ფასში შედის ერთჯერადი სადილი, ბავშვების გადაყვანა ავტობუსით - დამატებით 800 ლარი წლიურად.
შპს ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი
თბილისი · თბილისი/ვაკე-საბურთალო · პოლიტკოვსკაიას ქ. N 39
სკოლის შესახებ
ამერიკული უმაღლესი საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი “პროგრესი” ორიენტირებულია მაღალი ხარისხის ეროვნული და მსოფლიო სტანდარტების განათლებაზე. სკოლაში ფუნქციონირებს სკოლამდელი აღზრდის, საშუალო სკოლის და უმაღლესი სკოლის - აკადემიის პროგრამები, სადაც მულტიკულტურული მახასიათებლების გათვალისწინებით ხდება იმ უნარების განვითარება, რაც აუცილებელია თანამედროვე ცხოვრების რეალური გამოწვევების დაძლევისთვის. სწავლა ქართულ და ინგლისურ ენებზე მიმდინარეობს და სკოლის კურსდამთავრებულები იღებენ როგორც სახელმწიფო ატესტატს, ასევე ამერიკული უმაღლესი სკოლის დიპლომს (აკრედიტირებულია ამერიკის სააკრედიტაციო სააგენტოს "AdvancED"-ის და "უმაღლესი სასწავლებლების საბჭოს" მიერ). სწავლების კურიკულუმი ეფუძნება ეროვნულ და ამერიკულ მოდულებს. სკოლა მოწინავეა STEM საგნებში, პროგრამები დატვირთულია სამეცნიერო და საგანმანათლებო-კულტურული ღონისძიებებით და ფესტივალებით; სკოლაში ფუნქციონირებს ლიტერატურის, ფილოსოფიის, გარემოს დაცვის, სპორტული და სახელოვნებო კლუბები. სკოლა-კოლეჯი “პროგრესი” გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით და ჩართულია სოციალურ აქტივობებში რეგიონის მასშტაბით. ამერიკული უმაღლესი საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი “პროგრესის” თანამშრომლობს საერთაშორისო საგანმანათლებლო საშუალო და უმაღლეს დაწესებულებებთან, მათ შორის ამერიკის, პოლონეთის და უკრაინის უნივერსიტეტებთან და ყოველწლიურად აწყობს გაცვლით პროგრამებს ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის. სკოლის მოსწავლეები ემზადებიან საერთაშორისო გამოცდებისთვის, როგორიცაა: KET, PET, FCE, IELTS, PSAT, SAT, TOEFL, ასევე გერმანულ ენაში გოეთეს გამოცდებისთვის. სკოლის პრიორიტეტებია: Pre-School; AP პროგრამები; STEM - ფიზიკა, ინჟინერია, საბუნებისმეტყველო აკადემია; KidLab - საბავშვო ლაბორატორიები; ბიზნეს განათლება პირველი კლასიდან; სამოქალაქო სამართლის კლუბი; ხელოვნების წრე; ეკო კლუბი; ასტრონომიის კლუბი; ენები: ინგლისური/გერმანული/ესპანური/რუსული; დამოუკიდებელი სწავლება; პრაქტიკული ვორქშოფები; გაცვლითი პროგრამები; შემეცნებითი ბანაკები; უცხოელი პედაგოგები. მოსწავლეები სკოლაშივე ემზადებიან და აბარებენ: PSAT/SAT, MAP General Test KET / PET / FCE, IELTS/TOEFL, Goethe Institute (FIT) საერთაშორისო გამოცდებს. სკოლის უმთავრესი აქტივი და დასაყრდენია მაღალკვალიფიციური კადრები, რომლებიც თითოეული მოსწავლის ინტერესების გათვალისწინებით საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაზე. სკოლა-კოლეჯი “პროგრესის” მიზანია განათლებული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სამართლიანი და პასუხისმგებლიანი თაობის აღზრდა, რომელიც იქნება შეუქცევად პროგრესზე ორიენტირებული და თავის წვლილს შეიტანს ქვეყნის განვითარებაში.
- ARIS-ზე მითითებული დასახელება
- ამერიკული უმაღლესი საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი პროგრესი
- სკოლის ტიპი
- ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო ( 1–12 კლასის ჩათვლით) კერძო სკოლა
- სწავლების ენა
- ინგლისური, ქართული
- კლასები
- 1–12
- მისამართი
- პოლიტკოვსკაიას ქ. N 39
- ARIS-ის პროფილის ბოლო განახლება
- 05.11.2021
სწავლის საფასური
ფასი ARIS-ის პროფილიდანაა და შეიძლება შეცვლილი იყოს; გადაწყვეტილებამდე გადაამოწმე უშუალოდ სკოლასთან.