Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურის საჯარო სკოლა

იმერეთი · ჭიათურა · ჭიათურა, სოფელი ხალიფაური

Register ID#962
Students27
Teachers16
Buildings1
School profile

General information

Principal
ჟანა ბრეგვაძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
Authorization end
First grade admission

Current capacity information

ჭიათურა, სოფ. ხალიფაური

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
24
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურის საჯარო სკოლის მისიაა: კვალიფიციური პედაგოგების,სკოლის სამეურვეო საბჭოსა და მშობელთა ურთიერთ თანამშრომლობით უზრუნველყოს უსაფრთხო,ჯანსაღი,კონკურენტუნარიანი და მრავლისმომცველი სასწავლო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა პიროვნულ ზრდას, მათში დემოკრატიული ღირებულებებისა და პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას, თითეულ მოსწავლეში იმ უნარ - ჩვევების გამომუშავებას, რომელიც ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებაში და პრობლემების დამოუკიდებელ გადაჭრაში. სწავლება არის სკოლის უპირველესი მიზანი. თითეულმა მოსწავლემ უნდა მიაღწიოს მაღალ აკადემიურ მაჩვენებელს,წარმატებით დაძლიოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტები, რათა ღირსეული ადგილი დაიკავოს საზოგადოებაში. ხალიფაურის საჯარო სკოლა ისწრაფვის იყოს ცნობადი, კონკურენტუნარიანი,რომელიც აღზრდის განათლებულ,ტოლერანტ ახალგაზრდებს, რომელთაც ექნებათ ყველა უნარი სამოქალაქო ინტეგრაციისთვის და თავიანთ წვრილს შეიტანენ ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში.

Structure1 additional item

Documents

სკოლის სტრუქტურა.pdf02/04/2024 11:18:41 · 0.05 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა სკოლის მიზანი - დაამკვიდროს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება. ხელი შეუწყოს მის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას. შესძინოს მას თვითრეალიზაციისათვის საჭირო ცოდნა და ცნობიერება, განუვითაროს კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა. ჩაუნერგოს ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და კანონის მიმართ პატივისცემის ვალდებულება. სკოლის მთავარი მისიაა შეუქმნას მოსწავლეს სათანადო პირობები საერთაშორისო სტანდარტის მქონე განათლების მისაღებად, საკუთარი ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი თვისებებისა და შესაძლებლობების გამოსავლენად და გასავითარებლად. ასევე, დაეხმაროს მათ მომავალი განვითარების გზის არჩევაში (გააგრძელოს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში, ან ჩაებას შრომით საქმიანობაში). სკოლის ამოცანები - განუხრელად იზრუნოს პედაგოგთა ხარისხობრივ ზრდაზე. იყოს კონკურენტუნარიანი. დადგენილ ვადებში მოიპოვოს სახელმწიფო სერთიფიცირება. შექმნას შესაბამისი პირობები დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადებული, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის. 1) სკოლის საკანონმდებლო ბაზის შექმნა სკოლის სასწავლო გეგმა; სკოლის ბიუჯეტი; სკოლის შინაგანაწესის შემუშავება; პედაგოგიური საბჭოს შექმნა; საგნობრივი კათედრების შექმნა; სადამრიგებლო პროგრამების ამოქმედება; გაკვეთილების ცხრილის შემუშავება; პედაგოგთა და მოსწავლეთა პირადი საქმეების მოწესრიგება; ხელშეკრულებების გაფორმება პედაგოგებთან; სკოლის საათობრივი ბადე. 2) მოსწავლეებისათვის თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი განათლების მიცემა ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა და მისი ფუნქციონირების ხარისხის შეფასება; საგნობრივი სწავლების გაძლიერება მესამე საფეხურზე; XII კლასში სწავლების გაძლიერებასთან დაკავშირებით კონკრეტული სამოქმედო გეგმის შედგენა, აბიტურის პროგრამის დანერგვა; სასწავლო პროცესის მუდმივი მონიტორინგი; უცხო ენების სწავლების გაძლიერება; გრიფირებული სასწავლო სახელმძღვანელოების შერჩევა. 3) სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერება. საგაკვეთილო პროცესის მოდერნიზაცია; კათედრების ფუნქციების გაძლიერება; მოსწავლეთა მიღწევების დინამიკის შესწავლა; შიდა, რესპუბლიკური და საერთაშორისო პროექტების დანერგვა და მართვა; სადამრიგებლო პროგრამების შემუშავება და დამრიგებელთა მუშაობის მუდმივი მონიტორინგი; საჩვენებელი გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება ყველა საგანში; კონფერენციების, სემინარების, ოლიმპიადების, შემეცნებით-სპორტული, კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა; წრეობრივი მუშაობის დანერგვა და მართვა; მოტივაციის სისტემის ამუშავება; სკოლებს შორის პარტნიორობა; ინკლუზიური განათლება. 4) სკოლის მმართველობა მმართველობის სწორი და ეფექტური დელეგირება; მოსწავლეთა წრეების ჩამოყალიბება; პედსაბჭოს მუშაობის ეფექტური მუშაობა; საინფორმაციო დაფის მოწყობა; 5) უსაფრთხო, ორგანიზებული და კარგად დისციპლინირებული გარემოს შექმნა მოსწავლეთა, პედაგოგთა და ტექნიკური პერსონალის მორიგეობის ორგანიზება; მოსწავლეთა სკოლაში დასწრების მონიტორინგის სისტემის შექმნა; პედაგოგთა გამოცხადების აღრიცხვა და შესაბამისი რეაგირება; სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა. 6) სკოლაში არსებული ადამიანური, პროფესიული და ტექნიკური რესურსების შესაბამისობაში მოყვანა სკოლის მიზნების მისაღწევად სკოლის ბრენდირება; საკანცელარიო დოკუმენტაციის მოწესრიგება (საკლასო ჟურნალების, ბრძანებების წიგნის, შემოსული და გასული კორესპონდენციის აღრიცხვის წიგნები, პედსაბჭოს მუშაობის ამსახველი დოკუმენტაციის წარმოება, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის მიღებისა და გაცემის წიგნების წამოება, სხვა); ბიბლიოთეკის აქტიური ჩართვა სკოლის ცხოვრებაში; საგნობრივი საკლასო კაბინეტების მოწყობა და მათი აღჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიებით თვალსაჩინო-სააგიტაციო მასალების მოწესრიგება. 7) სკოლის თვითშეფასებისა და მონიტორინგის მექანიზმების შემუშავება 8) სწავლებისა და აღზრდის საქმეში მასტიმულირებელი ბერკეტების მოძიება და გამოყენება მოტივაციის გაზრდა ფინანსური და წახალისების სხვადსავა ფორმებით 9) მშობელთა ჩართულობა, მშობლებსა და სკოლასა შორის თანამშრომლობის გააქტიურება ორმხვრივი კომუნიკაცია სკოლასა და მშობელს შორის; მშობლის მოხალისეობრივ საქმიანობაში მონაწილეობა; მშობელთა სათათბიროს შექმნა. 10) მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამღლება ტრენინგები პედაგოგების თანამშროლობა მასწავლებელთა მონაწილეობა სასერთიფიკაციო გამოცდებში. სკოლის ნორმალური ფუნქციონირების განუყოფელი ნაწილია მისი განვითარების გრძელვადიანი და ერთწლიანი გეგმა, რომლის მიზანია განსაზღვროს სკოლის ხედვა და მისია, მისი გრძელვადიანი მიზნები და მათი მიღწევის საუკეთესო და რეალური საშუალებები. ყოველივე ამისათვის ვაკეთებთ ანალიზს, განვითარების რა სტადიაზე ვიმყოფებით, რა არის ჩვენი სუსტი და ძლიერი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები. ამის შემდეგ ვამუშავებთ სტრატეგიულ მიმართულებებსა და მიზნებს, რომელთა საფუძველზეც სკოლა ადგენს ერთწლიან განვითარების სამოქმედო გეგმას. გეგმა, სკოლის მისიიდან გამომდინარე, ასევე ითვალისწინებს სკოლის საქმიანობის მუდმივ განახლებასა და სრულყოფას, მოსწავლეთათვის სასწავლო პირობების გაუმჯობესებას, კვალიფიციური კადრების მოზიდვას, პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით პერიოდულად გადამზადებას, სკოლის თანამედროვე მატერიალურ – ტექნიკური ბაზის მოდერნიზებას. სკოლის უმთავრესი პრიორიტეტია ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში

Behavior rules and appeal mechanisms1 additional item

Documents

შინაგანაწესი.pdf01/04/2024 11:38:07 · 0.23 MB
Download documents on EMIS
Infrastructure
Finances3 additional items

Documents

ფინანსები.pdf02/04/2024 11:18:03 · 0.04 MB
2024 წლის ბიუჯეტის გეგმა 1.pdf02/04/2024 12:17:38 · 1.12 MB
2024 წლის ბიუჯეტის გეგმა.pdf02/04/2024 12:17:38 · 1.97 MB
Download documents on EMIS