Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის საჯარო სკოლა

იმერეთი · ბაღდათი · ბაღდათი, სოფელი ვარციხე

Register ID#984
Students111
Teachers23
Buildings1
School profile

General information

Principal
ელიზა ზაზარაშვილი
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
Authorization end
First grade admission

Current capacity information

ბაღდათი, სოფელი ვარციხე

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
21
SEN capacity
3
Available SEN places
2
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

სკოლის მისია სსიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის საჯარო სკოლის მისიაა ქვეყნის ინტერესებიდან, ტრადიციებიდან და ღირებულებებიდან გამომდინარე კომპეტენტური, პროფესიონალი კადრებით, აღზარდოს თავისუფალი, მოაზროვნე, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი და ტოლერანტი თაობა, ჯანსაღი ცხოვრების, დემოკრატიისა და თანასწორობის, ღია სამოქალაქო საზოგადოების, კონკურენტუნარიანობის პრინციპებზე დაფუძნებული მოსწავლე ახალგაზრდობა, რომელიც შეძლებს ხარისხიანი განათლების მიღებას, გამოყენებას, გაზიარებასა და საკუთარი ინტელექტუალური და შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებას, ფორმალური და არაფორმალური განათლების მიმართულებით, რითაც წვლილს შეიტანს ქვეყნის განვითარებაში. სკოლის ხედვა: სსიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის საჯარო სკოლა ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს მოსწავლეების ჩამოყალიბებას მაღალგანვითარებულ, განათლებულ პიროვნებებად. მრავალფეროვანი ღონისძიების მეშვეობით. სკოლა ზრუნავს ბავშვის ჯანსაღ გონებრივ, ფიზიკურ, ემოციურ განვითარებაზე, რათა მოსწავლე ჩამოყალიბდეს საზოგადოების სრულფასოვან წევრად, ჰარმონიულად პასუხობდეს თანამედროვე ცივილიზაციის ყველა გამოწვევას. სკოლის თანამშრომლებს ნათლად აქვთ გაცნობიერებული, რომ თითოეულ ბავშვს აქვს ინდივიდუალური ნიჭი, განსახვავებული შესაძლებლობები, შემოქმედებითი თუ კოგნიტური პოტენციალი და ხელს უწყობენ, თავისუფლად მოაზროვნე, გონიერ, შემოქმედებით პიროვნებად ჩამოყალიბებაში. სკოლის ღირებულებები: სსიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის საჯარო სკოლის ღირებულებებია: • თანასწორობა • თანამშრომლობა • გუნდურობა • ღიაობა • უსაფრთხოება • უწყვეტი განვითარება

Structure2 additional items

სკოლის სტრუქტურულ ერთეულებს წარმოადგენს : დირექცია, სამეურვეო საბჭო, თვითმათველობა, პედსაბჭო, დისციპლინარული კომიტეტი, ტექნიკური პერსონალი, კათედრები, მრჩეველთა საბჭო.

Documents

სტრუქტურული-ერთეულების-ფუნქციების-აღმწერი-დოკუმენტი.pdf08/12/2023 11:28:10 · 0.34 MB
სკოლის სტრუქტურა.pdf19/12/2023 12:02:19 · 0.03 MB
Download documents on EMIS
Programs and support services1 additional item

სკოლაში სწავლა –სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე და  მოიცავს სამ საფეხურს, სწავლება მიმდინარეობს დასწრებული სწავლების მოდელით, რომელიც გულისხმობს , დასწრებით სწავლების ფორმას და სინქრონული სწავლების კომბინაციას. ა) დაწყებითი – I-VI კლასების ბ) საბაზო – VII-  IX კლასების გ) საშუალო - X- XII კლასები 1.დაწყებითი საფეხურის ძირითადი ამოცანებია: ა) შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად; ბ) ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესი; გ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები  და ჩამოუყალიბოს საფუძვლები შემდგომ, საბაზო საფეხურზე სწავლის წარმატებით გასაგრძელებლად; იმ ცოდნის დასაუფლებლად, უნარ-ჩვევების გასავითარებლად და დამოკიდებულებების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც მას   მომავალში  დასჭირდება. 2. საბაზო საფეხურის ძირითადი ამოცანებია: ა) დაეხმაროს მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში; ბ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები იმ უნარ-ჩვევების გასავითარებლად, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთელი ცხოვრების განმავლობაში; გ) შეუქმნას მოსწავლეს წინაპირობა სწავლის გასაგრძელებლად, ან შრომით ბაზარზე სწორი არჩევანის გასაკეთებლად. 3. საშუალო საფეხურის ძირითადი ამოცანებია: ა) შეუქმნას მოსწავლეს პირობები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლების მისაღებად; ბ) დაეხმაროს მოსწავლეს მომავალი არჩევანის გასაკეთებლად (სწავლის გასაგრძელებლად და/ან შრომით საქმიანობაში ჩასაბმელად); გ) მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი სრული ზოგადი განათლება.

Documents

საქმისწარმოების წესი.pdf01/04/2024 11:46:36 · 0.34 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms4 additional items

სკოლას შემუსავებული აქვს ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმები, რომელიც მოიცავს მშობელთა კომუნიკაციის სტრატეგიებს, ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს, მობილობის, ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების დოკუმენტებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის წესებს.

Documents

საზოგადოებასთან კომუნიკაციის წესის დამტკიცება.pdf08/12/2023 11:54:19 · 0.27 MB
მშობელთან კომუნიკაციების სტრატეგიის დამტკიცება.pdf08/12/2023 11:54:20 · 1.04 MB
მობილობისა და ჩარიცხვის სტატუსის შეჩერების.pdf08/12/2023 11:54:20 · 0.38 MB
ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი.pdf08/12/2023 11:54:20 · 0.2 MB
Download documents on EMIS
Infrastructure2 additional items

Documents

საკადასტრო აზომვითი ნახაზი.pdf22/12/2023 12:57:46 · 0.43 MB
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.pdf22/12/2023 12:57:46 · 0.43 MB
Download documents on EMIS
Finances2 additional items

საჯარო სკოლის დირექტორი თანხებს განკარგავს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის ბიუჯეტის მიხედვით. სამეურვეო საბჭოს მიერ 2023 წლის ბოლოს დამტკიცდა 2024 წლის ბიუჯეტი, რომელიც დაგეგმილი იყო რეალური გათვლებისა და გაანგარიშების საფუძველზე, როგორც შემოსავლით, ისე ხარჯვით ნაწილში. 2024 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში გათვალისწინებული იყო როგორც ვაუჩერული დაფინანსებიდან, ისე ეკონომიკური საქმიანობიდან მისაღები სავარაუდო შემოსავლები. სკოლას ასევე აქვს დამტკიცებული 2024 წლის სახელმწიფო შესყიდვების წლირი გეგმა.

Documents

ბიუჯეტი 2024 წელი.pdf20/12/2023 13:39:27 · 0.29 MB
შესყიდვების წლიური გეგმა.pdf22/12/2023 12:56:47 · 0.6 MB
Download documents on EMIS
სსიპ - ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის საჯარო სკოლა