საჩხერე სოფელი კორბოული
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 20
- თავისუფალი ადგილი
- 20
- სსსმ ლიმიტი
- 2
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 2
იმერეთი · საჩხერე · საჩხერე, სოფელი კორბოული
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისია სსიპ ქრისტინე ხარშილაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის №1 საჯარო სკოლის მისიაა უზრუნველყოს როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მაღალი ხარისხი; მოსწავლეებისა და პროფესიული სტუდენტების პიროვნული განვითარება, კრეატიულობა და სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება. თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული პროგრამების განხორციელებით ხელი შეუწყოს ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ განვითარებას და უწყვეტი პროფესიული განათლების მიღებას. ხედვა 2030 წლისთვის სკოლა ფორმალური და არაფორმალური, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოს შექმნითა და პროფესიული პროგრამებით უნდა გახდეს წამყვანი და კონკურენტული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება რეგიონში. ღირებულებები: სკოლის საერთო კულტურა განსაზღვრავს, თუ რა ღირებულებების ჩამოყალიბებას ემსახურება სკოლა. სსიპ-ქრისტინე ხარშილაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N 1 საჯარო სკოლის ღირებულებებია: ა) ურთიერთპატივისცემის, შემწყნარებლობისა და თანასწორობის დამკვიდრება მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებსა და თემს შორის განურჩევლად მათი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური და მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა; ბ) სკოლის საზოგადოების წევრებისთვის შემოქმედებითი და თანამშრომლობითი გარემოს შექმნა; გ) მოსწავლეთა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვითარება და სამოქალაქო ჩართულობა; დ) ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა; ვ) ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და უსაფრთხოების დაცვა; ზ) გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისთვის; თ) კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების გზების სწავლება; ი) დემოკრატიული პრინციპების ერთგულება.
სკოლის სტრუქტურა არის საქმიანობის დაგეგმვისა და პასუხისმგებლობის განაწილების ეფექტური საშუალება, სადაც ორგანიზაციის თითოეულ წარმომადგენელს გააზრებული აქვს საკუთარი საქმიანობა. სსიპ ქრისტინე ხარშილაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N1 საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულებია: ა)დირექცია. ბ) ადმინისტრაცია (სკოლის და პრფესიულის) გ) პედაგოგიური საბჭო და საგნობრივი კათედრები , დ) სამეურვეო საბჭო , ე)დისციპლინური კომიტეტი, ვ)მოსწავლეთა თვითმმართველობა , ზ) უსაფრთხოების მრჩეველთა საბჭო, თ) პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი. სკოლაში მოქმედი ყველა სტრუქტურული ერთეული სკოლის საჭიროებებზე მორგებული დებულებების მიხედვით საქმიანობენ. სტრუქტურულ ნაწილებს შორის თანამშრომლობითი დამოკიდებულება საერთო საქმის მიმართ ინტერესი ხელს უწყობს სკოლის საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებას
სსიპ-ქრისტინე ხარშილაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტეის სოფელ კორბოულის #1 საჯარო სკოლას მისიის, ხედვისა და ღირებულებების გათვალისწინებით, დაგეგმილი აქვს 2023-2030 წლებში იმუშაოს ოთხი სტრატეგიული მიმართულებით: მიზანი 1. სკოლის პერსონალის პროფესიული განვითარების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება სკოლის ბაზაზე. 2. სკოლის ინფრასტრუქტურული, მატერიალური და ტექნიკური ბაზის განახლება. 3. სასწავლო პროცესში თანამედროვე მეთოდების ინტეგრირება. 4. არაფორმალური განათლების ეფექტური სისტემის შექმნა. 2025 წლის ივნისში სასკოლო საზოგადოების აზრის გათვალისწინებით გადაწყდა სკოლაში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვა, განხორციელება და განვითარება ამ მიმართულებით. შესაბამისი ცვლილებები ასახულია სტრატეგიული გეგმის ახალ ვერსიაში
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.
2024-2025 სასწავლო წლის ბოლოს მოხდა ერთწლიანი სამოქმედო გეგმის მონიტორინგი მისიის, ხედვის, ღირებულებებისა და სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიის მიხედვით. კერძოდ, ამოცანების შესაბამისი აქტივობების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულებისგან მიღებული ანგარიშების საფუძველზე. აღნიშნული შედეგები წარედგინა სამეურვეო საბჭოს.
სკოლაში სწავლა –სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე და მოიცავს სამ საფეხურს. სწავლება მიმდინარეობს დასწრებული სწავლების მოდელით, რომელიც გულისხმობს , დასწრებით სწავლების ფორმას. 1.დაწყებითი საფეხურის ძირითადი ამოცანებია: ა) შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად; ბ) ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესი; გ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები და ჩამოუყალიბოს საფუძვლები შემდგომ, საბაზო საფეხურზე სწავლის წარმატებით გასაგრძელებლად; იმ ცოდნის დასაუფლებლად, უნარ-ჩვევების გასავითარებლად და დამოკიდებულებების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც მას მომავალში დასჭირდება. 2. საბაზო საფეხურის ძირითადი ამოცანებია: ა) დაეხმაროს მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში; ბ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები იმ უნარ-ჩვევების გასავითარებლად, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთელი ცხოვრების განმავლობაში; გ) შეუქმნას მოსწავლეს წინაპირობა სწავლის გასაგრძელებლად, ან შრომით ბაზარზე სწორი არჩევანის გასაკეთებლად. 3. საშუალო საფეხურის ძირითადი ამოცანებია: ა) შეუქმნას მოსწავლეს პირობები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლების მისაღებად; ბ) დაეხმაროს მოსწავლეს მომავალი არჩევანის გასაკეთებლად (სწავლის გასაგრძელებლად და/ან შრომით საქმიანობაში ჩასაბმელად); გ) მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი სრული ზოგადი განათლება.