოყენების სფერო 1. პოლიტიკის მიზანია უზრუნველყოს დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის პროცესების წარმართვა ეფექტიანად და კანონთან, დაწესებულების მისიასთან, ხედვასა და ღირებულებებთან შესაბამისობით, ასევე, შექმნას გარემო, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმებული პირების შესაძლებლობების მაქსიმალურ წარმოჩენასა და რეალიზებას. მუხლი 4. პოლიტიკის ამოცანები 1. პოლიტიკის ამოცანებია: 1.1. დაწესებულების სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების მიღწევის ხელშეწყობა; 1.2. დასაქმებული პირების შესაძლებლობების მაქსიმალური წარმოჩენა და რეალიზება; 1.3. დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. მუხლი 5. ღირებულებები 1. ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა ეფუძნება შემდეგ ღირებულებებს: 1.1. დამსახურებებზე დაფუძნებული მიდგომა - ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში საკვანძო გადაწყვეტილებების მიღება ხდება ყოველი ინდივიდის კომპეტენციაზე დაყრდნობით, დაწესებულებისა და საზოგადოების წინაშე მისი დამსახურებ(ებ)ის გათვალისწინებით; 1.2. სამართლიანობა - ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღმა არსებობს სამართლიანი არგუმენტი და გადაწყვეტილების მიღების ობიექტური კრიტერიუმი; 1.3. თანასწორობა - ყველა თანამშრომლის მიმართ ვლინდება ერთგვაროვანი მიდგომა. დაუშვებელია გენდერული, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ნიშნით თანამშრომლების განსხვავება; 1.4. თანაბარი შესაძლებლობები - დაწესებულების პერსონალს აქვს თანაბარი შესაძლებლობა საკუთარი მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად. დაწესებულებაში მოქმედი შეფასების სისტემა არის სამართლიანი და გამჭვირვალე, ამავდროულად, დაცულია პირის კონფიდენციალურობა და მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპი; 1.5. მიზანშეწონილობა - გადაწყვეტილებები მიიღება გააზრებულად და ანალიზის საფუძველზე;
განხილულია პედაგოგიური საბჭოს 2025 წლის 20 იანვრის N3 სხდომაზე დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს 2025 წლის 21 თებერვლის N 16 სხდომაზე სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის საჯარო სკოლის შვიდწლიანი განვითარების სტრატეგიული გეგმა 2024-2031 წლები შესავალი სკოლის განვითარებისათვის აუცილებელია - სკოლის სტრატეგიის ფორმულირება, რომელშიც გაცხადებული იქნება სკოლის მიდგომა და ხედვა, რომელსაც სკოლა ირჩევს დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად და გათვლილია შვიდწლიან პერიოდზე.სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმა სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარეობს და კონკრეტული ამოცანების გადაჭრას ისახავს მიზნად. მასში ასახულია სკოლის გრძელვადიანი მიზნები და ამოცანები, მიზნების მიღწევის გზები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი/პირები, დასახული მიზნების რეალიზების ვადები, საშუალებები და მისი შედეგები. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება შესაძლებელია შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებითა და ობიექტური ანალიზით. შესაბამისად, სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა უნდა მოხდეს პერიოდულად. გეგმა შედგება შემდეგი ინფორმაციისგან: • სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგია; • მისია; • ხედვა; • სტრატეგიული მიმართულებები, პრიორიტეტები; • დროში გაწერილი განსახორციელებელი ღონისძიებები; სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგია, სტრატეგიული გეგმა გათვლილი და გაწერილია შვიდწლიან პერიოდზე. მისი გადახედვა ხდება საჭიროებისამებრ. სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში სკოლა იცავს ძირითად სამოქმედო პრინციპებს, კერძოდ: • გუნდური მუშაობა • თანამონაწილეობა • გამჭვირვალობა სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი. იგი უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებაზე და სხვა. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმატებით წარმართვის მიზნით, დირექტორის ბრძანებით იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის პროექტის შემუშავებაზე. აღნიშნული სამუშაო ჯგუფში ერთვება სკოლის სტრუქტურული ერთეულები/თანამშრომლები. ჯგუფი აფასებს სკოლის საჭიროებებს და მათი ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს განვითარების სტრატეგიულ გეგმას. სკოლის შესახებ ინფორმაცია სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის საჯარო სკოლა მოსწავლეთა რაოდენობა:119 მასწავლებელთა რაოდენობა:24 სულ თანამშრომლების რაოდენობა:35 სწავლა მიმდინარეობს დაწყებით საბაზო და საშუალო საფეხურზე სკოლის მისია უსაფრთხო,პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნით, ფორმალური და არაფორმალური სტრატეგიების დანერგვით აღზარდოს გარემოს დამცველი წარსული ცხოვრების შესახებ მაღალი ცნობადობის მქონე მოსწავლეები, რომლებიც იაზრებენ საკუთარ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე. სკოლის ხედვა: 2031 წლისთვის სკოლა იქნება საქართველოს მასშტაბით მაღალი ნდობისა და აღიარების მქონე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება,რომელიც აღზრდის ისეთ ახალგაზრდებს, რომლებიც ფლობენ მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მომუშავე გიდების უნარ-ჩვევებს, დაეხმარება მოსწავლეებს მდგრადი განათლების მიზნების გაცნობიერებასა და რეალურ ცხოვრებაში არსებული გამოწვევების გამკლავებაში. ღირებულებები გუნდურობა, სიახლეების დანერგვა, პროფესიონალიზმი, ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა წარსული გამოცდილების გამოყნებით. ერთმანეთის აზრის პატივისცემა, ღიაობა, სამართლიანობის დაცვა სკოლის საქმიანობა ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს: სიახლეების მიმღებლობა; პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; პატიოსნება და კეთილსინდისიერება; სხვისი შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; მიუკერძოებლობა; თანაგანცდა და თანადგომა; ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა წარსული გამოცდილების გამოყენებით; პროფესიული ზრდა და განვითარება; გუნდური მუშაობა. სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას. სკოლის მიზანია აღზარდოს აკადემიური ცოდნის მიღებაზე ორიენტირებული თავისუფალი და პასუხისმგებელი, კრიტიკული აზროვნების, ეფექტური კომუნიკაციის უნარების, ჯანსაღი ღირებულებების მატარებელი ადამიანები, რომელთაც შეეძლ
მოსწავლის ინიციატივების მხარდამჭერი მექანიზმი სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის საჯარო სკოლა 2025 წელი მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ინიციატივების მხარდამჭერ მექანიზმს. 2. აღნიშნული მექანიზმი ვრცელდება სკოლის ყველა მოსწავლეზე სასწავლო და სამუშაო პროცესში. მუხლი 2. მოსწავლის ინიციატივის მხარდამჭერი მექანიზმის აღმწერები: 1. მოსწავლეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობით ან/და ზეპირად გამოხატოს საკუთარი აზრი და გამოიჩინოს ინიციატივა. 2. მოსწავლეს ან/და მოსწავლეთა გარკვეულ ჯგუფს შეუძლია ინიციატივით მიმართოს სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას/კლასის დამრიგებელს/დირექციას და ჩაერთოს ინიციატივის განხილვის პროცესში. 3. მოსწავლეთა თვითმმართველობა ან/და კლასის დამრიგებელი უფლებამოსილია მხარი დაუჭიროს მოსწავლის ან/და მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფის ინიციატივას და მიმართოს სკოლის დირექციას. 4. სკოლის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე მოსწავლის ან/და მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფის ინიციატივების მხარდასაჭერად შესაძებელია შეიქმნას: 4.1. მოსწავლეთა ინიციატივების განხილვისა და განხორციელების მხარდამჭერი ჯგუფი. 4.2. მოსწავლეთა ინიციატივების განხორციელების პროცესისა და შედეგების მონიტორინგის ჯგუფი. 5. მოსწავლეთა ინიციატივების განსახორციელებლად სკოლას შეუძლია ფინანსური რესურსის მობილიზება. 6. მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით სკოლა უზრუნველყოფსსპეციალური სამუშაო სივრცის მოწყობასა და საინფორმაციო კამპანიას. 7. მოსწავლეთა ინიციატივების განხილვა-განხორციელებისას დაუშვებელია რომელიმე მოსწავლის დისკრიმინაცია ან ნებისმიერი ქმედება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება მოსწავლის უფლება-ვალდებულებების შეზღუდვას. 8. კანონმდებლობით დადგენილი წესით სკოლა უფლებამოსილია შეიძინოს და განკარგოს ნებისმიერი რესურსი, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ინიციატივების განხორციელებას. 9. ნებისმიერ მოსწავლეს აქვს უფლება ღიად ისაუბროს საკუთარი ინიციატივის შესახებ და აღნიშნული მექანიზმის საფუძველზე განსახილველად წარადგინოს საკუთარი სამომავლო ხედვა. 10. ნებისმიერი მოსწავლე უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივის მხარდაჭერისა და განხორციელების მიზნით ითანამშრომლოს სასკოლო საზოგადოების ნებისმიერ წევრთან. მუხლი 3. პასუხისმგებლობა 1. წინამდებარე მექანიზმის სრულად დაცვის მიზნით გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრებათ: 1.1. მოსწავლეებს 1.2. მოსწავლეთა თვითმმართველობას 1.3. სკოლის დირექციას 1.4. კლასის დამრიგებელს 2. აღნიშნულ დოკუმენტში შეტანილმა ნებისმიერმა ცვლილებამ არ უნდა გამოიწვიოს მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის რაიმე სახით შეზღუდვა. 3. ,,მოსწავლის ინიციატივების მხარდამჭერ მექანიზმს“ ამტკიცებს სკოლის დირექტორი შესაბამისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. 4. აღნიშნულ დოკუმენტში ნებისმიერი ცვლილებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია ამავე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე.
დანართი N1. დამტკიცებულია სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის საჯარო სკოლის დირექტორის 2025 წლის 27 მარტის N2-29 ბრძანებით სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის საჯარო სკოლაში განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესი 2025 წელი თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1. წესის მოქმედების სფერო და მიზანი 1.1 სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის საჯარო სკოლა დაინტერესებულია, შექმნას სკოლაში განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესი (შემდგომში-წესი), რათა დეტალურად გაიწეროს პროცესის თანმიმდევრობა და მიეცეს მას ორგანიზებული სახე. 1.2 წინამდებარე წესის მოქმედება ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ ყველა პირზე, სკოლის მოსწავლეზე, მის მშობელზე/კანონიერ წარმომადგენელზე. ასევე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირზე, რომელსაც სურს, სკოლას მიმართოს განცხადებით/საჩივრით. 1.3 სკოლაში საჩივრის განცხადების მისაღებად, იგი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. უცხოურ ენაზე შესრულებული განცხადების/საჩივრის სკოლაში მისაღებად, მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი. მუხლი 2. სკოლაში საჩივრის/ განცხადების განხილვის პრინციპები 2.1 სკოლაში წარდგენილი საჩივარი/განცხადება განიხილება ობიექტურობისა და სამართლიანობის, მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვით, კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად დადგენილ ვადებში. 2.2 საჩივრის/განცხადების განხილვისას დაუშვებელია იმ პირის მონაწილეობა, რომელსაც აქვს პირადი ინტერესი, ან/და არსებობს სხვა გარემოება, რომელმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიღებაზე გადაწყვეტილებაზე. მუხლი 3. განცხადების/საჩივრის წარდგენის წესი 3.1 სკოლაში საჩივრის/განცხადების წარდგენა შესაძლებელია სკოლის კანცელარიაში განმცხადებლის/საჩივრის ავტორის მიერ ჩაბარებით, საფოსტო გზავნილის ან/და ელექტრონული გზავნილის საშუალებით. 3.2 სკოლაში შემოსული განცხადება/საჩივარი, რომელიც შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციაში უნდა გატარდეს დაუყოვნებლივ. არასამუშაო საათებში (18:00 საათიდან 09:00 საათამდე) შემოსული განცხადება/საჩივარი რეგისტრაციაში უნდა გატარდეს მომდევნო სამუშაო დღეს. 3.3 სკოლაში შემოსულ განცხადებაზე/საჩივარზე ადმინისტრაცია რეაგირებას ახდენს საქართველოს კანონმდებლობის და ამ წესის შესაბამისად. 3.4 განცხადება საჩივარი შედგენილი უნდა იქნეს წერილობით ფორმით და იგი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: • სკოლის დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი/საჩივრის ავტორი; • განმცხადებლის/საჩივრის ავტორის ვინაობასა და მისამართს (საკონტაქტო ტელეფონის ნომრის მითითებით); • მოთხოვნას; • გარემოებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს მის მოთხოვნას; • გასაჩივრებული ადმინისტრაციული-სამართლებლივი აქტის გადაწყვეტილების დასახელებას (მხოლოდ საჩივრის შემთხვევაში); • განცხადების/საჩივრის წარდგენის თარიღსა და ხელმოწერას; • განცხადების/ საჩივარზე დართული დოკუმენტების ჩამონათვალს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მუხლი 4. განცხადების განხილვის ზოგადი წესი და მისი ვადები 4.1. განცხადებას განიხილავს უფლებამოსილი პირი/სტრუქტურული ერთეული, რომლის კომპეტენციის ფარგლებსაც განეკუთვნება განცხადებაზე პასუხის გაცემა. 4.2 კორესპონდენცია, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, გაიცემა სკოლის დირექტორის სახელითა და ხელმოწერით. 4.3. განცხადების განხილვის ვადა, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი განისაზღვრება 10 სამუშაო დღით. თუ განცხადებით მოთხოვნილია ინდივიდუალურ- ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომელიც არ ეხება მესამე პირის ინტერესებს, ის გამოიცემა განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში. 4.4 თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის საქმე გარემოებათა დადგენისთვის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, უფლებამოსილმა პირმა/სტრუქტურამ ერთეულმა შესაძლებელია ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას მიიღოს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცემის ვადის გაგრძელების შესახებ.
დამტკიცებულია სსიპ - საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის საჯარო სკოლის დირექტორი მაია აბესაძე 2025 წლის 28 თებერვლის N 1/კ-03 ბრძანებით სსიპ - საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის საჯარო სკოლის საგანგებო მართვის გეგმა შემუშავებულია სსიპ - საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის საჯარო სკოლის საგანგებო შტაბის წევრების მიერ და დამტკიცებულია სოფელ ქორეთის საჯარო სკოლის დირექტორის 2025 წლის 28 თებერვლის №1/კ-03 ბრძანებით (იხ. დანართი 1) სოფელი ქორეთი 2025 წელი საგანგებო მართვის გეგმა I თავი შესავალი სსიპ - საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის საჯარო სკოლის საგანგებო მართვის გეგმა (შემდგომში - გეგმა) შემუშავებულია საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილებით დამტკიცებული „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის“ მე-5 მუხლისა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ოქტომბრის №452 დადგენილებით დამტკიცებული „საგანგებო მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ“ შესაბამისად და წარმოადგენს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სოფელ ქორეთის საჯარო სკოლის საქმიანობის საფუძველს და „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის“ განხორციელების მხარდაჭერის სამოქმედო დოკუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს, შესაძლო საგანგებო სიტუაციაზე მზადყოფნის, პრევენციის, რეაგირებისა და აღდგენითი ღონისძიებების ჩატარებას. გეგმა განსაზღვრავს შესაძლო საგანგებო სიტუაციების შედეგების თავიდან აცილების ან შემცირების ღონისძიებების მოცულობას, ვადებს, ორგანიზებისა და განხორციელების წესს, თანამშრომლების, მოსწავლეების და მატერიალურ ფასეულობათა დამაზიანებელი ფაქტორებისაგან დაცვის მიზნით გადაუდებელი ღონისძიებების შესრულებას. 1.1 სახელმძღვანელო საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალი ქორეთის საჯარო სკოლა მოქმედებს კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების შესაბამისად (იხ. დანართი 2) და უფლება აქვს არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, გეგმის ეფექტურად განხორციელების მიზნით, დადოს ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებები სხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. 1.2 გეგმის მიზანია: - ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა და თანამშრომელთა დაცვის საერთო ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების წარმართვა; - საჯარო სკოლის კომპეტენციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების რისკების შემცირების, მათზე მზადყოფნის, ხოლო მათი განვითარების შემთხვევაში, რეაგირებისა და აღდგენის ღონისძიებების შემუშავება და ორგანიზება; - საგანგებო სიტუაციების მართვის პროცესის ეფექტურად განხორციელების მიზნით, საჯარო სკოლის შესაძლებლობისა და ვალდებულების ფარგლებში, სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის მხარდაჭერა; - მომხდარ საგანგებო სიტუაციაზე საჯარო სკოლის დროული, კოორდინირებული და ორგანიზებული რეაგირების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი იურიდიული საფუძვლის შექმნა
დანართიN1 ანგარიში (ფინანსური საქმიანობის შესახებ) წარმოგიდგენთ სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის საჯარო სკოლის 2024 წლის ფინანსური საქმიანობის შესახებ ანგარიშს.,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორის მიერ თანხების განკარგვა ხდება სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით. სამეურვეო საბჭოს მიერ 2023 წლის ბოლოს დამტკიცდა 2024 წლის ბიუჯეტი,რომელიც დაგეგმილი იყო რეალური გათვლებისა და გაანგარიშების საფუძველზე, როგორც შემოსავლით, ისე ხარჯვით ნაწილში. ბიუჯეტის დაგეგმვისას, ასევე გათვალისწინებული იქნა გასული წლების გამოცდილება.2024 წლის ბიუჯეტში წინა წლიდან გადმოსული ნაშთი შეადგენდა 157 ლარს. 2024 წლის ბიუჯეტი შედგენილი იყო ჯამში 511891 ლარზე. 2024 წელს ვაუჩერული დაფინანსებიდან სკოლამ მიიღო 510708 ლარი. ბანკის სარგებელი 1183 ლარი . საქართელოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის N476 დადგენილებაში შეტანილი ცვლილების თანახმად სსსმ მოსწავლეებისათვის გამოყოფილი დამატებითი დაფინანსება შეიცვალა და განისაზღვრა შემდეგი ოდენობით: ა) 1-დან 5-ის ჩათვლით სსსმ მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის 8400 ლარი. სკოლაში ამჟამად არისწ 2 სსსმ მოსწავლე,აღნიშნული თანხა ხმარდება სსსმ მოსწავლეთა საჭიროებებს. 2024 წლის განმავლობაში მოხდა სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე გარკვეული ცვლილებების განხორციელდა, რაც ასახული იქნა სკოლის ბიუჯეტში შესაბამისი კორექტირებით. 2024 წლის სკოლის ბიუჯეტის შემოსავლები და გადარიცხვითი ოპერაციები განხორციელებულია საქართველოს მომქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სკოლის შემოსავლის მნიშვლელოვან ნაწილს შეადგენს ვაუჩერული დაფინანსება. 2024 წლის 1 ივლისიდან მთავრობის გადაწყვეტილებით ამოქმედდა მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი მექანიზმი. საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე ახალი ბრძანების თანახმად. მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მოიცავს: ა) თანამდებობრივ სარგოს, რომელიც გაანგარიშდება შემდეგი კრიტერიუმებით> 1. განათლება და კვალიფიკაცია 2. სამუშაო სტაჟი 3. სამუშაო დატვირთვა და ბ) შესაძლო დანამატებს 1. წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის დანამატი 2. კლასის დამრიგებლობის დანამატი. თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება სამუშაო დასტვირთვის შესაბამისად და ყველა ეს ემატება ერთმანეთს. ასევე მოიმატა სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურებამ. 2024 წლის ბიუჯეტის განსაზღვული თანხა ძირითადად გაიხარჯა შრომის ანაზღაურებაზე (ხელფასები, თანამდებობრივი სარგო, სქემით განსაზღვრული სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამტები) და კომუნალურ გადასახადებზე. გარკვეული თანხა გაიხარჯა ოფისის ხარჯებზე (საკანცელარიო, ქაღალდის, საბუღალტრო ბლანკების, საკანცელარიო წიგნების და სხვა ანალოგიური მასალების შეძენა. 2024 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებულმა სკოლის შემოსავალმა ჯამში შეადგინა 511891 ლარი.მათ შორის სხვა შემოსავალი 1183 ლარი, ხოლო ხარჯმა შეადგინა 503462 ლარი. მიუხედავათ წლის განმავლობაში არსებული გამოწვევებისა და სიძნელეებისა სკოლის 2024 წლის ბიუჯეტი მაქსიმალურად პასუხობდა სკოლის მოთხოვნილებებს. სკოლის თანხების ხარჯვა განხორციელდა სასწავლო პროცესში გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სკოლის 2024 წლის სკოლის ბიუჯეტის შემოსავლები და გადარიცხვითი ოპერაციები განხორციელებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.