ბაღდათი, სოფ. წითელხევი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 6
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
იმერეთი · ბაღდათი · ბაღდათი, სოფელი წითელხევი
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისია სსიპ ტარიელ კვირიკაშვილის სახელობის ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევის საჯარო სკოლა მოწოდებულია უზრუნველყოს სწავლა-სწავლების, აღზრდისა და განვითარებისათვის ოპტიმალური გარემოს ფორმირება, რომელშიც მოსწავლე შეიძენს ფუნდამენტურ კომპეტენციებს: მიიღებს ბაზისურ საგნობრივ ცოდნას და შეეძლება მისი პრაქტიკული გამოყენება, ექნება სწრაფვა დამოუკიდებელი და უწყვეტი განათლებისადმი, ავთენტური შეფასებისადმი, გაიაზრებს თავისი, როგორც მოქალაქის როლს, უფლებამოვალეობებს, განივითარებს პასუხისმგებლობასა და ტოლერანტობას, ყოფით სფეროს გამოიყენებს როგორც არეალს ჯანმრთელობის, ტრადიციების, რესურსების, გარემოს დაცვისათვის, კულტურის სფეროში შეძლებს მრავალმხრივი ინტელექტის ექსპრესიას, კულტურის ტრანსფერს, თავისუფალი დროის გონივრულ დაგეგმვას. სკოლის მიზანია გაამართლოს მოლოდინები: - საზოგადოებისათვის: აღზარდოს სოციალურად და პიროვნულად სწორად ორიენტირებული შემოქმედი პიროვნება, რომელიც მზად იქნება ეროვნული ფასეულობების დასაცავად; - მშობლებისათვის: შექმნას ბავშვის სწავლის, განვითარებისა და აღზრდის შესაფერისი პირობები; - კოლეგებისათვის: თანამშრომლობის, თანამოაზრეობის, პროფესიული განვითარებისათვის აუცილებელი გარემო; - ბავშვებისათვის: უსაფრთხო და თბილი ატმოსფერო, სადაც თითოეული სასკოლო ცხოვრებისა თუ სწავლების განსაკუთრებული, საინტერესო და სრულფასოვანი წევრია. სკოლის საგანმანათლებლო ამოცანებია: - უზრუნველყოს ხარისხიანი განათლება სწავლების ყველა საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების განმტკიცებით, განახორციელოს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება პედაგოგიური პერსონალის ინტელექტუალური 5 და ემოციური რესურსებით, გამოიყენოს სწავლების თანამედროვე და აღიარებული მეთოდები, ინტელექტუალური სწავლების პრინციპები, საბაზრო ეკონომიკისა და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთა მოთხოვნების გათვალისწინებით განახორციელოს ეკონომიკური, ტექნიკური, ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო პროფილით სწავლება; - უზრუნველყოს უცხოური ენების სწავლება ისწავლება პირველი უცხო ენა ინგლისური და მეორე უცხო ენა რუსული. უზრუნველყოს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა. სკოლის მისია ჩვენ გავხდებით საქართველოში საუკეთესო საჯარო სკოლა, ეს მოხდება სწავლის ხარისხის გაუმჯობესების, ახალი იდეების დანერგვის და წარმატების დიდი სურვილის დახმარებით. მიზნის მისაღწევად სკოლაში შევქმნით შრომისა და სწავლის მაღალ მოტივაციას, მეგობრობის, პატივისცემის ატმოსფეროს. ჩვენ შეგნებული გვაქვს, რომ ადამიანი ყველაზე ძვირფასი რესურსია და გვჯერა სკოლას მშობლები ყოველმხრივ დაეხმარება თავიანთი შვილების შესაძლებლობების სრულყოფილად გამოვლინებაში. სკოლის ძირითადი პრინციპებია - ემსახუროს მოსწავლეებში თავისუფალი აზროვნების განვითარებისათვის ხელშემწყობი და უსაფრთხო გარემოს შექმნას. ცოდნის წარმატებით გადატანას და გამოყენებას განსხვავებულ სიტუაციაში. სკოლა, ოჯახთან ერთად, ზრუნავს მოსწავლის უწყვეტ განვითარებასა და განათლებაზე სკოლის ძირითადი ღირებულებებია: ჰუმანიზმი, პატრიოტიზმი, ტოლერანტობა, პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი, საქმისადმი სიყვარული და ერთგულება. სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა. საჯაროობა, პროფესიული განვითარება
სკოლის სტრუქტურულ ერთეულებს წარმოადგენს : დირექცია, სამეურვეო საბჭო, თვითმმართველობა, პედ.საბჭო, დისციპლინარული კომიტეტი, ტექნიკური პერსონალი, კათედრები, მრჩეველთა საბჭო.
სკოლაში ფუნქციონირებს კლუბები კერძოდ: მკითხველთა, სამოქალაქო განათლების, "არა ძალადობა" . სკოლას აქვს დადებული მემორანდუმი კოლეჯ "იბერიასთან'' პროფესიული განათლების პოპულარიზაციისს მიზნით.
სკოლას შემუსავებული აქვს ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმები, რომელიც მოიცავს მშობელთა კომუნიკაციის სტრატეგიებს, ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს, მობილობის, ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების დოკუმენტებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის წესებს.
სკოლა ნახევრად რეაბილიტირებულია: გარემონტდა 2007 წელში, მას შემდეგ ინფრასტრუქტურული სამუშოები სკოლაში არ ჩატარებულა ცენტრალური გათბობის გარდა. ამჟამად მოძველებულია სკოლის ინფრასტრუქტურა და საჭიროებს განახლებას
სკოლა ფინანსდება ვაუჩერული დაფინასებით, აქვს შემუშავებული ბიუჯეტი რომელიც შეთანხმებულია სამეურვეო საბჭოსთან.