საჩხერე, სოფელი პერევი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 20
- თავისუფალი ადგილი
- 15
- სსსმ ლიმიტი
- 2
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 2
იმერეთი · საჩხერე · საჩხერე, სოფელი პერევი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისია „სკოლის მისიაა ხელი შეუწყოს მრავალმხრივ განვითარებული, ინტელექტუალურად და ფიზიკურად ძლიერი პიროვნების ფორმირებას. ინოვაციური STEM-სტრატეგიებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ინტეგრირებით, ჩვენ ვქმნით დინამიკურ საგანმანათლებლო გარემოს. პარალელურად, სკოლა ორიენტირებულია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, რაც მოსწავლეებში გუნდური მუშაობისა და ტექნოლოგიური კომპეტენციების სინთეზს უზრუნველყოფს — ეს ყოველივე კი თანამედროვე გლობალურ საზოგადოებაში წარმატებული თვითრეალიზაციის საფუძველია.“ სკოლის ხედვა „ჩვენი მიზანია, 2032 წლისთვის სკოლა იყოს თანამედროვე ტექნოლოგიებით და ინფრასტრუქტურით აღჭურვილი სივრცე, სადაც მასწავლებლები და მოსწავლეები ერთად მუშაობენ საერთო წარმატებისთვის. ჩვენი მიზანია პატრიოტი, მტკიცე ხასიათის და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე თაობის აღზრდა. სწავლის პროცესში აქცენტს ვაკეთებთ STEM (მეცნიერება და ტექნოლოგიები) მიმართულებაზე, რათა მოსწავლეებს ჰქონდეთ თანამედროვე ცოდნა. ამავდროულად, სკოლა ხელს უწყობს თითოეული ბავშვის ნიჭის აღმოჩენას, ზრუნავს მათ ჯანსაღ ცხოვრებაზე სპორტის მეშვეობით და ასწავლის გარემოს გაფრთხილებას „მწვანე პროექტების“ დახმარებით. ჩვენ გვინდა, ჩვენი კურსდამთავრებული იყოს თავისუფალი და წარმატებული ადამიანი, რომელიც თავის ცოდნასა და გამოცდილებას ქვეყნის სასიკეთოდ გამოიყენებს.“ ღირებულებები თანამშრომლობა; გუნდურობა; ინკლუზიური განათლება დისციპლინა პასუხისმგებლობაოჯახის საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე უფლება მოვალეობების გაცნობიერებაში.
.სკოლაში მოქმედებს შემდეგი სტრუქტურული ერთეულები: დირექცია/ადმინისტრაცია, პედაგოგიური საბჭო, სამეურვეო საბჭო, დისციპლინური კომიტეტი, მოსწავლეთა თვითმართველობა, საგნობრივი კათედრები, ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი,მრჩეველთა საბჭო, მკაფიოდაა განსაზღვრული მოქმედი სტრუქტურული ერთეულების/ პირების ფუნქციები. პერსონალის უფლება-მოვალეობანი განსაზღვრულია შესაბამისი კანონმდებლობით და სკოლა უზრუნველყოფს მათთვის როგორც შესაბამისი პირობების შეთავაზებას.სკოლას შემუშავებული აქვს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის დებულება. სკოლის ორგანიზაციული მოწყობა ხელს უწყობს პერსონალს მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობების სათანადოდ შესრულებას და დასახული მიზნის მიღწევას. სკოლაში მკაფიოდა განაწილებული მოვალეობები, რომელიც ხელშეკრულებითაა გაწერილი და ეცნობებათ სასწავლო წლის დასაწყისში.
სტრატეგიული გეგმა არის შვიდწლიანი, ციკლური და ეფუძნება სკოლის მისიას, ხედვას და ღირებულებებს (ფილოსოფიას). ის მოიცავს მისიასთან თავსებად მიზნებს და მიზნების შესაბამის ამოცანებს.. სკოლის ხედვასა და ღირებულებებში გათვალისწინებულია ჩართულ მხარეთა პრიორიტეტები და ინტერესები, .სკოლის დირექცია და ხარისხის მართვის ჯგუფი ახორციელებს, საგაკვეთილო დაკვირვებასა და ცალკეული სეგმენტების საქმიანობის მონიტორინგს. მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი, მიღებული უკუკავშირები გვეხმარება თვალი მივადევნოთ როგორ სრულდება დასახული გეგმები წლიურ დონეზე და გრძელვადიან სტრატეგიულ დონეზე.
. სკოლაში არის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა ,სკოლის სტრატეგიული გეგმიდან გამომდინარე, სადაც თვეების მიხედვითაა გაწერილი სტრატეგიული ამოცანები, ასევე ვადები და გამოყოფილია შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები. ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებისას ვითვალისწინებთ წინა სასწავლო წლის სამოქმედო გეგმის ანალიზის შედეგებსა და საჭიროებებს, რაც გაიწერება მიზნებსა და ამოცანებში. მოხდება ერთწლიანი სამოქმედო გეგმის მოდიფიცირება რევიზირებული სტრატეგიული გეგმის შესაბამისად.საბოლოო ჯამში ერთწლიანი სამოქმედო გეგმა ხელს უწყობს სტრატეგიული გეგმის შესრულებას.
სკოლაში ჩამოვაყალიბდა STEAM კლუბი, რომელიც განკუთვნილია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის. კლუბის მიზანია მოსწავლეებში ინოვაციური აზროვნების, პრაქტიკული უნარებისა და გუნდური მუშაობის განვითარება. კლუბი ხელს შეუწყობს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, შემოქმედებითობის გაძლიერებას და მოსწავლეთა მონაწილეობას როგორც სკოლაში, ასევე სხვადასხვა კონკურსებში. კლუბის შექმნა მნიშვნელოვნად გაამდიდრებს საგანმანათლებლო პროცესს და მოუტანს სარგებელს ჩვენს მოსწავლეებს. ).
სკოლის შინაგანაწესი,სადისციპლინო კომიტეტი,საშუალო საფეხურის მოსწავლეტა თვითმართველობა,საბაზო საფეხურის თვითმართველობა,სკოლის მასწავლებლის,ადმინისტრაციის და ტექნიკური/დამხმარე პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნების,შერჩევისა და სამსახურში მიღების ერთიანი წესის დამტკიცება,სკოლის საჯაროობის ხელშემწყობი მექანიზმის დამტკიცება,სკოლის მოსწავლის,პერსონალის,მშობლის,კანონიერი წარმომადგენლის კანონიერი უფლებების დაცვის მექანიზმის დამტკიცება,სკოლის სანიტარულ ჰიგიენური ნორმების დაცვის მექანიზმის დამტკიცება,სკოის ფიზიკური უსაფრთხოების და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მექანიზმის დამტკიცება,სკოლის ინფორმაციის დაცვის პერსონალური მონაცემების დაცვის მექანიზმის დამტკიცება,სკოლის მატერიალური და არამატერიალური რესურსებით სარგებლობის წესის დამტკიცება,სკოლის მოსწავლეთა ჩარიცხვის,საფეხურის დაძლევის,მობილობის,სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცება,სკოლის მოსწავლეთა ინიციატივების მხარდამჭერი მექანიზმის დამტკიცება,სკოლის მასწავლებელთა ტრანზიციის ხელშეწყობის მექანიზმის დამტკიცება,სკოლაში მოსწავლის,მასწავლებლის,პერსონალის,საჩივრის განხილვის პროცედურების დამტკიცება.
24 სთ ელექტროენერგია,წყალი,გამართული გათბობის სისტემა,საევაკუაციო გეგმა,სახანძრო საშუალებები,მდგრადი შენობა.
სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის წლიური ბიუჯეტი.