რეესტრში დაბრუნება
ავტორიზებული კერძო სკოლა

შპს თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა

თბილისი · თბილისი/ისანი-სამგორი · ჭავჭავაძის გამზ. N21

საიდენტიფიკაციო კოდი406404939
კლასები1–12
მოსწავლე16
მასწავლებელი71
ოფიციალური რეესტრი

ავტორიზაციის ჩანაწერი

სტატუსი
ავტორიზებული
საიდენტიფიკაციო კოდი
406404939
რეგიონი
თბილისი
რაიონი
თბილისი/ისანი-სამგორი
ოფიციალური დასახელება
შპს თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა
წყარო
ავტორიზებული კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები.xlsx
ARIS-ის დამატებითი პროფილი

სკოლის შესახებ

ქართულ-ამერიკული სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ სასწავლო პროგრამას, რომელიც მორგებულია საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს. ქართულ-ამერიკული სკოლის პრიორიტეტებია ინგლისური ენისა და მათემატიკის გაძლიერებული სწავლება. სკოლა არის საერთაშორისო ოლიმპიადების - IJSO, კონფერენციების - INTEL ISEF, გამოფენების - MILSET საორგანიზაციო კომიტეტის წევრი და IMUNA-ს (გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენცია) პარტნიორი. ჩვენი მოსწავლეები ყოველწლიურად მონაწილეობენ ამ ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ მსოფლიო მასშტაბის ღონისძიებებში. აქ მოპოვებული დიპლომები კი მათ არსებითად ეხმარება უცხოეთში სასწავლო გრანტის მოპოვებაში. თანამედროვე სკოლა თანამედროვე განათლებით – წარმატებული მომავლის გარანტი!

ARIS-ზე მითითებული დასახელება
ქართულ-ამერიკული სკოლა
სკოლის ტიპი
ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო ( 1–12 კლასის ჩათვლით) კერძო სკოლა
სწავლების ენა
ქართული
კლასები
1–12
მისამართი
ჭავჭავაძის გამზ. N21
ARIS-ის პროფილის ბოლო განახლება
05.02.2022
ARIS-ზე გამოქვეყნებული მონაცემი

სწავლის საფასური

1 - 6 კლასები -8800 GELწელიწადში

სასწავლო დროის ხანგრძლივობა – 9:00-16:20; ორჯერადი კვება; სკოლის ფორმის 1 კომპლექტი; საშაბათო სკოლა (მათემატიკასა და ინგლისურ ენაში); დამატებითი მეცადინეობები; კემბრიჯის გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსი; შემოქმედებითი ან სპორტული წრეები (ერთი არჩევითი წრე); უცხო ენებში კლასის გაყოფა. მოქმედებს შეღავათი: წინასწარ თანხის სრულად დაფარვის შემთხვევაში გადასახადს აკლდება – 10%; ოჯახიდან ორი ან მეტი შვილის შემთხვევაში გადასახადს აკლდება – 10%.

7 - 10 კლასები -8000 GELწელიწადში

სასწავლო დროის ხანგრძლივობა – 9:00-15:20; საშაბათო სკოლა (მათემატიკასა და ინგლისურ ენაში); დამატებითი მეცადინეობები; საოლიმპიადო-საკონფერენციო მეცადინეობები; კემბრიჯის გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსი; უცხო ენებში კლასის გაყოფა; მოქმედებს შეღავათი: წინასწარ თანხის სრულად დაფარვის შემთხვევაში გადასახადს აკლდება – 10%; ოჯახიდან ორი ან მეტი შვილის შემთხვევაში გადასახადს აკლდება – 10%.

11 - 12 კლასები -8200 GELწელიწადში

სასწავლო დროის ხანგრძლივობა – 9:00-15:00; საშაბათო სკოლა; დამატებითი მეცადინეობები; საოლიმპიადო-საკონფერენციო მეცადინეობები; კემბრიჯის გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსი; საატესტატო და სააბიტურიენტო მომზადება; უცხო ენებში კლასის გაყოფა; მოქმედებს შეღავათი: წინასწარ თანხის სრულად დაფარვის შემთხვევაში გადასახადს აკლდება – 10% ოჯახიდან ორი ან მეტი შვილის შემთხვევაში გადასახადს აკლდება – 10%

ფასი ARIS-ის პროფილიდანაა და შეიძლება შეცვლილი იყოს; გადაწყვეტილებამდე გადაამოწმე უშუალოდ სკოლასთან.