რეესტრში დაბრუნება
ავტორიზებული კერძო სკოლა

შპს ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი

იმერეთი · ქუთაისი · დ. აღმაშენებლის გამზ. N 20

საიდენტიფიკაციო კოდი212807550
კლასები1–12
მოსწავლე15
მასწავლებელი90
ოფიციალური რეესტრი

ავტორიზაციის ჩანაწერი

სტატუსი
ავტორიზებული
საიდენტიფიკაციო კოდი
212807550
რეგიონი
იმერეთი
რაიონი
ქუთაისი
ოფიციალური დასახელება
შპს ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი
წყარო
ავტორიზებული კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები.xlsx
ARIS-ის დამატებითი პროფილი

სკოლის შესახებ

ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა “პროგრესი” ორიენტირებულია მაღალი ხარისხის ეროვნული და მსოფლიო სტანდარტების განათლებაზე. სკოლაში ფუნქციონირებს სკოლამდელი აღზრდის, საშუალო სკოლის და უმაღლესი სკოლის - აკადემიის პროგრამები, სადაც მულტიკულტურული მახასიათებლების გათვალისწინებით ხდება იმ უნარების განვითარება, რაც აუცილებელია თანამედროვე ცხოვრების რეალური გამოწვევების დაძლევისთვის. სწავლა ქართულ და ინგლისურ ენებზე მიმდინარეობს და სკოლის კურსდამთავრებულები იღებენ როგორც სახელმწიფო ატესტატს, ასევე ამერიკული უმაღლესი სკოლის დიპლომს (აკრედიტირებულია ამერიკის სააკრედიტაციო სააგენტოს "AdvancED"-ის და "უმაღლესი სასწავლებლების საბჭოს" მიერ). სწავლების კურიკულუმი ეფუძნება ეროვნულ და ამერიკულ მოდულებს. სკოლა მოწინავეა STEM საგნებში, პროგრამები დატვირთულია სამეცნიერო და საგანმანათლებო-კულტურული ღონისძიებებით და ფესტივალებით; სკოლაში ფუნქციონირებს ლიტერატურის, ფილოსოფიის, გარემოს დაცვის, სპორტული და სახელოვნებო კლუბები. სკოლა “პროგრესი” გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით და ჩართულია სოციალურ აქტივობებში რეგიონის მასშტაბით. ქართულ-ამერიკული სკოლა “პროგრესი” თანამშრომლობს საერთაშორისო საგანმანათლებლო საშუალო და უმაღლეს დაწესებულებებთან, მათ შორის ამერიკის, პოლონეთის და უკრაინის უნივერსიტეტებთან და ყოველწლიურად აწყობს გაცვლით პროგრამებს ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის. სკოლის მოსწავლეები ემზადებიან საერთაშორისო გამოცდებისთვის, როგორიცაა: KET, PET, FCE, IELTS, PSAT, SAT, TOEFL, ასევე გერმანულ ენაში გოეთეს გამოცდებისთვის. სკოლის უმთავრესი აქტივი და დასაყრდენია მაღალკვალიფიციური კადრები, რომლებიც თითოეული მოსწავლის ინტერესების გათვალისწინებით საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაზე. სკოლა “პროგრესის” მიზანია განათლებული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სამართლიანი და პასუხისმგებლიანი თაობის აღზრდა, რომელიც იქნება შეუქცევად პროგრესზე ორიენტირებული და თავის წვლილს შეიტანს ქვეყნის განვითარებაში.

ARIS-ზე მითითებული დასახელება
ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი (ქუთაისი)
სკოლის ტიპი
ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო ( 1–12 კლასის ჩათვლით) კერძო სკოლა
სწავლების ენა
ინგლისური, ქართული
კლასები
1–12
მისამართი
დ. აღმაშენებლის გამზ. N 20
ARIS-ის პროფილის ბოლო განახლება
22.10.2021
ARIS-ზე გამოქვეყნებული მონაცემი

სწავლის საფასური

1 - 9 კლასები -2300 GELწელიწადში

ფასში შედის ერთჯერადი სადილი (1-4 კლასებში)

10 - 12 კლასები -3800 GELწელიწადში

ფასი ARIS-ის პროფილიდანაა და შეიძლება შეცვლილი იყოს; გადაწყვეტილებამდე გადაამოწმე უშუალოდ სკოლასთან.