Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთაშუის საჯარო სკოლა

იმერეთი · ბაღდათი · ბაღდათი, სოფელი წყალთაშუა

Register ID#987
Students21
Teachers14
Buildings2
School profile

General information

Principal
მაკა ებანოიძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9)
Teaching sector
ქართული
Authorization start
Authorization end
First grade admission

Current capacity information

ბაღდათი, სოფ. წყალთაშუა

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
23
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

სსიპ.ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთაშუის საჯარო სკოლის მისიაა შექმნას ისეთი გარემო სასწავლო დაწესებულებაში,სადაც მოსწავლეები ჩამოყალიბდებიან სრულფასოვან და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებად.სკოლის მიზანია მოსწავლეებს მისცეს თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი განათლება,რომელიც ორიენტირებული იქნება მოსწავლეთა ინტერესებსა და შესაძლებლობაზე,რათა აღიზარდოს შემეცნებითად მოაზროვნე ახალგაზრდა,რომელიც შეძლებს თავისი ცოდნის რეალიზებას და დაიკავებს კუთვნილ ადგილს საზოგადოებაში. ● 2023-24 სასწავლო წელს სკოლამ სწავლა/სწავლების ხარისხის ზრდით უნდა შეამციროს პროცენტული მაჩვენებელი იმ საგნებისა, რომლებშიც მოსწავლეები იყვნენ წარუმატებელნი. ● სკოლაში უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნისათვის 2023-24 სასწ.წელს დიდი ყურადღება მიექცევა მრავალფეროვანი შემაჯამებელი სამუშაოების სტრუქტურას, შედეგების ანალიზს, შეფასების ვალიდობას და ობიექტურობას. ● თანამშრომლობისათვის გააქტიურდება თითოეული კლასის მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების ჩართულობა სოციალური ქსელის მეშვეობით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია საფეხურების მიხედვით. 2023-2024 სასწავლო წლის სასწავლო გეგმა შედგენილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის #40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე. სკოლაში საგანმანათლებლო პროცესი მიმდინარეობს ქართულ ენაზე, დაწყებით (I-VI კლასები) და საბაზო (VII-IX კლასები) საფეხურზე. დაწყებითი საფეხურის მისია დაწყებითი საფეხურის მისიაა: ა) საგანთა თანამიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა; ბ) საბაზისო უნარების - წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა; გ) სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდა და მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთვის. საბაზო საფეხურის მისია საბაზო საფეხურის მისიაა საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება, აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა და საფუძველების შექმნა განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის ან შრომითი საქმიანობისთვის.

Structure1 additional item

Documents

წყალთაშუის საჯარო სკოლის სტრუქტურა.docx19/04/2024 11:57:46 · 0.01 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა - 2022-2023 - (Repaired).docx16/04/2024 12:27:11 · 0.03 MB
Download documents on EMIS
Programs and support servicesText information

სკოლაში არის ოთხი საგნობრივი კათედრა: ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრა, რომლის შემადგენლობაში შედიან ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები, უცხო ენის (ინგლისური ენისა და რუსული ენის მასწავლებლები, ისტორიისა და გეოგრაფიის, მე და საზოგადოების, ჩვენი საქართველოს და სამოქალაქო განათლების მასწავლებლები. მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა, რომლის შემადგენლობაში შედიან მათემატიკის მასწავლებლები, ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებლები. სპორტის და ესთეტიკური აღზრდის კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლები, მუსიკის მასწავლებელი და ფიზიკური აღზრდის და სპორტის მასწავლებელი. დაწყებითი კლასებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კათედრა,რომლის შემადგენლობაში შედიან დაწყებითი კლასისა და ი.ს.ტ-ის მასწავლებლები. სკოლაში ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო საგნების ეკო-კლუბი და სამოქალაქო განათლების კლუბი.

Behavior rules and appeal mechanisms2 additional items

1. სსიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთაშუის საჯარო სკოლის შინაგანაწესი ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. 2.შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. 3. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. 4. შინაგანაწესი განათავსებულია ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას. 5. დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს.

Documents

PDF.pdf15/04/2024 13:16:15 · 0.21 MB
მოსწავლის ქცევის კოდექსი.docx16/04/2024 11:23:07 · 0.02 MB
Download documents on EMIS
Infrastructure3 additional items

სკოლას აქვს 3 შენობა, 2 სასწავლო შენობა და საპირფარეშო.

Documents

ახალი საკადასტრო ნახაზი.pdf15/04/2024 11:38:37 · 0.44 MB
შენობის ნახაზი 2.pdf15/04/2024 11:38:37 · 0.32 MB
შენობის ნახაზი1.pdf15/04/2024 11:38:38 · 0.33 MB
Download documents on EMIS