Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმის №1 საჯარო სკოლა

იმერეთი · ბაღდათი · ბაღდათი, სოფელი დიმი

Register ID#973
Students256
Teachers26
Buildings4
School profile

General information

Principal
მერაბ კვირიკაშვილი
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
Authorization end
First grade admission

Current capacity information

ბაღდათი, სოფ. დიმი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
30
Available places
15
SEN capacity
3
Available SEN places
1
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

სსიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფ. დიმის N1 საჯარო სკოლის მისია: სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეთა აღზრდისა და სწავლების მაღალ ხარისხს უსაფრთხო, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან დაცულ გარემოში. ხედვა: ყოველმხრივ, ჰარმონიულად განვითარებული ჯანსაღი თაობის აღზრდა. სსიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფ. დიმის N1 საჯარო სკოლა - ღია სკოლა, როგორც დასახლების სასწავლო კულტურული და სათემო განვითარების ცენტრი. მიზანი: თავისუფლად მოაზროვნე თაობების აღზრდა; თითოეული მოსწავლის ინტერესსა და შესაძლებლობებზე, სწავლების შედეგებსა და უნარ-ჩვევებზე ორიენტირება; მოსწავლეთა დამოკიდებული და კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის ხელშეწყობა და პატივისცემა; ტოლერანტობის, მორალური, ზნეობრივი და ჯანსაღი ქცევის ნორმების დამკვიდრება, საინფორმაციო ტექნოლოგიური საშუალებების პრაქტიკულად გამოყენების უნარ-ჩვევებისა და პრაგმატულად მოაზროვნე პიროვნებების ჩამოყალიბებაზე პასუხისმგებლობა.

Structure1 additional item

სსიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფ. დიმის N1 საჯარო სკოლის სტრუქტურა მოიცავს ხუთ სტუქტურულ ერთეულს: 1) სკოლის დირექცია - სკოლის დირექტორი, დირექტორის მოადგილე, ბუღალტერი; 2) სკოლის ადმინისტრაცია - საქმისმწარმოებელი, საინფორმაციო მენეჯერი, ბიბლიოთეკარი, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი; 3) სკოლის კოლეგიალური სტრუქტურული ერთეულები - სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო, დისციპლინური კომიტეტი, მოსწავლეთა თვითმმართველობა, მრჩეველთა საბჭო; სააპელაციო კომიტეტი 4) ტექნიკური და სხვა დამხმარე პერსონალთა სრუქტურული ერთეული - ექიმი, დამლაგებელი, დარაჯი, ცეცხლფარეში; 5) ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სტუქტურული რგოლი: სპეციალური მასწავლებელი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი (გრაფიკულად, სკოლის სტრუქტურა იხილეთ მიბმულ ფაილში.

Documents

დიმის N1 საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულები.pdf20/12/2023 12:50:48 · 0.38 MB
Download documents on EMIS
Programs and support services2 additional items

სკოლაში სწავლა –სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე და  მოიცავს სამ საფეხურს, სწავლება მიმდინარეობს დასწრებული სწავლების მოდელით, რომელიც გულისხმობს , დასწრებით სწავლების ფორმას და სინქრონული სწავლების კომბინაციას. ა) დაწყებითი – I-VI კლასების ბ) საბაზო – VII-  IX კლასების გ) საშუალო - X- XII კლასები 1.დაწყებითი საფეხურის ძირითადი ამოცანებია: ა) შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად; ბ) ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესი; გ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები  და ჩამოუყალიბოს საფუძვლები შემდგომ, საბაზო საფეხურზე სწავლის წარმატებით გასაგრძელებლად; იმ ცოდნის დასაუფლებლად, უნარ-ჩვევების გასავითარებლად და დამოკიდებულებების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც მას   მომავალში  დასჭირდება. 2. საბაზო საფეხურის ძირითადი ამოცანებია: ა) დაეხმაროს მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში; ბ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები იმ უნარ-ჩვევების გასავითარებლად, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთელი ცხოვრების განმავლობაში; გ) შეუქმნას მოსწავლეს წინაპირობა სწავლის გასაგრძელებლად, ან შრომით ბაზარზე სწორი არჩევანის გასაკეთებლად. 3. საშუალო საფეხურის ძირითადი ამოცანებია: ა) შეუქმნას მოსწავლეს პირობები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლების მისაღებად; ბ) დაეხმაროს მოსწავლეს მომავალი არჩევანის გასაკეთებლად (სწავლის გასაგრძელებლად და/ან შრომით საქმიანობაში ჩასაბმელად); გ) მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი სრული ზოგადი განათლება.

Documents

დიმის N1 საჯარო სკოლის სტრატეგია.pdf20/12/2023 13:03:17 · 0.14 MB
დიმის N1, საქმისწარმოების წესი.pdf20/12/2023 13:03:18 · 0.52 MB
Download documents on EMIS
Infrastructure2 additional items

Documents

საკადასტრო აზომვითი ნახაზი, დიმის N1 საჯარო სკოლა.pdf20/12/2023 13:02:48 · 0.15 MB
ამონაწერი, დიმის 1 საჯარო სკოლა.pdf20/12/2023 13:02:48 · 0.03 MB
Download documents on EMIS
Finances2 additional items

2023 წლის ბიუჯეტი და შესყიდვების გეგმა თან ერთვის

Documents

2023 წლის შესყიდვების გეგმა -P220003067- დიმის N1 საჯარო სკოლა.pdf20/12/2023 13:02:35 · 0.25 MB
2023 წლის ბიუჯეტი.pdf20/12/2023 13:02:35 · 0.65 MB
Download documents on EMIS