რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ქალაქ თბილისის №138 საჯარო სკოლა

თბილისი · გლდანი-ნაძალადევი · თბილისი, გლდანი-ნაძალადევი, დასახლება ზღვის უბანი, კვარტალი Xბ

რეესტრის კოდი#106
მოსწავლე868
მასწავლებელი55
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ნუნუ კაპანაძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
19/12/2024
ავტორიზაციის დასრულება
19/12/2033
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

თბილისი, გლდანი-ნაძალადევი, დასახლება ზღვის უბანი, ლევან ჭოჭუას ქ. N36

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
150
თავისუფალი ადგილი
26
სსსმ ლიმიტი
15
სსსმ თავისუფალი ადგილი
12
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები2 დამატებითი მასალა

მოკლე ინფორმაცია სსიპ ქალაქ თბილისის N138 საჯარო სკოლის მისიაა: • მოსწავლეთათვის შექმნას კონკურენტუნარიანი, კეთილმეგობრული, სწავლება/სწავლის ინოვაციური მეთოდებზე დაფუძნებული უსაფრთხო სასწავლო გარემო, რათა ხელი შეუწყოს მათი ინტელექტუალური პოტენციალის მაქსიმალურ გამოვლენასა და განვითარებას. • დაეხმაროს მოსწავლეებს საკუთარი თავის ძიებაში, შეუქმნას პირობა ეფექტური თვითგანვითარებისთვის. • არაფორმალური განათლების გაძლიერების ხარჯზე მოსწავლეებს ჩამოუყალიბოს სამოქალაქო ცნობიერება, დაეხმაროს პროფესიულ ორიენტაციაში, განავითაროს ციფრული კომპეტენციები, რათა აღზარდოს სიახლის შეცნობის მსურველი, განათლებული, ტოლერანტი, ემპათიის მქონე, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მოქალაქეები“. სსიპ ქალაქ თბილისის N138 საჯაროს სკოლა 2030 წლისთვის იქნება წარმატებული, კონკურენტუნარიანი საგანმანათლებლო დაწესებულება. სკოლის ხედვაა მისი თითოეული მოსწავლე აღჭურვოს ისეთი უნარ-ჩვევებით, რომლებსაც გააზრებული ექნებათ საზოგადოებასა და ბუნებაში ადამიანის როლი და სწორი პროფესიული ორიენტაციით შეძლებენ ცხოვრებისეული გზის გაკვლევასა და დამკვიდრებას. სკოლის კურსდამთავრებულები იქნებიან კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრების შემდგომ ეტაპზე, მარტივად მოახერხებენ სკოლაში მიღებული ცოდნის რეალიზებასა და სხვათა მხარდაჭერას. სკოლის ღირებულებებია: სასკოლო საზოგადოება აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას, ორიენტირებულია შედეგებზე და ხელს უწყობს იმგვარი სასწავლო გარემოს შექმნას, სადაც პატივს სცემენ შემდეგ ღირებულებებს: გამჭვირვალობა, შრომის მიღწევებისა და აზრის პატივისცემა, ტოლერანტობა, სამართლიანობა, განსხვავებული კულტურისადმი პატივისცემა.

დოკუმენტები

N138; სკოლის ფილოსოფია.pdf16/08/2024 13:57:52 · 0.06 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრუქტურა3 დამატებითი მასალა

სსიპ ქალაქ თბილისის N138 საჯარო სკოლის სტრუქტურა: დირექცია - დირექტორი, მოადგილე, ბუღალტერი; ადმინისტრაცია - მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი, საქმისმწარმოებელი, ბიბლიოთეკარი,საინფორმაციო მენეჯერი, ხარისხის მართვის ჯგუფი; პროფესიული განათლების კოორდინატორი. არასაშტატო ერთეული - დამლაგებელი, დარაჯი, ცეცხლფარეში, ექიმი, სსსმ პირის ასისტენტი, ფსიქოლოგი; სამეურვეო საბჭო, დისციპლინური კომიტეტი; მრჩეველთა საბჭო; მანდატურის სამსახური, ფსიქო -სოციალური სამსახური; მოსწავლეთა თვითმმართველობა; პედსაბჭო - ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა, მათემატიკისა და ისტ-ის კათედრა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა, უცხოური ენების კათედრა, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა, ესთეტიკისა და სპორტის კათედრა, დაწყებითების კათედრა;

დოკუმენტები

დანართი N9; სტრუქტურული ერთეულების თანამდებობრივი ინსტრუქციები.pdf16/08/2024 16:28:57 · 2.12 MB
N138; სტრუქტურა.pdf11/10/2024 21:30:19 · 0.41 MB
N138; სტრუქტურა; პროფესიულით.pdf16/06/2025 20:04:59 · 0.09 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

N138; სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგია.pdf16/08/2024 14:05:07 · 0.16 MB
დანართი N6; შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა.pdf16/08/2024 17:22:37 · 0.17 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

დანართი N7; ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2023-2024.pdf16/08/2024 17:18:54 · 0.31 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე

დოკუმენტები

ერთწლიანი სამოქმედო გეგმის ანალიზი.pdf16/10/2024 12:52:34 · 0.19 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები10 დამატებითი მასალა

სსიპ ქალაქ თბილისის N138 საჯარო სკოლას აქვს შინაგანაწესი შემუშავებული და შეთანხმებული სასკოლო საზოგადოებასთან და დამტკიცებული სამეურვეო საბჭოს მიერ, რომლის დაცვის და აღსრულების უზრუნველსაყოფად იგი გაზიარებულია სასკოლო საზოგადოებისათვის. სკოლაში შექმნილია მოსწავლის ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის ჯგუფი, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს სასკოლო გარემოში ადაპტაციასა და აკადემიური შედეგების გაუმჯობესებაში. მოსწავლეთა ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის ჯგუფის მიზანია მოსწავლეთა კეთილდღეობაზე ზრუნვა. ამ პროცესებში აქტიურად არიან ჩართულნი კლასის დამრიგებლები, დირექტორის მოადგილე მოსწავლეთა ფსიქო-ემოციური მხარდაჭერის მიზნით- სკოლას ჰყავს სოციალური მუშაკი, რომელიც არის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის წარმომადგენელი. სკოლას შემუშავებული აქვს ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია, რომელიც არეგულირებს ოჯახში და მის გარეთ ბავშვზე ძალადობასა და მის დაცვას ყველა ფორმისგან; სკოლას გაწერილი აქვს მოსწავლის ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის, გასაჩივრების, მოსწავლეთა ადაპტაციის, კონსულტირების- გამჭვირვალე და მკაფიო კანონმდებლობის შესაბამისი მექანიზმები; სკოლის მოსწავლეები ჩართულები არიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მოსწავლეს აქვს ხმის უფლება მისი სასკოლო ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში, მათ შორის: • კურიკულუმი, მაგ., შესასწავლი საკითხების, არჩევითი საგნების შესახებ; • სწავლა და სწავლება, მაგ., დისტანციური სწავლების, საკლასო ოთახის წესების შესახებ; • სკოლის პოლიტიკა, მაგ., გენდერული თანასწორობის, დისციპლინური პროცედურების შესახებ; • სკოლის ინფრასტრუქტურა და ფიზიკური გარემო, მაგ., გათბობის, ავეჯის შესახებ; • რესურსები, მაგ., სახელმძღვანელოების შესყიდვის, კომპიუტერების გამოყენების შესახებ; • კლასგარეშე აქტივობები, მაგ., კლუბების, საზოგადოებრივი პროექტების შესახებ; • ყოველდღიური სასკოლო ცხოვრება, მაგ., სკოლის წესების, ფორმის ტანსაცმლის შესახებ. მოსწავლეებს ეს ეხმარება: • თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაში; • ხელს უწყობს მათ სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში; • თავს აგრძნობინებს სასკოლო საზოგადოების ღირსეულ წევრად, რომელსაც საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია; • ავითარებს მათ კომპეტენციებს აქტიური მოქალაქეობისთვის; • აუმჯობესებს მათ მიღწევებს სასკოლო საგნებში; • ასწავლის მათ იმ უნარებს და დამოკიდებულებებს, რომლებიც საჭიროა სამუშაო ადგილზე წარმატების მისაღწევად; ჩვენი სკოლისთვის მნიშვნელოვანია მშობლებთან თანამშრომლობა-ინფორმირებულობა, მასწავლებელთა, საზოგადოების და სოციალური მუშაკის ჩართულობის გზით. მშობლებთან ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად სკოლა მიმართავს რეგულარულ არაფორმალურ შეხვედრებს, რაც არის საწინდარი სკოლაში პოზიტიური გარემოს შექმნის. 2024-25 სასწავლო წლიდან, სკოლაში ფუნქციონირებს დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება შემდეგ დისციპლინებში: 1. ქართული ცეკვის წრე; 2. მხატვრული ტანვარჯიშის წრე; 3. კალათბურთის წრე; 4. გახანგრძლივებულის წრე.

დოკუმენტები

N138; ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები.pdf16/08/2024 14:33:26 · 0.11 MB
N138; ხარისხის მართვის ჯგუფის დასწრების განრიგი II სემესტრი.pdf16/08/2024 14:33:26 · 0.22 MB
N138; ხარისხის მართვის ჯგუფის დასწრების განრიგი I სემესტრი.pdf16/08/2024 14:33:26 · 0.22 MB
N138; ხარისხის განვითარების ჯგუფის ოქმი N2.pdf16/08/2024 14:33:27 · 0.05 MB
N138; ხარისხის განვითარების ჯგუფის ოქმი N1.pdf16/08/2024 14:33:27 · 0.05 MB
N138; მოსწავლის ფსიქო-ემოციური მხარდაჭერის ჯგუფის დებულება.pdf16/08/2024 14:33:27 · 0.08 MB
N138; ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა.pdf16/08/2024 14:33:27 · 0.15 MB
N138; ინკლუზიური განათლების სამოქმედო გეგმა 2023-2024.pdf16/08/2024 16:59:42 · 0.09 MB
სასკოლო სასწავლო გეგმა 2024-2025.pdf16/10/2024 12:54:33 · 2.81 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები8 დამატებითი მასალა

1. წინამდებარე სსიპ ქალაქ თბილისის N138 საჯარო სკოლის (შემდგომში – ,,სკოლა”) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”) ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. 2. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. სკოლა ვალდებულია დასაქმებულს გააცნოს შრომის შინაგანაწესში შეტანილი ცვლილება მისი შეტანიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. 3. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. 4. სკოლა ვალდებულია შინაგანაწესი განათავსოს ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას. 5. დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილების გაცნობა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 14 კალენდარული დღის ვადაში.. 6. შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო, ცვლაში მუშაობისას - ცვლის ხანგრძლივობა; ბ) დასვენების ხანგრძლივობა; გ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და წესი; დ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ე) ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ვ) შრომის პირობების დაცვის წესები; ზ) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი; თ) მატერიალური პასუხისმგებლობა; ი) განცხადების/საჩივრის განხილვის წესი; კ) სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები; ლ) სკოლაში ჩაცმულობის წესი. 7. შინაგანაწესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სკოლის ადმინისტრაცია - სკოლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პირები (გარდა მასწავლებლისა), ასევე სკოლაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები; ბ) სკოლის დირექცია – სკოლის დირექტორი და მისი მოადგილე/მოადგილეები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) სასკოლო დრო – სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე სკოლის მიერ ინიცირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო. დ) უფლებამოსილი პირი – სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი, რომელიც ეხმარება მანდატურს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვაში, მანდატურის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ე) დისკრიმინაცია არის განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, 3 შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას. პირდაპირია დისკრიმინაცია, როდესაც ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო პირის მიმართ ხორციელდება არათანაბარი მოპყრობა სხვა პირთან შედარებით, რომელიც იმავე ან მსგავს მდგომარეობაში არის, იყო ან შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო ხელსაყრელი მოპყრობის ობიექტი. ირიბია დისკრიმინაცია, როდესაც ნეიტრალური დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო პირს სხვა პირთან შედარებით არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა ობიექტურად არის გამართლებული კანონიერი მიზნით და გამოყენებული საშუალებები ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი და თანაზომიერია. მუხლი 12. დისციპლინური დევნა 1. დისციპლინური დევნა არის სკოლის მიერ ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა მიზანია ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გამოვლენა. 2. სასკოლო დისციპლინა დაცული უნდა იქნეს იმ მეთოდების მეშვეობით, რომლებიც ეფუძნება თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემას. 7 3. დისციპლინური დევნა და სახდელი უნდა იყოს გონივრული, დასაბუთებული და პროპორციული. დისციპლინური სახდელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შინაარსი, სიმძიმის ხარისხი და შედეგი, რაც პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომასთან. 4. დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით. დაუშვებელია ისეთი დისციპლინური სახდელის გამოყენება, რომელიც ლახავს პირის პატივსა და ღირსებას. 5. დისციპლინური დევნისას სკოლა ვალდებულია განუმარტოს პირს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსი. 6. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება დაკისრებულ იქნეს დისციპლინური სახდელის მხოლოდ ერთი სახე. 7. დაუშვებელია სკოლის მიერ დისციპლინური სახდელის დაკისრება იმ ქმედებისთვის, რომელიც პირმა ჩაიდინა სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ, გარდა იმ ქმედებისა, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ზიანს აყენებს სკოლის .

დოკუმენტები

N138; მოსწავლის ჩარიცხვის და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესი.pdf16/08/2024 14:54:52 · 0.06 MB
N138; მშობლებთან ურთიერთობის დებულება.pdf16/08/2024 14:54:53 · 0.09 MB
N138; მოსწავლეთა ადაპტაციის წესი.pdf16/08/2024 14:54:53 · 0.1 MB
N138; მოსწავლეთა მობილობის წესი.pdf16/08/2024 14:54:53 · 0.04 MB
N138; საჩივრის განხილვის პროცედურები.pdf16/08/2024 14:54:53 · 1.43 MB
N138; შინაგანაწესი.pdf16/08/2024 15:29:10 · 0.2 MB
დანართი N21; საზოგადოებასთან კომუნიკაციის წესი.pdf16/10/2024 12:43:10 · 0.1 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა1 დამატებითი მასალა

სსიპ ქალაქ თბილისის N138 საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურული მდგომარეობა შეესაბამება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ დადგენილ სტანდარტს. სკოლის შენობა არის ახალი აშენებული, შემოღობილია ლითონის ღობით, საკლასო ოთახები აღჭურვილია ახალი ინვენტარით. ეზო კეთილმოწყობილია. სკოლაში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. სკოლის პრიორიტეტული მიმართულებაა განათლების ინკლუზიური გარემოს შექმნა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ფუნქციონირებს რესურსოთახი, ადაპტირებული საპირფარეშო, პანდუსი.

ფინანსები2 დამატებითი მასალა

სსიპ ქალაქ თბილისის N138 საჯარო სკოლის ბიუჯეტი შეადგენს 917 019 ლარს. აქედან შრომის ანაზღაურებაა 803 254 ლარი, შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება 36 100 ლარი და კომუნალურები 27 960 ლარი.

დოკუმენტები

დანართი N29; სკოლის ბიუჯეტი 2024.pdf20/08/2024 13:15:20 · 1.34 MB
N138; ბიუჯეტი 2025.pdf16/06/2025 16:48:25 · 0.26 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე