თბილისი, გლდანი-ნაძალადევი, დ. გურამიშვილის ქ. №29
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 175
- Available places
- 54
- SEN capacity
- 18
- Available SEN places
- 12
თბილისი · გლდანი-ნაძალადევი · თბილისი, გლდანი-ნაძალადევი, დ. გურამიშვილის ქ. №29
Open a section to view its text, related links, and document listing.
მისია: ჯანსაღ, უსაფრთხო და პოზიტიურ სასკოლო გარემოში ხარისხიანი განათლებითა და საზოგადოებრივი მეცნიერებების გაძლიერებული სწავლების მხარდაჭერით აღვზარდოთ კონკურენტუნარიანი, გლობალური და ეროვნული ღირებულებების დამცველი მოქალაქეები. ხედვა: სსიპ ქალაქ თბილისის N114 სკოლა შეძლებს მოსწავლეთა აღჭურვას 21-ე საუკუნის კომპეტენციებითა და გლობალურ-ფუნქციური უნარებით, რასაც მივაღწევთ ინოვაციური და ტრადიციული სწავლების მეთოდებით, სტრატეგიებითა და მიდგომებით. კურსდამთავრებულები მეტაკოგნიციის საშუალებით შეძლებენ განათლების უწყვეტ პროცესში ორგანულ ჩართვას, რითაც თავს შრომის ბაზარზეც, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიო მასშტაბით. ღირებულებები: 1. თანამშრომლობა; 2. გუნდურობა; 3. გამჭირვალობა; 4. დემოკრატია; 5. ობიექტურობა; 6. განვითარება და ინოვაციურობა.
სსიპ ქალაქ თბილისის N114 საჯარო სკოლას აქვს შინაგანაწესი შემუშავებული და შეთანხმებული სასკოლო საზოგადოებასთან და დამტკიცებული სამეურვეო საბჭოს მიერ, რომლის დაცვის და აღსრულების უზრუნველსაყოფად იგი გაზიარებულია სასკოლო საზოგადოებისათვის. სკოლაში შექმნილია მოსწავლის ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის ჯგუფი, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს სასკოლო გარემოში ადაპტაციასა და აკადემიური შედეგების გაუმჯობესებაში. მოსწავლეთა ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის ჯგუფის მიზანია მოსწავლეთა კეთილდღეობაზე ზრუნვა. ამ პროცესებში აქტიურად არიან ჩართულნი კლასის დამრიგებლები, დირექტორის მოადგილე მოსწავლეთა ფსიქო-ემოციური მხარდაჭერის მიზნით- სკოლას ჰყავს სოციალური მუშაკი, რომელიც არის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის წარმომადგენელი. სკოლას შემუშავებული აქვს ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია, რომელიც არეგულირებს ოჯახში და მის გარეთ ბავშვზე ძალადობასა და მის დაცვას ყველა ფორმისგან; სკოლას გაწერილი აქვს მოსწავლის ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის, გასაჩივრების, მოსწავლეთა ადაპტაციის, კონსულტირების- გამჭვირვალე და მკაფიო კანონმდებლობის შესაბამისი მექანიზმები; სკოლის მოსწავლეები ჩართულები არიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მოსწავლეს აქვს ხმის უფლება მისი სასკოლო ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში, მათ შორის: • კურიკულუმი, მაგ., შესასწავლი საკითხების, არჩევითი საგნების შესახებ; • სწავლა და სწავლება, მაგ., დისტანციური სწავლების, საკლასო ოთახის წესების შესახებ; • სკოლის პოლიტიკა, მაგ., გენდერული თანასწორობის, დისციპლინური პროცედურების შესახებ; • სკოლის ინფრასტრუქტურა და ფიზიკური გარემო, მაგ., გათბობის, ავეჯის შესახებ; • რესურსები, მაგ., სახელმძღვანელოების შესყიდვის, კომპიუტერების გამოყენების შესახებ; • კლასგარეშე აქტივობები, მაგ., კლუბების, საზოგადოებრივი პროექტების შესახებ; • ყოველდღიური სასკოლო ცხოვრება, მაგ., სკოლის წესების, ფორმის ტანსაცმლის შესახებ. მოსწავლეებს ეს ეხმარება: • თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაში; • ხელს უწყობს მათ სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში; • თავს აგრძნობინებს სასკოლო საზოგადოების ღირსეულ წევრად, რომელსაც საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია; • ავითარებს მათ კომპეტენციებს აქტიური მოქალაქეობისთვის; • აუმჯობესებს მათ მიღწევებს სასკოლო საგნებში; • ასწავლის მათ იმ უნარებს და დამოკიდებულებებს, რომლებიც საჭიროა სამუშაო ადგილზე წარმატების მისაღწევად; ჩვენი სკოლისთვის მნიშვნელოვანია მშობლებთან თანამშრომლობა-ინფორმირებულობა, მასწავლებელთა, საზოგადოების და სოციალური მუშაკის ჩართულობის გზით. მშობლებთან ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად სკოლა მიმართავს რეგულარულ არაფორმალურ შეხვედრებს, რაც არის საწინდარი სკოლაში პოზიტიური გარემოს შექმნის. 2024-25 სასწავლო წლიდან, სკოლაში ფუნქციონირებს დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება შემდეგ დისციპლინებში: 1. ქართული ცეკვის წრე; 2. ფეხბურთის წრე; 3. კალათბურთის წრე; 4. გახანგრძლივებულის წრე. 5. მუსიკის წრე
მოსწავლის ქცევის კოდექსი მოსწავლის ქცევის კოდექსი არეგულირებს მოსწავლის ქცევის წესებს, რომლებსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში, აგრეთვე სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს. მოსწავლის ქცევის წესები მუხლი 4. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება 1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. 2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს. მუხლი 5. მოსწავლეებთან დამოკიდებულება მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. მუხლი 6. მოსწავლის ჩაცმის წესი მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით. მუხლი 7. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს 1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე. 2. გაკვეთილზე ყოფნისას მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები. 3. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე. 4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით. 5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. 6. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად. 7. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას. 8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე. 9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას. 10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მუხლი 8. სკოლაში აკრძალული ნივთები მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით: ა) თამბაქოს ნაწარმი; ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; გ) სანთებელა ან ასანთი; დ) ალკოჰოლური საშუალებები; ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს; ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; ზ) აზარტული თამაშის საშუალებები; თ) უხამსობის ამსახველი ნივთები; ი) ნარკოტიკული საშუალებები; კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები; ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე. მუხლი 9. პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას “ზოგადი განათლების შესახებ„ საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
წარმოგიდგენთ სსიპ -ქალაქ თბილისის N114 საჯარო სკოლის 2024 წლის ფინანსური საქმიანობის შესახებ ანგარიშს. ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორი თანხებს განკარგავს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის ბიუჯეტის მიხედვით. სამეურვეო საბჭოს მიერ 2023 წლის ბოლოს დამტკიცდა 2024 წლის ბიუჯეტი, რომელიც დაგეგმილი იყო რეალური გათვლებისა და გაანგარიშების საფუძველზე, როგორც შემოსავლით, ისე ხარჯვით ნაწილში. 2024 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში გათვალისწინებული იყო როგორც ვაუჩერული დაფინანსებიდან, ისე ეკონომიკური საქმიანობიდან მისაღები სავარაუდო შემოსავლები. აღსანიშნავი, რომ ეკონომიკური საქმიანობიდან მისაღებ შემოსავლები, გასულ წელთან შედარებით გაიზარდა. გაზარდა მოთხოვნა სკოლის ფართების გაიჯარებაზე, ასევე, სხვადასხვა ფასიან წრეებზე. 2024 წლის ბიუჯეტში, წინა წლიდან გადმოსული ნაშთი შეადგენდა 56815 ლარს. 2024 წლის დასაწყისში, ბიუჯეტი ჯამურად განისაზღვრა 1018622 ლარით. 2024 წლის ბიუჯეტში რამდენჯერმე შევიდა ცვლილება საკანონმდებლო ცვლილებების გამო, ვაუჩერული დაფინანსების გაზრდის გამო მოსწავლეთა რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით. შესაბამისად, შეიცვალა ბიუჯეტის შემოსავლისა და ხარჯვითი ნაწილი. საჭიროებებდან გამომდინარე, წლის განმავლობაში სკოლამ შეისყიდა სხვადასხვა მომსახურება, რაც ბიუჯეტის ცვლილების საფუძველი გახდა. აგრეთვე, ცვლილება შევიდა გრანტის სახით მიღებული შემოსავლების ასახვის მიზნით. სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სკოლას ჩაერიცხა თანხა 13700 რამაც ასევე ასახვა ჰპოვა სკოლის ბიუჯეტში. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №541 დადგენილებით ცვლილება შევიდა „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილებაში. ცვლილება ამოქმედდა 2024 წლის 1 იანვრიდან. ცვლილების თანახმად გაიზარდა ერთ მოსწავლეზე გათვლილი სტანდარტული ვაუჩერისა და საბაზო დაფინანსების ოდენობა. ასევე გაიზარდა დაფინანსება ექიმის ხელფასებისთვის. რის შედეგადაც სკოლის ყოველთვიური საბიუჯეტო შემოსავლის ოდენობა გაიზარდა. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 28 ივნისის №211 დადგენილებით ასევე განხორციელდა ცვლილება „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილებაში, რომელიც ძალაში შევიდა 2024 წლის 1 ივლისიდან. ცვლილების თანახმად შემცირდა სტადარტული ვაუჩერის ოდენობა და საბაზო დაფინანსების ოდენობა. თუმცა, სკოლა ყოველთვიურად იღებს დამატებით დაფინანსებას, რომლითაც ანაზღაურდება საჯარო სკოლის თითოეული მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო, წამყვანი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლისა და მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ფუნქციური დანამატის ხარჯები და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპენსიო შენატანისთვის − დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტი. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 19 ივნისის No108/ნ ბრძანებით დამტკიცდა „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობები“, რომლის საფუძველზე გაიზარდა მასწავლებლის შრომის ანაზღაურება. აღნიშნლი ცვლილბებიდან გამომდინარე განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები 2024 წლის სკოლის ბიუჯეტში. 2024 წლის თებერვალში ცვლილება განხორციელდა სკოლის ბიუჯეტში ახალი საშტატო განრიგის დამტკიცებასთან დაკავშირებით. კერძოდ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შეთანხმებულ იქნა სსიპ ქალაქ თბილისის N-- საჯარო სკოლის ახალი საშტატო განრიგი რომელიც გავრცელდა 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. ახალი საშტატო განრიგის თანახმად გაიზარდა სკოლის ადმინისტრაციისა და ტექნიკური პერსონალის, მათ შორის სკოლის ექიმის თანამდებობრივი სარგო. სამედიცინო კაბინეტში/კაბინეტებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული სკოლის ექიმის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 720 ლარის, ოდენობით ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილება განხორციელდა ბიუჯეტში. 2024 წლის სკოლის შემოსავლები და გადარიცხვითი ოპერაციები განხორციელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და ბიუჯეტის მუხლების მიხედვით. სკოლის 2024 წლის 01 იანვრიდან 01 დეკემბრის ჩათვლით მიღებულმა შემოსავალმა ჯამში შეადგინა 881951 ლარი, საიდანაც ლარი შეადგენს საბიუჯეტო დაფინანსებას, მათ შორის 84969 ლარი 23100 სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლების დაფინანსების თანხას. სკოლის არასაბიუჯეტო შემოსავლებმა შეადგინა 19161 ლარი, მათ შორის, იჯარიდან მიღებულმა შემოსავლებმა 0 ლარი, სხვა შემოსავალმა შეადგინა 0 ლარი. სკოლაში 2024 წლის განმავლობაში ფუნქციონირებს რამდენიმე წრე, საიდანაც 01 დეკემბრის მდგომარეობით საერთო შემოსავალმა შეადგინა 19161 სამედიცინო კაბინეტში/პუნქტში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული თითოეული პირის შრომის ანაზღაურებისათვის, სკოლის ექიმის ხელფასის სახით ჩაერიცხა 7920 ლარი.