ბაღდათი, სოფ. ფერსათი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 24
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
იმერეთი · ბაღდათი · ბაღდათი, სოფელი ფერსათი
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისია მოსწავლეთა შესაძლებლობების გამოვლენა და განვითარება, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებად, რომლებიც შექმნიან მშვიდობიან სამყაროს. მოსწავლეთათვის თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი განათლების მიცემა, სახელმწიფოებრივად და შემეცნებითად მოაზროვნე ახალგაზრდების აღზრდა, რომლებიც მუდმივად იზრუნებენ მომავალი წარმატებისთვის. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია საფეხურების მიხედვით 2023-2024 სასწავლო წლის სკოლის სასკოლო სასწავლო გეგმა შედგენილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის #40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე. სკოლაში საგანმანათლებლო პროცესი მიმდინარეობს ქართულ და ენაზე, დაწყებით (I-VI კლასები), საბაზო (VII-IX კლასები) და საშუალო (X-XII კლასები) საფეხურზე დაწყებითი საფეხურის მისია დაწყებითი საფეხურის მისიაა: ა) საგანთა თანამიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა; ბ) საბაზისო უნარების - წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა; გ) სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდა და მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთვის. საბაზო საფეხურის მისია საბაზო საფეხურის მისიაა საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება, აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა და საფუძველების შექმნა განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის ან შრომითი საქმიანობისთვის. საშუალო საფეხურის მისია საშუალო საფეხურის მისიაა: ა) საგანთა გაღრმავებული სწავლების გზით სისტემური ცოდნის კონსტრუირება; ბ) მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად ძირითადი მეთოდიკური ორიენტირები მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა ა) ყველა მოსწავლე არის უნიკალური თავისი ინდივიდუალური ფიზიკური და ფსიქიკური მახასიათებლებით, შესაძლებლობებით, ემოციებით, ინტერესებით, პირადი გამოცდილებით, აკადემიური საჭიროებებით და სწავლის სტილით, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს სწავლა-სწავლების დროს; ბ) სწავლა მიმდინარეობდეს პოზიტიურ და მოწესრიგებულ გარემოში, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პოზიტიურ ურთიერთობებსა და ინტერაქციას, სადაც მოსწავლე არის დაფასებული, აღიარებული და მასწავლებელთან ერთად არის პასუხისმგებელი საკუთარ სწავლასა და განვითარებაზე. სწავლა-სწავლების პროცესში თანასწორუფლებიანობის დაცვა სწავლა-სწავლების პროცესში თანასწორუფლებიანობის დაცვის მიზნით: * საჯარო სკოლამ იღებს მოსწავლეთა სხვადასხვა სასკოლო აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები. * განვითარების თანაბარი შესაძლებლობის მისაცემად, სკოლა მოსწავლეებს უზრუნველყოფს მრავალფეროვანი სასწავლო პროცესით - ინდივიდუალური მიდგომისას სხვადასხვა მეთოდის, სტრატეგიის, პრობლემათა გადაჭრის გზებისა თუ აქტივობათა ტიპების გამოყენებით. სიღრმისეული სწავლება სკოლა უზრუნველყოფს სიღრმისეული სწავლებას: სასწავლო მასალის ეტაპობრივად და მრავალმხრივად მიწოდება, ახალი საკითხების, ცნებების საფუძვლიანად და განსხვავებულ კონტექსტებში განხილვა, საგანთაშორისი კავშირების გამოვლენა და საერთო ასპექტების დამუშავება. მოსწავლის მოტივაციის გაზრდა სკოლა ორიენტირებული არის მოსწავლის მოტივაციის გაზრდაზე. მოსწავლე ხედავდეს დავალების მიზანს, მის საჭიროებას, კავშირს სკოლაში მიმდინარე საქმიანობასა და სკოლის გარეთ მიმდინარე ცხოვრებას შორის. დისციპლინა სკოლა უნვითაროს მოსწავლეებს საკუთარი მოვალეობების გააზრების და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უნარ-ჩვევები. ამავე დროს, სკოლა უზრუნველყოს მშვიდი და საქმიანი გარემოს შექმნა. მოსწავლეთა ჩართულობა მასწავლებელი უზრუნველყოს მოსწავლეთა თანაბარი ჩართულობას სასწავლო პროცესში. მოსწავლეები არა მხოლოდ აქტიურად მონაწილეობენ განათლების მიღების პროცესში, არამედ ერთმანეთს ეხმარებიან და მონაწილეობას იღებენ თანატოლების სწავლა-სწავლების პროცესშიც.
სკოლის სტრუქტურულ ერთეულებს წარმოადგენს : დირექცია, სამეურვეო საბჭო, თვითმათველობა, პედსაბჭო, დისციპლინარული კომიტეტი, ტექნიკური პერსონალი, კათედრები, მრჩეველთა საბჭო
სკოლას აქვს ერთი შენობა და ერთი დამხმარე სააქტო დარბაზი