ბაღდათი, სოფ. წითელხევი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 22
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 2
იმერეთი · ბაღდათი · ბაღდათი, სოფელი წითელხევი
Open a section to view its text, related links, and document listing.
მისია სსიპ კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევის საჯარო სკოლა არის საჯარო სამართლის იურდიული პირი, რომლის მისიაა ხელი შეუწყოს მოსწავლის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას. შესძინოს მას თვითრეალიზაციისთვის საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები. აუმაღლოს ცნობიერება და განუვითაროს კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა. ჩაუნერგოს ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოს მიმართ პატივისცემა. შეუქმნას მოსწავლეს სათანადო პირობები საერთაშორისო სტანდარტის მქონე განათლების მისაღებად, საკუთარი ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი თვისებებისა და შესაძლებლობების გამოსავლენად და გასავითარებლად. ასევე, დაეხმაროს მას მომავალი განვითარების გზის არჩევაში. უზრუნველყოს პოზიტიური,უსაფრთხო და მასტიმულირებელი გარემო სწავლისთვის, სადაც ინიციატივები იქნება მხარდაჭერილი. ხელი შეუწყოს მასწავლებელთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას და იყოს კონკურენტუნარიანი საგანმანათლებლო სფეროში. ხედვა სკოლის მომავლის ხედვაა, რომ იგი იყოს მყარი და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სივრცე. მის კურსდამთავრებულთა 70-80 %-ს შეეძლოს თანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად რეალიზდეს. რათა მათ შეძლონ საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრება და წარმატებების მიღწევა. სკოლა მაქსიმალურად ცდოლობს შექმნას ისეთი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც სწავლა იქნება მიმზიდველი. ნებისმიერი მოსწავლე, მიუხედავად ოჯახური გარემოსა თუ პიროვნული მახასიათებლებისა ,შეძლებს საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან რეალიზებას და მაღალი აკადემიური შედეგების მიღწევას. ღირებულებები: ჩვენს სკოლაში ყველას შეუძლია საკუთარი და სხვათა ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ჩვენთვის ფასეულია: პასუხისმგებლობა და კეთილსინდისიერება დემოკრატია და მონაწილეობა. თანადგომა და თანასწორობა. ღიაობა და თანამშრომლობა.
სკოლის სტრუქტურა მოიცავს სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას (დირექტორი,ბუღალტერი.) მოსწავლეთა თვითმმართველობას,დისციპლინურ კომიტეტს.მრჩეველთა საბჭოს,პედაგოგიურ საბჭოს-კათედრები-ქართული ენის,მათემატიკა-ისტ,საბუნებისმეტყველო,საზოგადოებრივი მეცნიერებების, სპოტი და ესთეტიკა.-მატერიალურ ტექნიკური პასუხისმგებელი პირი-1. 2 დარაჯი,3 დამლაგებელი. უფლებამოსილი პირი, ექთანი.
სსიპ კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევის საჯარო სკოლას ემსახურება ექთანი.სასწავლო პროცესის უსაფრთოებას პასუხისმგებელ პირთან ერთად იცავენ მორიგე მასწავლებლები. სკოლაში მუშაობს სკოლის თვითმართველობა და მათი ინციატივით შექმნილი კლუბები. 1. წიგნის კლუბი- ლოგოსი
1. წინამდებარე სსიპ კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევის საჯარო სკოლის (შემდგომში – ,,სკოლა”) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”) ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. 2.შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. სკოლა ვალდებულია დასაქმებულს გააცნოს შრომის შინაგანაწესში შეტანილი ცვლილება მისი შეტანიდან 14 კალენდარული დღის ვადაში.“ 3. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. 4. სკოლა ვალდებულია შინაგანაწესი განათავსოს ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას. 5. დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილების გაცნობა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 5 დღეში.
🙋♀️🙋♂️საკლასო ოთახები 📚ბიბლიოთეკა 🔬საბუნებისმეტყველო ლაბორატორია 🖥️კომპიუტერული ტექნოლოგიების ლაბორატორია 🥅სპორტული მოედანი 🔮სასკოლო კლუბი 🙋რესურს ოთახი 🩺სამედიცინო ოთახი 👩💼დირექტორის ოთახი 👩🏫👨🏫სამასწავლებლო 🛎️ფოიე და დერეფანი 🧻ადაპტირებული საპირფარეშო
სსიპ კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევის საჯარო სკოლის 2023 წლის ბიუჯეტი შემოსავლები: 1 იანვარს წლის დასაწყისში ბანკში სკოლის ანგარიშზე ნაშთის სახით ირიცხებოდა 7039 ლარი; ბიუჯეტიდან მისაღები საპროგნოზო დაფინანსება 279912 ლარი ვაუჩერი 161892 ლარი; სერთიფიცირებული მასწავლებლების დანამატი 107820 ლარი; უფლებამოსილი პირის და ექთნის დაფინანსება 8700 ლარი; ბანკიდან სარგებელი 1500 ლარი; სულ შემოსავალმა შეადგინა 279912 ლარი.