Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვას საჯარო სკოლა

იმერეთი · თერჯოლა · თერჯოლა, სოფელი სიქთარვა

Register ID#920
Students122
Teachers23
Buildings1
School profile

General information

Principal
ია კვატაია
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
16/10/2023
Authorization end
16/10/2032
First grade admission

Current capacity information

თერჯოლა, სოფ. სიქთარვა

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
30
Available places
20
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

სკოლის მისია სსიპ თერჯოლის მინიციპალიტეტის სოფელ სიქთარვას საჯარო სკოლის მისიაა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესაბამისად, განათლების ხარისხის ამაღლება და მუდმივი განახლება; ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი ახალგაზრდების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და კვლევისათვის აუცილებელი გარემოსა და პირობების შექმნა. ხედვა სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვას საჯარო სკოლის მომავლის ხედვაა, რომ იგი იყოს მყარი და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ცოდნის კერა. თანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად, ზრუნავდეს თავისუფალი და კომპეტენტური ადამიანის ჩამოყალიბებაზე. წვლილი შეჰქონდეს ქვეყნის სამეცნიერო, კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. ღირებულებები განცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა ყოველმა ცალკეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: • ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს წარმატება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია პატიოსნება და კეთილსინდისიერება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია მიუკერძოებლობა; . ჩვენ ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას; • ჩვენ გვესმის, რომ ვაკეთებთ საერთო საქმეს და ვართ ჩვენი სკოლის ერთგულნი; • ჩვენ ვნერგავთ ინოვაციურ მიდგომებს და ვითვალისწინებთ წარსულ გამოცდილებას; • ჩვენ ვზრუნავთ სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხზე; • ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებრივ ინტერესსა და საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას; • ჩვენ ვაფასებთ ინიციატივას და ვზრუნავთ მის მუდმივ გაუმჯობესებაზე; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია მუდმივი პროფესიული ზრდა და განვითარება; • ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად და ვიცავთ კოლეგიალობას; • ჩვენ ვართ შედეგზე ორიენტირებული და ვითვალისწინებთ გაწეულ ხარჯსა და მიღებულ სარგებელს.

StructureText information

1. სკოლის სტრუქტურული ერთეულებია: 1.1. დირექცია; 1.2. პედაგოგიური საბჭო; 1.3. სამეურვეო საბჭო; 1.4. მოსწავლეთა თვითმმართველობა; 1.5. დისციპლინური კომიტეტი. 1.6. ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი 1.7. მრჩეველთა საბჭო 1.8. საგნობრივი კათედრები გარდა ამისა, სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვას საშტატო განრიგით გათვალისწინებულია 1 ბუღალტერი, 1 საქმისმწარმოებელი, 1 ბიბლოთეკარი, 1 სპეცმასწავლებელი, 2 ასისტენტი, 1 ექიმი, 2 დარაჯი და 2 დამლაგებელი

Strategic planPlan and performance report

Documents

2023-2030-სტრატეგიული-განვითარების-გეგმა.pdf12/09/2023 17:55:19 · 0.28 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Documents

ერთწლიანი-სამოქმედო-გეგმა-2023-2024.pdf12/09/2023 17:58:42 · 0.17 MB
ერთწლიანი-სამოქმედო-გეგმა-2024-2025.pdf04/12/2025 15:31:25 · 0.31 MB
ერთწლიანი-სამოქმედო-გეგმა-2025-2026-.pdf04/12/2025 15:31:25 · 0.31 MB
Download documents on EMIS

Documents

2023-2024 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში.pdf04/12/2025 15:31:25 · 0.04 MB
2024-2025 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანალიზი.pdf04/12/2025 15:31:25 · 0.04 MB
Download documents on EMIS
Programs and support servicesText information

სკოლაში მოქმედებს მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები. 2023 წლიდან სკოლა ჩართულია ,,მშვიდობის კორპუსის“ პროგრამაში და სკოლასთან თანამშრომლობს ,,მშვიდობის კორპუსის“ მოხალისე. სკოლა ახორციელებს ინკლუზიური განვითარების პროგრამას, გვყავს 4 სსსმ მოსწავლე. მოსწავლეთა თვითმმართველობისა და მასწავლებლების მიერ შექმნილია კლუბები. სისტემატურად იმართება ინტელექტუალური თამაშები.

Behavior rules and appeal mechanismsText information

სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვას საჯარო სკოლის ქცევის წესები, გასაჩივრებისა და აპელაციის მექანიზმები განსაზღვნულია სკოლის შინაგანაწესითა და დირექტორის ბრძანებით დამტკიდებული ,,განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესით“.

InfrastructureText information

2020-2021 სასწავლო წლიდან სკოლა ახალ შენობაშია. ინფრაქტრუქტურა მოწესრიგებულია. ორსართულიანი შენობის პირველ სართულზე განლაგებულია პირველ-მეექვსე კლასის საკლასო ოთახები, კომპიუტერული ლაბორატორია,ექიმის ოთახი, დირექტორის, საქმისმწარმოებლის, ბუღალტრისა და არქივის ოთახები. მეორე სართულზე მეშვიდე-მე-12 კლასის საკლასო ოთახები, რესურსოთახი, სამასწავლებლო, ინგლისურის კაბინეტი, ბიბლიოთეკა საცავით და ერთი თავისუფალი ოთახი. ოროვე სართულზე არის სველი წერტილები. შენობა ადაპტირებულია-ლიფტით, პანდუსებით და ადაპრირებული სველი წერტილებით. სკოლას აქვს სარდაფი. ეზოს გარე პერიმეტრი შემოღობილია, აქვს ერთი შემოსასვლელი, გათბობა ბუნებრივი აირითაა, ელექტროგაყვანილობა და წყლის სისტემა მოწესრიგებულია. ეზოში არის სპორტული მოედანი.

FinancesText information

სკოლის ბიუჯეტი 2023 წელს შეადგენს 446245 ლარს შრომის ანაზღაურებაზე გაიცემა 382016 ლარი კომუნალური გადასახადები არის 16150 ლარი 48079 ლარი სკოლის განვითარებისთვის მიმართული სხვადასხვა ხარჯი