ზესტაფონი, სოფ. ზედა საქარა
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 16
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
იმერეთი · ზესტაფონი · ზესტაფონი, სოფელი ზედა საქარა
Open a section to view its text, related links, and document listing.
სსიპ ილია აბულაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის საჯარო სკოლის მისია სსიპ ილია აბულაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის საჯარო სკოლის მისია უზრუნველყოფს სწავლებისა და მოსწავლეთა აღზრდის მაღალ სტანდარტებს. ასევე ურთიერთთანამშრომლობას , ინოვაციურ და შემოქმედებითი სასწავლო გარემოს შექმნას, პროფესიულ ზრდას , მოზარდებში უფლებებისა და მოვალეობების ღრმად გააზრების პროცესს, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, წიგნიერების დონის ამაღლებას, რაც მოზარდს მომავალში შესძენს ცოდნასა და კრიტიკული აზროვნების უნარებს. სსიპ ილია აბულაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის საჯარო სკოლის ხედვა სსიპ ილია აბულაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის საჯარო სკოლის ხედვაა რომ კურსდამთავრებულთა უმეტესი ნაწილი იყოს კონკურენტუნარიანი კადრი საზოგადოების მოთხოვნების შესაბამისად. სკოლა ზრუნავს , რომ მის ბაზაზე შექმნილი იყოს მუდმივ განვითარებაზე დაფუძნებული ცოდნის კერა და ხელს უწყობს თავისუფალი და შესაბამისი განათლებისა და უნარების მქონე მოქალაქის ჩამოყალიბებას. სკოლის ყველა მოსწავლემ განათლება უნდა მიიღოს ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და სოციალურად უსაფრთხო გარემოში. სსიპ ილია აბულაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის საჯარო სკოლის ღირებულებები სკოლის ღირებულებებია: სამართლიანობა, რადგან სკოლა აღიარებს სამართლიანობის პრინციპს და საქმიანობას წარმართავს კანონმდებლობის შესაბამისად. თანამშრომლობითი მართვა, რადგან სკოლაში გადაწყვეტილების მიღების პროცესი არის ობიექტური, გამჭირვალე და მიუკერძოებელი. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთვება ყველა მსურველი, რომელზეც აისახება ეს გადაწყვეტილება. პასუხისმგებლობა, რადგან ყველა სუბიექტი-მშობელი, მასწავლებელი, მოსწავლე იაზრებს პასუხიმგებლობას საკუთარი უფლებებისა და მოვალეობებიდან გამომდინარე. ეფექტურობა, რადგან სკოლა ეფექტურად განკარგავს ფინანსურ, ადამიანურ და მატერიალურ რესურსებს, ორიენტირებულია შედეგზე და აფასებს პროფესიონალიზმს. პროფესიული განვითარება, რადგან სკოლა მუდმივად ზრუნავს სკოლის პერსონალის პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე, აფასებს გუნდურობასა და კოლეგიალობას. უსაფრთხოება, რადგან სკოლა ქმნის უსაფრთხო გარემოს, იცავს ეთიკის ნორმებსა და შინაგანაწესს.
სსიპ ილია აბულაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის საჯარო სკოლა ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით,საბაზო და საშუალო საფეხურზე, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად. სკოლის საგანმანათლებლო საქმიანობა ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს, საჯარო სკოლის წესდებას, განათლების ეროვნულ მიზნებს, ეროვნულ სასწავლო გეგმას, სკოლის შინაგანაწესს და სხვა სამართლებრივ აქტებს. სკოლის სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, მრცეველთა საბჭოს, კათედრებს, მოსწავლეთა თვითმმართველობას და დისციპლინურ კომიტეტს.
წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.
სსიპ ილია აბულაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის საჯარო სკოლის ერთწლიანი გეგმა და სასკოლო სასწავლო გეგმა
სსიპ ილია აბულაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის საჯარო სკოლის ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმების შესახებ სკოლაში მოქმედებს შინაგანაწესი და დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები,
სსიპ ილია აბულაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის საჯარო სკოლა არის ახალი აშენებული და სრულიად კეთილმოწყობილი
2023 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია 2022 წლის 27 დეკემბრის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე.