ბაღდათი, სოფ. საკრაულა
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 25
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
იმერეთი · ბაღდათი · ბაღდათი, სოფელი საკრაულა
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისია: დაამკვიდროს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება. ხელი შეუწყოს მის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას. შესძინოს მას თვითრეალიზაციისთვის საჭირო ცოდნა და ცნობიერება, განუვითაროს კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა. ჩაუნერგოს ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოს მიმართ პატივისცემა. შეუქმნას მოსწავლეს სათანადო პირობები საერთაშორისო სტანდარტის მქონე განათლების მისაღებად, საკუთარი ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი თვისებებისა და შესაძლებლობების გამოსავლენად და გასავითარებლად. ასევე, დაეხმაროს მას მომავალი განვითარების გზის არჩევაში ( გააგრძელოს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში, ან ჩაებას შრომით საქმიანობაში). იზრუნოს პედაგოგთა საქმიანობის ხარისხობრივ ზრდაზე, იყოს კონკურენტუნარიანი. სკოლის ხედვა: სასკოლო საზოგადოების აქტიური თანამშრომლობითა და პასუხისმგებლობის გადანაწილების გზით ხელი შეუწყოს ჰუმანური, ცოდნაზე ორიენტირებული, დემოკრატიული, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე თაობის აღზრდას. აღჭურვოს მოსწავლე დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებითა და სოციალურად სწორი ორიენტაციით. სკოლის ღირებულებები: პროფესიონალიზმი, ურთიერთნდობა და გუნდურობა, საჯაროობა და გამჭვირვალობა, ეთიკა და სამართლიანობა უწყვეტი განვითარება
სსიპ - ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ საკრაულის საჯარო სკოლა ახორციელებს სამსაფეხურიან სწავლებას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე. სკოლის სასწავლო სტრატეგიული გეგმა განსაზღვრავს ძირითად მიმართულებებს, რომელიც ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ კანონის ეროვნულ მიზნებს, საჯარო სკოლის წესდებას, სკოლის შინაგანაწესს, ბავშვთა უფლებების კონვენციას და სხვა ნორმატიულ აქტებს.
სსიპ - ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ საკრაულის საჯარო სკოლა ზრუნავს თითოეულ მოსწავლეზე. სკოლა ხელს უწყობს თითოეული ახლად მოსული მოსწავლის ადაპტაციას სასწავლო გარემოსთან. სკოლას დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული აქვს მოსწავლის სკოლაში ადაპტაციის მექანიზმები, ყველა კლასის დამრიგებელი ახალ მოსწავლეს წარუდგენს კლასს, აცნობს სკოლის შიდა რეგულაციებს, სკოლასა და მშობელს შორის ვაფორმებთ ხელშეკრულებას. ასევე ვაცნობთ ჩვენი სკოლის გეოგრაფიას. თითოეული კაბინეტის განლაგებას და ვაცნობთ საერთო სარგებლობის სივრცეებით სარგებლობის წესებს. დამრიგებლები მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან პირველივე შეხვედრაზე, ასევე მოსწავლეებთან კლასის კრებაზე ახდენენ მათთვის უფლებების და მოვალეობების გაცნობას. ამასთან იქვე ეცნობიან უფლებათა განხორციელების მექანიზმებს. სკოლა აწვდის მოსწავლეებს და მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს ინფორმაციას ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ ინიცირებულ სიახლეებზე - ღია კარის დღე, საგამოცდო ფორმატში ცვლილებები, ახალი პროგრამები, პროფესიულ სასწავლებლებზე. სკოლა თანამშრომლობს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთანაც, რომელთანაც სკოლას გაფორმებული აქვს თანამშრომლობის მემორანდუმი. ჩვენი სკოლის მოსწავლეები აქტიურად ესწრებიან უნივერსიტეტის მიერ აბიტურიენტებისათვის მოწყობილ ღონისძიებებს.
სსიპ - ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ საკრაულის საჯარო სკოლაში ადამიანური რესურსების მართვა რეგულირდება სკოლის შინაგანაწესით, შინაგანაწესი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის და განთავსებულია ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას. 1. სკოლაში მოქმედი სტრუქტურული ერთეულების/პირების ფუნქციები მკაფიოდაა განსაზღვრული. სტრუქტურული ერთეულებია: სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო, დისციპლინური კომიტეტი, მრჩეველთა საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა; ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი.
სსიპ - ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ საკრაულის საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს. სკოლაში არის ნათელი საკლასო ოთახები, ქიმია-ბიოლოგიის კაბინეტი, ექთნის კაბინეტი, სამასწავლებლო, რესურსოთახი. სკოლა სრულ თავისუფლებას აძლევს მოსწავლეებს ისარგებლონ აღნიშნული რესურსებით გაკვეთილების შემდეგაც. მომავალი სასწავლო წლიდან დაგეგმილია სკოლაში ფუნქციონირებდეს სხვადასხვა დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურეობა. ასევე იმისატვის, რომ სკოლა მუდმივად დარჩეს სოციო კულტურულ სივრცედ, გამოვიყენებთ ყველა რესურსს • ღია სპორტული მოედანი; • ინტერნეტი და კომპიუტერული ტექნიკა; • სკოლის ეზო და ინფრასტრუქტურა; • ბიბლიოთეკა;.
სსიპ - ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ საკრაულის საჯარო სკოლა ფინანსურად მდგრადია. ჩვენ შეგვიძლია დავაფინანსოთ სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა საჭიროებები და დაგეგმილი ღონისძიებები. სკოლის წლიური შესყიდვების გეგმას ვადგენთ წინა წლებისა და ბაზრის კვლევის გათვალისწინებით. იგი დამტკიცებულია შესაბამის ვადებში. საჭიროებების შემთხვევაში სკოლის წლიური შესყიდვების გეგმაში შეგვაქვს ცვლილებები სკოლის დირექტორის ბრძანებით. ყველა მომდევნო წლის ბიუჯეტს ვადგენთ წინა წლების გამოცდილების საფუძველზე და ვამტკიცებთ წინა წლის დეკემბერში. სკოლაში ფინანსური რესურსების მართვა მიზნობრივად ხორციელდება. ელექტრონულ საბანკო სისტემაზე მოქმედებს ორდონიანი დაცვა, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი შეცდომა. სკოლის დირექტორი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აბარებს სკოლის სამეურვეო საბჭოს 10 დეკემბრამდე ანგარიშს ფინანსური საქმიანობის შესახებ. აღნიშნული ანგარიში კონტროლდება სკოლის საბანკო ამონაწერიდან. ეს გამორიცხავს ნებისმიერ შეცდომას ან ხარვეზს ფინანსების მიზნობრივად განკარგვისას. გარდა აღნიშნულისა სკოლა ყოველი წლის ბოლოს ქმნის კომისიას, რომელიც ატარებს ფინანსური აქტივების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციას.