რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ქალაქ სამტრედიის №11 საჯარო სკოლა

იმერეთი · სამტრედია · სამტრედია, თელიას №2

რეესტრის კოდი#1033
მოსწავლე931
მასწავლებელი70
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ნანული მანჯგალაძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
28/11/2023
ავტორიზაციის დასრულება
28/11/2032
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

სამტრედია, თელიას ქ.N2

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
75
თავისუფალი ადგილი
19
სსსმ ლიმიტი
8
სსსმ თავისუფალი ადგილი
8
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები3 დამატებითი მასალა

სკოლის მისია: სასკოლო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ეროვნული ცნობიერების მქონე, მაღალი აკადემიური ცოდნის მიღებაზე ორიენტირებული, თავისუფალი და პასუხისმგებლიანი, კრიტიკული აზროვნების, ეფექტური კომუნიკაციის უნარების, გენდერული სტერეოტიპებისგან თავისუფალი, ტოლერანტი და ჯანსაღი ღირებულებების მატარებელი კონკურენტუნარიანი მოქალაქის აღზრდა, რომელიც მზადაა თანამედროვე სამყაროს გლობალური გამოწვევებისათვის. სკოლის ხედვა: სკოლა შექმნის რეგიონში აღიარებულ, კონკურენტუნარიან ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეს სადაც პრიორიტეტულია დემოკრატიულ მონაწილეობაზე, ინკლუზიურობაზე, გენდერულ თანასწორობასა და დისკრიმინაციის დაუშვებლობაზე დაყრდნობით უწყვეტი, ხარისხიანი განათლების მიღება, უსაფრთხო და თანამშრომლობაზე დაფუძნებული სასწავლო გარემო, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, პროფესიული უნარების განვითარება, სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობისა და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების როლის გაძლიერება სასწავლო და ადმინისტრირების პროცესში. ღირებულებები: გაზიარებული ლიდერობა - სასკოლო საზოგადოების ურთიერთთანამშრომლობით დასახული მიზნების განხორციელება; სამართლიანობა და თანასწორობა - აქტიური ჩართულობისათვის უსაფრთხო და ჰარმონიული სამუშაო სივრცის შექმნა; პროფესიონალიზმი - ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა; ტოლერანტობა - იდენტობის, სხვათა შრომის, მიღწევების და აზრის პატივსაცემის აღიარება; პატრიოტიზმი - ცოდნით, ღირებულებებით და უნარებით ქვეყნის განვითარებისთვის მსახურება. მიკუთვნებულობა - სკოლასთან იდენტობის განცდა, სასკოლო პროცესებში ჩართვა, თანამონაწილეობა და პროგრესის ჩვენება; ინკლუზიურობა, გენდერული თანასწორობა და დისკრიმინაციის დაუშვებლობა.

დოკუმენტები

დანართი 22. 2024-2025 სასწავლო წლის სასკოლო სასწავლო გეგმა.pdf25/12/2025 14:44:27 · 1 MB
დანართი 23. მისია, ხედვა, ღირებულებები.pdf25/12/2025 14:44:27 · 0.04 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრუქტურა7 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

სტრუქტურა.pdf20/09/2023 11:33:50 · 0.27 MB
სკოლის წესდება.pdf20/09/2023 18:37:08 · 0.25 MB
სკოლის ჩარჩო რეგულაციის დოკუმენტი მოსწავლეთა უფლებების დაცვის მექანიზმების მიმართულებით.pdf20/09/2023 18:37:09 · 0.32 MB
საქმისწარმოება.pdf20/09/2023 18:37:09 · 0.09 MB
საზოგადოებასთან ურთიერთობის წესი.pdf20/09/2023 18:37:09 · 0.07 MB
თანამდებობრივი-ინსტრუქციები.pdf20/09/2023 18:37:09 · 0.63 MB
ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა.pdf20/09/2023 18:37:09 · 0.32 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

დანართი 25. სსიპ ქალაქ სამტრედიის N11 სააჯარო-სკოლა სტრატეგიული-გეგმა.pdf25/12/2025 14:31:50 · 0.2 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

დანართი 24. სამტრედიის N11 სააჯარო სკოლა_სამოქმედო გეგმა (1).pdf25/12/2025 14:44:08 · 0.13 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები15 დამატებითი მასალა

მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. სსიპ ქალაქ სამტრედიის N11 საჯარო სკოლის (შემდგომი - სკოლა) მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის წესის (შემდგომში - წესი) მიზანია მოსწავლეთა მხარდაჭერის, ინფორმირებულობის, პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნის ხელშეწყობა, არსებული სირთულეების, საჭიროებები და ინიციატივების იდენტიფიცირების მიზნით შესაბამის ღონისძიებებისა და აქტივობების განხორციელება. 2. წინამდებარე დებულება ხელს შეუწყობს ყველა ბავშვისთვის ხარისხიანი განათლების და პოზიტიური სასწავლო გარემოს და სასკოლო კუკლტურის განვითარების შესაძლებლობის გაზრდას. მუხლი 2. მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის მიზნები 1. მოსწავლეთა ინიციატივებს მხარს უჭერს კლასების დამრიგებლები, საგნის მასწავლებლები, დირექცია 2. მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის ძირითადი ამოცანებია 2.1. მოსწავლეთა შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა; 2.2. მოსწავლეთა განვითარებისათვის ეფექტური პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნის ხელშეწყობა; 2.3. მოსწავლეთა სირთულეებისა და არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და დახმარების პროცესის ხელშეწყობა; 2.4. მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენა და ხელშეწყობა; 2.5. მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესთან და სასკოლო აქტივობასთან დაკავშირებით ინფორმაციის დროულად მიწოდება; 2.6. მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობა; 2.7. მოსწავლეთა ინტერესების დადგენა და ინფორმაციის შეგროვება; 2.8. იდენტიფიცირებული პრობლემისა და საჭიროების სკოლის დირექციისათვის მიწოდება და გადაჭრის გზების შეთავაზება; 2.9. მოსწავლის ინტერესებიდან გამომდინარე მისი მხარდაჭერის მიზნით საჭიროებისამებრ, სხვა სახის ჩართულობა; 3. მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის აქტივობები ხორციელდება მოსწავლეთა მშობელთან, სკოლის სტრუქტურულ ერთეულებთან, მათ შორის მოსწავლეთა თვითმმართველობასთან, დირექციასთან და ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით. მუხლი 3. მოსწავლეთა ინიციატივების წარდგენის წესი 1. მოსწავლეებს ინიციატივის დაყენების უფლება აქვთ კლასის დამრიგებელთან, მასწავლებელთან, მოსწავლეთა თვითმმართველობასთნ, სკოლის დირექტორთან ან დირექტორის მოადგილესთან, როგორც ზეპირად ასევე წერილობითი ფორმით; 2. მასწავლებელთან ინიციატივის წარდგენის შემთხვევაში, მასწავლებელი აღნიშნულის შესახებ აცნობებს კლასის დამრიგებელს; 3. კლასის დამრიგებელი უფლებამოსილია მოსწავლის მიერ წარდგენილი ინიციატივები განიხილოს დირექციასთან; 4. მოსწავლეთა თვითმმართველობის წინაშე წარდგენილი ინიციატივები განიხილება თვითმმართველობის წევრების მიერ და ეცნობება სკოლის დირექციას შემდგომი ნაბიჯებისათვის მხარდაჭერის მიზნით; 5. დირექტორთან ან დირექტორის მოადგილესთან წარდგენილი ინიციატივები განიხილება მათ მიერ. მუხლი 5. მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის ხელშეწყობა 1. სკოლის დირექცია უზრნველყოფს მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერას ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსების და შესაძლებლობების ფარგლებში; 2. მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით დირექცია კომუნიკაციას ამყარებს სკოლის მოსწავლეებთან სიტყვიერად ან წერილობით, ინდივიდუალური ან ჯგუფური შეხვედრებით; 3. დაყენებულ ინიციატივას სკოლის დირექცია განიხილავს და მიღებულ გადაწყვეტილებას შეხვედრის ფორმატში აცნობებს საინიციატივო ჯგუფს. მუხლი 6. წესის დამტკიცება და ცვლილებების შეტანა 1. წინამდებარე წესს ამტკიცებს სკოლის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით; 2. წესში ცვლილებების შეტანის ინიცირების უფლება აქვს სასკოლო საზოგადოებას

დოკუმენტები

ფსიქოლოგიურად და ემოციურად უსაფრთხო გარემო.pdf20/09/2023 18:35:47 · 0.23 MB
სსსმ პირთათვის საგანმანათლებლო სერვისების მიწოდების რეგულაცია.pdf20/09/2023 18:35:47 · 0.31 MB
პერსონალური მონაცემების დაცვა.pdf20/09/2023 18:35:47 · 0.27 MB
მოსწავლის, პერსონალის, მშობლის, კანონიერი წარმომადგენლის უფლებების დაცვაdocx.pdf20/09/2023 18:35:47 · 0.27 MB
მოსწავლეთა-ინიციატივების-მხარდაჭერის-წესი.pdf20/09/2023 18:35:47 · 0.21 MB
მოსწავლეთა ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი.pdf20/09/2023 18:35:48 · 0.3 MB
მატერიალური რესურსებით სარგებლობის წესი.pdf20/09/2023 18:35:48 · 0.24 MB
კურიკულუმის განვითარების მეთოდოლოგია.pdf20/09/2023 18:35:48 · 0.12 MB
ინდ. სასწავლო გეგმების შემუშავების რეგულაცია.pdf20/09/2023 18:35:48 · 0.46 MB
ბიბლიოთეკის დებულება.pdf20/09/2023 18:35:48 · 0.07 MB
ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოება.pdf20/09/2023 18:35:48 · 0.25 MB
ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმი.pdf20/09/2023 20:43:12 · 0.09 MB
სსიპ ქალაქ სამტრედიის N11 საჯარო სკოლის ციფრული განვითარების გეგმა.pdf20/09/2023 21:39:44 · 0.26 MB
ადაპტაცია სკოლასთან.pdf22/09/2023 22:18:04 · 0.23 MB
შეფასების ვერიფიკაციის მექანიზმი.pdf22/09/2023 22:48:12 · 0.25 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები1 დამატებითი მასალა

ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმები რეგულირდება სკოლის შინაგანაწესით

დოკუმენტები

შინაგანაწესი.pdf20/09/2023 18:22:01 · 0.4 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა1 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

საგანგებო მთლიანად.pdf20/09/2023 19:28:47 · 1.68 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ფინანსები1 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

ბიუჯეტი 20.05.2023 კორექტირებული.pdf20/09/2023 18:20:53 · 0.03 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე