საჩხერე, საჩხერის მუნიციპალიტეტი სოფელი გორისა
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 21
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
იმერეთი · საჩხერე · საჩხერე, სოფელი გორისა
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისის საჯარო სკოლის მისიაა უსაფრთხო, პოზიტიურ გარემოში ეროვნული ტრადიციების გათვალისწინებით და მაღალკვალიფიციური მომსახურებებით, წარმატებულ ცხოვრებაზე ორიენტირებული, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიმღები ღირსეული მოქალაქის ჩამოყალიბება. საზოგადოებასთან და მშობლებთან თანამშრომლობის გზით, განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, მიზნად ვისახავთ თითოეული მოსწავლის აკადემიური, სოციალური, ფიზიკური და ესთეტიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. ჩვენი სკოლა ხელს უწყობს ბავშვზე ორიენტირებული გარემოს ფორმირებას. სკოლის მიზანია ისეთი საგანმანათლებლო სივრცის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს განათლებული, ინტელექტუალური, ზნეობრივად განვითარებული და სოციალურად ადაპტირებული პიროვნების აღზრდას. სსსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისის საჯარო სკოლის ხედვა და ღირებულებები ხედვა სწავლა-სწავლების უსაფრთხო და პოზიტიურ გარემოში, მაღალკვალიფიციური მომსახურებით ხელი შეუწყოს დემოკრატიული, ჰუმანური, წარმატებულ ცხოვრებაზე ორიენტირებულ, ეროვნული ტრადიციების გათვალისწინებით გლობალურად მოაზროვნე ღირსეული მოქალაქის ჩამოყალიბებას. ღირებულებები ორიენტაცია მუდმივ განვითარებაზე: ზრუნვა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებასა და ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში არსებული სიახლეების მისაწვდომობის ხელშეწყობაზე; გუნდურობა: სკოლისთვის პრიორიტეტია, რომ მისი საქმიანობის დაგეგმვა/ წარმართვა/შეფასებაში ჩართული იყოს ყველა დაინტერესებული მხარე (ადმინისტრაცია, მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი) და მათ ჰქონდეთ სკოლის განვითარების საერთო გაზიარებული ხედვა, რომელიც ორიენტირებული იქნება სკოლის მისიასა და მიზნებზე; გამჭვირვალობა: სკოლაში მიმდინარე ყველა პროცესთან მიმართებით, სკოლა არის ღია და მისი ღიაობა აისახება შესაბამის წესებსა და პროცედურებში, ასევე საინფორმაციო საშუალებებში (ვებგვერდი, სოციალური ქსელი); თანასწორობა და თანაბარი შესაძლებლობები: სკოლა ორიენტირებულია განავითროს ისეთი საგანმანათლებლო სივრცე, რომელშიც სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი თავს იგრძნობს სოციუმის სრულუფლებიან წარმომადგენლად, დაცულად, უსაფრთხოდ მიუხედავად მისი რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, ან სხვა ნიშნისა. სასკოლო საზოგადოების თოთოეულ წევრს მიეცემა განვითარებისა და საკუთარი თავის მაქსიმალურად რეალიზების საშუალება; ხარისხზე ორიენტირება: სკოლა ორიენტირებულია საკუთარი საქმიანობის, სწავლა/სწავლების პროცესის, მუდმივი მონიტორინგზე/შეფასებაზე და სწრაფვაზე გაუმჯობესებისაკენ. სსსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისის საჯარო სკოლის ხედვა და ღირებულებები ხედვა სწავლა-სწავლების უსაფრთხო და პოზიტიურ გარემოში, მაღალკვალიფიციური მომსახურებით ხელი შეუწყოს დემოკრატიული, ჰუმანური, წარმატებულ ცხოვრებაზე ორიენტირებულ, ეროვნული ტრადიციების გათვალისწინებით გლობალურად მოაზროვნე ღირსეული მოქალაქის ჩამოყალიბებას. ღირებულებები ორიენტაცია მუდმივ განვითარებაზე: ზრუნვა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებასა და ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში არსებული სიახლეების მისაწვდომობის ხელშეწყობაზე; გუნდურობა: სკოლისთვის პრიორიტეტია, რომ მისი საქმიანობის დაგეგმვა/ წარმართვა/შეფასებაში ჩართული იყოს ყველა დაინტერესებული მხარე (ადმინისტრაცია, მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი) და მათ ჰქონდეთ სკოლის განვითარების საერთო გაზიარებული ხედვა, რომელიც ორიენტირებული იქნება სკოლის მისიასა და მიზნებზე; გამჭვირვალობა: სკოლაში მიმდინარე ყველა პროცესთან მიმართებით, სკოლა არის ღია და მისი ღიაობა აისახება შესაბამის წესებსა და პროცედურებში, ასევე საინფორმაციო საშუალებებში (ვებგვერდი, სოციალური ქსელი); თანასწორობა და თანაბარი შესაძლებლობები: სკოლა ორიენტირებულია განავითროს ისეთი საგანმანათლებლო სივრცე, რომელშიც სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი თავს იგრძნობს სოციუმის სრულუფლებიან წარმომადგენლად, დაცულად, უსაფრთხოდ მიუხედავად მისი რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, ან სხვა ნიშნისა. სასკოლო საზოგადოების თოთოეულ წევრს მიეცემა განვითარებისა და საკუთარი თავის მაქსიმალურად რეალიზების საშუალება; ხარისხზე ორიენტირება: სკოლა ორიენტირებულია საკუთარი საქმიანობის, სწავლა/სწავლების პროცესის, მუდმივ მონიტორინგზე/შეფასებაზე და სწრაფვაზე გაუმჯობესებისაკენ.
მხარდაჭერის მიზნით სკოლაში ხდება მოსწავლეთა ტრანსპორტირება ოთხი მიმართულებით
შინაგანაწესი გორისა (1).pdf
სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისის საჯარო სკოლის 2024 წლის ბიუჯეტი