ბაღდათი სოფელი მეორე ობჩა (ოპტიმიზირებული)
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 10
- Available places
- 9
- SEN capacity
- 1
- Available SEN places
- 1
იმერეთი · ბაღდათი · ბაღდათი, სოფელი მეორე ობჩა
Open a section to view its text, related links, and document listing.
სსიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ობჩის საჯარო სკოლის მისია არის შექმნას ეროვნული მიზნების მისაღწევი გარემო და რესურსები. პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე, მისი განვითარების პროცესი და მის მიერ მიღწეული შედეგი. შედეგზე ორიენტირება გულისხმობს მოსწავლისათვის მიწოდებული ინფორმაციის არა მხოლოდ დამახსოვრებას, არამედ ამ ინფორმაციის მყარ დინამიურ და ფუნქციურ ცოდნად გარდაქმნას. სწორედ ამიტომ ჩვენი სკოლის უმთავრესი მისიაა, თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების სრულფასოვანი რეალიზება და მათი აღჭურვა ქმედითი ცოდნით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია საფეხურების მიხედვით დაწყებითი საფეხურის მისიაა: ა) საგანთა თანამიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა; ბ) საბაზისო უნარების - წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა; გ) სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდა და მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთვის. საბაზო საფეხურის მისიაა საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება, აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა და საფუძველების შექმნა განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის ან შრომითი საქმიანობისთვის. საშუალო საფეხურის მისიაა: ა) საგანთა გაღრმავებული სწავლების გზით სისტემური ცოდნის კონსტრუირება; ბ) მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად.
სსიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ობჩის საჯარო სკოლის სტრუქტურულ ერთეულებს წარმოადგენს: დირექცია, პედაგოგიური საბჭო, სამეურვეო საბჭო, დისციპლინური კომიტეტი, მრჩეველთა საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა.
სსიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ობჩის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ტრანსპორტირებით მომსახურეობა მიმდინარეობს.
თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1. რეგულირების საგანი • 1. მოსწავლის ქცევის კოდექსი (შემდგომში, ,,ქცევის კოდექსი”) არეგულირებს მოსწავლის ქცევის წესებს, რომლებსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში, აგრეთვე, სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს. • 2. ქცევის კოდექსი ხელს უწყობს სწავლისათვის ისეთი გარემოსა და პირობების შექმნას, სადაც მოსწავლე შეძლებს ცოდნის მიღებას, უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ღირებულებების ჩამოყალიბებას. • 3. სკოლა ვალდებულია, ყველა მასწავლებელს, მოსწავლესა და მშობელს გააცნოს მოსწავლის ქცევის კოდექსი. • 4. სკოლის შინაგანაწესი უნდა ეფუძნებოდეს მოსწავლის ქცევის კოდექსს. მუხლი 2. ქცევის კოდექსის მიზანი • 1. ქცევის კოდექსის მიზანია, დანერგოს მოსწავლის ქცევის ერთიანი წესები. • 2. ქცევის კოდექსი ხელს უწყობს მოსწავლის მიერ საკუთარი ქცევის მართვას, მოსწავლეთა დისციპლინისა და ურთიერთპატივისცემის, სკოლაში კეთილგანწყობილი და უსაფრთხო სასწავლო გარემოს დამკვიდრებას. მუხლი 3. რეგულირების სფერო • 1. ქცევის კოდექსი ვრცელდება საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე სკოლის ყველა მოსწავლეზე. • 2. სკოლის დირექცია, მასწავლებლები, სკოლაში დასაქმებული სხვა პირები და მშობლები ხელს უწყობენ მოსწავლეს ქცევის კოდექსის დაცვაში. თავი II. მოსწავლის ქცევის წესები 4. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება • 1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. • 2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს. მუხლი 5. მოსწავლეებთან დამოკიდებულება • მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. მუხლი 6. მოსწავლის ჩაცმის წესი • მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით. მუხლი 7. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს • 1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე. • 2. გაკვეთილზე ყოფნისას, მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები. • 3. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე. • 4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით. • 5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. • 6. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად. • 7. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას. • 8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე. • 9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას. • 10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მუხლი 8. სკოლაში აკრძალული ნივთები მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით: • ა) თამბაქოს ნაწარმი; • ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას იარაღად; • გ) სანთებელა ან ასანთი; • დ) ალკოჰოლური საშუალებები; • ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს; • ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; • ზ) აზარტული თამაშის საშუალებები; • თ) უხამსობის ამსახველი ნივთები; • ი) ნარკოტიკული საშუალებები; • კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები. • ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე. მუხლი 9. პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის • მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
სსიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ობჩის საჯარო სკოლას აქვს ორი სასწავლო კორპუსი ძირითადი და ოპტიმიზირებული.
2023 წლის ფინანსური ანგარიში, სსიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ობჩის საჯარო სკოლას 01.01.2023 წლისათვის ლიბერთი ბანკში ნაშთი ჰქონდა 5 490 ლარი. ვაუჩერული დაფინანსება სკოლამ მიიღო 193 109 ლარი,უსაფრთხოებაზე და საზოგადოებრივ წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი პირის დაფინანსება 1402 ლარი, 908 ლარი კი მივიღეთ ლიბერთი ბანკისაგან სარგებელი, სკოლამ მიიღო პედაგოგების სტატუსის შესაბამისი დანამატი 179 976 ლარი ,ექთნის დაფინანსება--5 049 ლარი. სულ 2023 წლის შემოსავალი შეადგენს 380 444 ლარს. სახელფასო ფონდში დახარჯულია თანამდებობრივ სარგოზე 177 078 ლარი,( აქედან სადეკრეტოა გაცემული 4 943 ლარი, ბიულეტინია გაცემული 1674 ლარი), პედაგოგების სერთიფიცირების 174 658 ლარი, ექთნის 4950 ლარი, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის 1 375 ლარი, შტატგარეშე თანამშრომლებისთვის 8 900 ლარი, სოციალური დახმარების(საპენსიო 2%ის შენატანი) შეადგენს 3 469 ლარს. 2023 წელში შეძენილი იქნა სტელაჟები ბიბლიოთეკისთვის 1200 ლარის, დამუშავდა სხვენი 3000 ლარით,საგანგებო სიტუაციების უსაფრთხოების მოწყობილობები 1094 ლარი, საოჯახო ტექნიკა 1568 ლარის, ელექტრონული შტამპი 325 ლარი, სასკოლო დოკუმენტაციის (ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები და საბუღალტრო წიგნები) შესყიდვისათვის 262,8 ლარი. ეტალონი განათლება 173 ლარი, სარეცხი საშუალებებისათვის 335 ლარი. შეშა 3100 ლარი, კავშირგაბმულობა 100 ლარი, ელექტროენერგიისათვის 794 ლარი, ბანკის მომსახურეობა 42ლარი. გაცემული იქნა ექთნის ოთახისთვის გამოყოფილი თანხა რომელიც რემონტის დროს მორჩა 972 ლარი. სკოლამ სამინისტროსგან საჩუქრად მიიღო წიგნების რაოდენობა თანხით 1543 ლარის, რვეულები 522 გზამკვლევი პედაგოგის 5,5 ლარის, პირველი კლასის მოსწავლეებზე გადაცემული კომპიუტერები-2292 ლარის, კომპიუტერი დამრიგებლის 1146 ლარის და ჭადრაკის დაფა 260,80 ლარის.მათემატიკის განმავითარებელი სავარჯიშოების კრებული 3,3 ლარის, ქართული ენის განმავითარებელი სავარჯიშოების კრებული 6,1 ლარის, დამრიგებლის წიგნი --ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების ინტერაქტიული მეთოდებით-2,85 ლარის. სპორტული ინვენტარი 344,4 ლარის. ამასთან მოგახსენებთ, რომ სკოლაში საანგარიშო პერიოდისათვის ნაშთი არის: შენობა-ნაგებობები 67938,00 ლარი. მანქანა-დანადგარები და ინვენტარი 26229.00 ლარი, მიწა 20 969 ლარი. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ 2023 წელს ფინანსური ოპერაციები განხორციელდა სკოლის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად.