ახმეტა, სოფელი ზემო ალვანი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 50
- თავისუფალი ადგილი
- 37
- სსსმ ლიმიტი
- 5
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
კახეთი · ახმეტა · ახმეტა, სოფელი ზემო ალვანი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისია სსიპ- ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის N2 საჯარო სკოლის მისია და ხედვა შეესაბამება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს. სსიპ- ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის N2 საჯარო სკოლა, რომელსაც ნახევარ საუკუნოვანი ისტორია გააჩნია. სკოლა ეროვნულ ტრადიციებსა და ღირებულებებზე დაყრდნობით, მოსწავლეზე ორიენტირებული უსაფრთხო გარემოს შექმნით, ოჯახთან ერთად ზრუნავს: მოსწავლის უწყვეტ განვითარებასა და განათლებაზე; კრიტიკულად და შემოქმედებითად მოაზროვნე პიროვნების აღზრდაზე, რომელიც შეძლებს: თვითრეალიზაციას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, იცხოვროს დემოკრატიული პრინციპებით. სკოლის ხედვა. სკოლის ხედვა ეფუძნება პრინციპს, რომ იგი იყოს მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული სკოლა. სწავლა-სწავლების პროცესი ხელს შეუწყობს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევას, იყოს ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ინტერესებს მორგებული, ხელს შეუწყობს სასკოლო საზოგადოების უწყვეტ განათლებასა და განვითარებას. სკოლის მოსწავლეებმა შეძლონ მიღებული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ღონისძიებებში ჩართვა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა. შექმნას მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების თანამშრომლობის უზრუნველყოფით უსაფრთხო, კონკურენტუნარიანი გარემო, სადაც ყველა მოსწავლეს ექნება თანაბარი შესაძლებლობა მიიღოს თანამედროვე, ღრმა და ფართო განათლება, მომზადებული შეხვდეს ცხოვრების მოთხოვნებს, ჩამოყალიბდეს კანონმორჩილ ადამიანად. მოზარდმა უნდა შეძლოს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები • პატრიოტიზმი: სასკოლო კურიკულუმსა და აქტივობებში გათვალისწინებულია სამშობლოს თემატიკისათან დაკავშირებული საკითხები. • სამართლიანობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • გამჭვირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • პასუხისმგებლობა: სასკოლო საზოგადოების ყველა წევრს გააზრებული აქვს საკუთარი როლი, ფუნქცია და მოვალეობები. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ურთიერთპატივისცემა: კომუნიკაცია ემყარება ერთმანეთის აზრის მოსმენას, გაზიარებასა და გათვალისწინებას. • ტოლერანტობა : სასკოლო საზოგადოება ხელს უწყობს განსხვავებული მსოფლმხედველობის მიმღებლობას . • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარებას განვითარების ინოვაციურ გზებს, ღია ვართ სიახლეებისადმი.
სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის N2 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს - ,,წიგნის მკითხველთა კლუბი".
სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის N2 საჯარო სკოლის შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის