სამტრედია, დაბა კულაში
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 19
- სსსმ ლიმიტი
- 4
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 4
იმერეთი · სამტრედია · სამტრედია, დაბა კულაში
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისია 2023 წელი სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის დაბა კულაშის საჯარო სკოლა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მისიია, ინოვაციურ - ეფექტური სასწავლო მეთოდების საშუალებით, მოზარდს ჩამოუყალიბოს უწყვეტი განვითარების უნარი, რისი საშუალებითაც იგი შეძლებს შეძენილი ცოდნის ცხოვრებაში გამოყენებას და მატერიალური, ინტელექტუალური და დემოკრატიული ღირებულებების შექმნას. ხედვა 2023 წელი შვიდი წლის შემდეგ, ჩვენი სკოლის კურსდამტავრებულთა 65 % შეძლებს იყოს რეალიზებული, მოთხოვნადი კადრი შრომისბაზარზე და თავისი საქმიანობით ქმნიდეს მატერიალურ და ინტელექტუალურ კაპიტალს თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოებაში. ღირებულებები 2023 წელი გლობალიზაციის პროცესისა და საქართველოს ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე, ჩვენი სკოლა აღიარებს ღირებულებებს, რომელთა მიღება და გათავისება სასკოლო საზოგადოების მიერ ხელს შეუწყობს ისეთი მოაქალაქის აღზრდას/ჩამოყალიბებას, რომელიც ღირსეულად გაართმევს თავს მსოფლიო/საერთაშორისო გამოწვევებს. მისია 2025 წელი ჯანსაღ, უსაფრთხო და პოზიტიურ სასკოლო გარემოში ხარისხიანი განათლებითა და საბუნებისმეტყველო მეცნიერების გაძლიერებული სწავლების მხარდაჭერით აღვზარდოთ კონკურენტუნარიანი, გლობალური და ეროვნული ღირებულებების დამცველი მოქალაქეები. ხედვა უახლოესი ათწლეულების განმავლობაში სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის დაბა კულაშის საჯარო სკოლა შეძლებს მოსწავლეთა აღჭურვას 21-ე საუკუნის კომპეტენციებითა და გლობალურ-ფუნქციური უნარებით. რასაც მივაღწევთ ინოვაციური და ტრადიციული სწავლების მეთოდებით, სტრატეგიებითა და მიდგომებით. კურსდამთავრებულები მეტაკოგნიციის საშუალებით შეძლებენ განათლების უწყვეტ პროცესში ორგანულ ჩართვას, თავს დაიმკვიდრებენ შრომის ბაზარზე, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიო მასშტაბით. ღირებულებები 1. თანამშრომლობა; 2. გუნდურობა; 3. გამჭირვალობა; 4. დემოკრატია; 5. ობიექტურობა; 6. განვითარება და ინოვაციურობა.
სკოლის სტრუქტურა
სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის დაბა კულაშის საჯარო სკოლის შვიდწლიანი განვითარების სტრატეგიული გეგმა 2023-2030 წლები შესავალი წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.
სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის დაბა კულაშის საჯარო სკოლა, ფორმალური განათლების პარალელურად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს არაფორმალურ განათლებას, სადაც მოსწავლის კარიერული წინსვლის უმეტესი წილი სწორედ არაფორმალური გზით მიღებულ განათლებაზე მოდის. შესაბამისად უკვე, მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი თანხმდება იმაზე, რომ მოსწავლისთვის ფორმალურ განათლებასთან ერთად მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლება, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეს კარიერულ წინსვლასა და ინტერესების უკეთ წარმოჩენაში. უკვე სამივე რგოლი თანაბრად აღიარებს, რომ არაფორმალური განათლება მოსწავლეში ხელს უწყოს ინდივიდუალური, ესთეტიური და შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარებას. რაც შემდგომში მოსწავლეს განუვითარებს შემდეგ უნარებს: ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნების უნარი, გადაწყვეტილებების მიღების უნარი, პრობლემის გადაჭრის უნარი, სოციალური და თანამშრომლობითი უნარები, სისტემური აზროვნების უნარი. სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლე თეორიულ ცოდნასთან ერთად იძენს პრაქტიკულ გამოცდილებას. სკოლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა შექმნას არაფორმალური სივრცე, სადაც მოსწავლეებისთვის შეიქმნა/იქმნება სახელოვნებო გარემო. მსგავს გარემოს ქმნის სასკოლო პროექტები. შესაბამისი პროექტები სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის დაბა კულაშის საჯარო სკოლაში წლებია აქტიურად მიმდინარეობს. თითოეული პროექტის მიზანია სკოლამ ადრეულ ასაკშივე ჩამოუყალიბოს მოსწავლეს პროფესიული/სახელოვნებო განათლების მიმართ ინტერესი, მოსწავლის ცხოვრება გახადოს საინტერესო და თანამედროვე. სკოლა ქმნის საკუთარ საავტორო პროექტებს. პარალელურად აქტიურად ერთვება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეკომენდირებულ პროგრამებსა და პროექტებში. მოსწავლეებს აქვთ სურვილი ჩაერთონ და განახორციელონ ისეთი სასკოლო პროექტები, რომელიც მათ ინტერესებზე იქნება მორგებული. ამიტომაც სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის დაბა კულაშის საჯარო სკოლაში გააქტიურდა მოსწავლეთა თვითმმართველობის რგოლი და ყველა პროექტი, აქტივობა იგეგმება მოსწავლეების ჩართულობით, მხარდაჭერით, მათ ინტერესებზე მორგებით. სკოლა მოსწავლეთა თვითმმართველობასთან და მოსწავლეები სკოლასთან აქტიურად თანამშრომლოს, ხდება იდეების გაცვლა და ისეთი აქტივობების დაგეგვმა რომლებიც მათთვის საჭირო და საინტერესოა. მოსწავლეები ჩართულები არიან სხვადასხვა პროგრამებში, პროექტებში. 2023-2024 სასწავლო წელს შევთავაზეთ „ეკო - კლუბის“ წევრებს აქტივობა ცნობიერების ამაღლების მიზნით „კატასტროფებთან ბრძოლის საერთაშორისო დღე“ და „სურსათის მსოფლიო დღე“. ასევე სკოლაში ფუნქციონირებს ქართლი ენისა და ლიტერატურის კათედრის კლუბი „სხივი“, რომელიც ინეტერესით ჩაერთო cineDoc - ის სკოლის ფილმის ჩვენებას. ფუნქციონირებს სამოქალაქო განათლების კლუბი „მომავლის ხმა“.
ქევის წესები და აპელაციის მექანიმები