Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ქალაქ ჭიათურის №5 საჯარო სკოლა

იმერეთი · ჭიათურა · ჭიათურა, გოგებაშვილის №12

Register ID#958
Students414
Teachers33
Buildings1
School profile

General information

Principal
ირინე პაპიძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
18/09/2025
Authorization end
18/09/2034
First grade admission

Current capacity information

ჭიათურა, გოგებაშვილის ქ.12

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
60
Available places
30
SEN capacity
6
Available SEN places
6
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

მისია სსიპ ქალაქ ჭიათურის #5 საჯარო სკოლის მისიაა, შექმნას ისეთი უსაფრთხო, თანასწორი (ეთნიკური, რელიგიური, გენდერული...), ინკლუზიური და პოზიტიური სასწავლო გარემო, რომელიც მორგებული იქნება სასკოლო საზოგადოების საჭიროებებზე, შესაძლებლობებსა და ინტერესებზე, სწავლების თანამედროვე და ნოვატორული სტრატეგიების გამოყენებით ხელს შეუწყობს მაღალმორალური, პატრიოტი, სამართლებრივი კულტურის მატარებელი პიროვნების აღზრდას, განუვითარებს მოსწავლეს კრიტიკულ, ანალიტიკურ, შემოქმედებით, თანამშრომლობით უნარებს, რომელიც დაეხმარება მას მრავალფეროვან გარემოში ჰარმონიულად თანააარსებობასა და 21-ე საუკუნის გამოწვევების ღირსეულად გადალახვაში. ხედვა გრძელვადიან პერსპექტივაში სსიპ ქალაქ ჭიათურის #5 საჯარო სკოლა გახდება წარმატებული, ავტორიტეტული და გამოცდილების გამზიარებელი რაიონის სკოლებისთვის, კურსდამთავრებულებს ექნებათ ეროვნული, ტრადიციული და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებისადმი პატივისცემა, ფორმალური და არაფორმალური განათლების შერწყმის გზით, მოსწავლეები მოახდენენ თვითიდენტიფიცირებას, სოციუმში დამკვიდრებასა და სრულფასოვან რეალიზაციას, შეძლებენ მათ გარშემო ლოკალურ თუ გლობალურ დონეზე მიმდინარე პროცესებისა და ფაქტების ობიექტურ შეფასებას, გაიაზრებენ თავიანთ, როგორც მოქალაქის/პიროვნების როლსა და პასუხისმგებლობას და საკუთარ შესაძლებლობებს აქცევენ საზოგადოებისთვის სასარგებლო პროდუქტად, ექნებათ მიმღებლობა, ემპათია და ტოლერანტობა ნებისმიერი განსხვავების მატარებელი ინდივიდისა თუ ჯგუფის მიმართ. ღირებულებები: 1. სასწავლო პროცესის დაგეგმვისას სკოლის პრიორიტეტია, მაქსიმალურად დაიცვას სასკოლო საზოგადოების თითოეული ინდივიდის უფლება და ინტერესი, შექმნას მამოტივირებელი გარემო და უზრუნველყოს ნებისმიერი მოსწავლისა თუ მასწავლებლის შესაძლებლობების რეალიზება და განვითარება. ამისთვის სკოლა ხელმძღვანელობს შემდეგი ღირებულებებით: 1. გამჭვირვალობა: 2. მიუკერძოებლობა: 3. თანასწორობა 4. თანამშრომლობითი კულტურა 5. მოქალაქეობრივი ცნობიერება 6. პროგრესი და ინოვაციურობა:

Structure
Strategic planPlan and performance report

Plan

წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარ-ჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.

Documents

შვიდწლიანი-სტრატეგიული-გეგმა-2025-2031.pdf24/03/2025 14:54:52 · 0.49 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Documents

სასკოლო სასწავლო გეგმა (კონცეპტუალური ნაწილი) 2024-2025.pdf20/06/2025 20:56:41 · 0.58 MB
სკოლის-ერთწლიანი-სტრატეგიული-გეგმა 2024-2025 (1).pdf25/06/2025 10:32:15 · 0.45 MB
სკოლის-ერთწლიანი-სტრატეგიული-გეგმა (შესრულება)2024-2025 სასწავლო წელი.pdf02/09/2025 19:03:07 · 0.44 MB
Download documents on EMIS
Programs and support services4 additional items

სკოლას შემუშავებული და დამტკიცებული აქვს ტრანზიციის დებულება, რომელიც წარმოადგენს მოსწავლის სასწავლო გარემოსთან ადაპტაციის ხელშემწყობ მექანიზმს. ადაპტაციის წესით სკოლა მიზნად ისახავს დაეხმაროს მოსწავლეს შეეგუოს სასწავლო პროცესსა და სასკოლო ცხოვრებას, დაამყაროს წარმატებული კომუნიკაცია სასკოლო საზოგადოებასთან და ჰქონდეს შესაძლებლობა, ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში. დამრიგებელი ახლად ჩარიცხულ მოსწავლეს აცნობს თავის უფლება-მოვალეობებს, შინაგანაწესს, მოსწავლის ქცევის კოდექსს და სხვა საჭირო შიდა აქტებს, ასევე, სკოლაში ქცევის ზოგად წესებს და უსაფრთხოების ინსტრუქციებს. ამას გარდა, სკოლა სრულ მზაობას გამოხატავს სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა ადაპტირებისა და საფეხურებრივ ტრანზიცირების წარმატებით განხორციელებისთვის; სკოლა კანონმდებლობით დადგენილი წესით და სათანადო კვალიფიკაციის მქონე პერსონალის მეშვეობით უზრუნველყოფს დამატებითი/არაფორმალური აქტივობების წახალისებასა და მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერას; კერძოდ, სკოლაში მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, გამოიჩინონ ინიციატივები, დაგეგმონ და განახორციელონ პროექტები მათი ინტერესების შესაბამისად. სკოლა ზრუნავს ასეთი ინიციატივების მხარდაჭერასა და წახალისებაზე. აღსანიშნავია, რომ სკოლაში არსებული სამოქალაქო კლუბისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ხელშეწყობით, სკოლა მიზნად ისახავს, მოსწავლეებს მისცეს მათი პოტენციალის აღმოჩენის და განვითარების საშუალება, სამოქალაქო ცნობიერების, ციფრული, სახელოვნებო, სპორტული თუ სხვა მიმართულებით.

Documents

ვერიფიკაციის შესახებ.pdf22/04/2025 14:00:03 · 0.11 MB
რემედიაცია.pdf22/04/2025 14:05:46 · 0.07 MB
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა და სახელმძღვანელო პრინციპები.pdf02/09/2025 18:40:28 · 1.62 MB
ტრანზიციის დებულება.pdf02/09/2025 18:40:28 · 0.15 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms9 additional items

სსიპ ქალაქ ჭიათურის № 5 საჯარო სკოლის ქცევის წესები, გასაჩივრებისა და აპელაციის მექანიზმები განსაზღვნულია სკოლის შინაგანაწესითა და დირექტორის ბრძანებით დამტკიდებული ,,განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესით“.

Documents

გასაჩივრების პროცედურები.pdf09/04/2025 15:55:59 · 0.09 MB
კანონიერი უფლებების დაცვა რედაქტირებული 2024-2025.pdf17/04/2025 14:19:36 · 0.21 MB
ბიბლიოთეკის მუშაობის წესი..pdf17/04/2025 14:19:36 · 0.09 MB
ლაბორატორიით სარგებლობის წესი.pdf17/04/2025 14:19:36 · 0.07 MB
მოსწავლეთა მხარდაჭერის მექანიზმი.pdf17/04/2025 14:19:36 · 0.09 MB
შინაგანაწესი.pdf20/06/2025 20:58:10 · 0.26 MB
2-199 მოსწავლის, პერსონალის, მშობლის-კნონიერი წარმომადგენლის უფლებების დაცვის შესახებ.pdf20/06/2025 20:58:10 · 5.75 MB
მოსწავლეთა ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წე.pdf20/06/2025 21:00:14 · 0.22 MB
ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის მექანიზმი.pdf02/09/2025 18:33:20 · 1.64 MB
Download documents on EMIS
Infrastructure
Finances1 additional item

სკოლის ბიუჯეტი საშუალებას გვაძლევს, სასკოლო და სტრატეგიული გეგმით განსაზღვრული მიზნები და მისი განხორციელების პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს და უზრუნველყოს სკოლის სამოქმედო გეგმაში გაწერილი ამოცანების შესრულება. სკოლაში ბიუჯეტის და შესყიდვების გეგმის შემუშავებისას ხდება ყველა სტრუქტურული ერთეულის ინტერესების გათვალისწინება. სკოლა თანხებს განკარგავს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად, რომელიც ასევე იძლევა, კანონმდებლობიდან გამომდინარე, ცვლილების შეტანის ნებართვას და ახდენს ბიუჯეტის ხარჯვის მონიტორინგს. ფინანსური რესურსების მართვა და ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა ხორციელდება ეფექტიანად და საჭიროებიდან გამომდინარე.

Documents

დანართი 3.7.1.1. სკოლის ბიუჯეტი 2025 წ.pdf17/04/2025 13:54:38 · 1.91 MB
Download documents on EMIS