საჩხერე, საჩხერის მუნიციაპლიტეტი, სოფელი მერჯევი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 18
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
იმერეთი · საჩხერე · საჩხერე, სოფელი მერჯევი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისია შექმნას უსაფრთხო და ჯანსაღი სასწავლო გარემო, სადაც თანასწორობის პრინციპების დაცვით თითოეული პირი (მოსწავლე/პროფესიული სტუდენტი) მიაღწევს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს, ისწავლის განსხვავებული აზრისა და კულტურის პატივისცემას. განახორციელოს შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული, მრავალფეროვანი პროფესიული პროგრამები, რომლის განხორციელებით სკოლა ხელს შეუწყობს პროფესიული სტუდენტის/მსმენელის უწყვეტ პროფესიულ განათლებას და წვლილს შეიტანს ქვეყნის სოციალურ - ეკონომიკურ განვითარებაში. ზოგადი და პროფესიული განათლების საფუძველზე, სკოლა უზრუნველყოფს დემოკრატიული ფასეულობების, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, მოტივირებული, კონკურენტუნარიანი, პროგრესულად მოაზროვნე თაობის აღზრდას, რომელიც მზად იქნება უპასუხოს თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს. ხედვა სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევის საჯარო სკოლის მომავლის ხედვაა, რომ იგი 2030 წლისთვის იყოს მყარი და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ცოდნის კერა, სადაც ყველა მოსწავლე და პროფესიული სტუდენტი შეძლებს ცოდნის შეძენას, მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას და დემოკრატიულ საზოგადოებაში თანაცხოვრებისთვის და დასაქმებისთვის საჭირო კომპეტენციების ჩამოყალიბებას, მრავალფეროვანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების და თანამედროვე მიდგომების დახმარებით. ღირებულებები სკოლის საერთო კულტურა განსაზღვრავს, თუ რა ღირებულებების ჩამოყალიბებას ემსახურება სკოლა. სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევის საჯარო სკოლის ღირებულებებია: ა) ურთიერთპატივისცემის, შემწყნარებლობისა და თანასწორობის დამკვიდრება მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებსა და თემს შორის განურჩევლად მათი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური და მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა; ბ) სკოლის საზოგადოების წევრებისთვის შემოქმედებითი და თანამშრომლობითი გარემოს შექმნა; გ) მოსწავლეთა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვითარება და სამოქალაქო ჩართულობა; დ) ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა; ვ) ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და უსაფრთხოების დაცვა; ზ) გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისთვის; თ) კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების გზების სწავლება; ი) დემოკრატიული პრინციპების ერთგულება.