თბილისი, გლდანი-ნაძალადევი, ც. დადიანის ქ. №160
- Sector
- ქართული
- Shift
- 2
- Total capacity
- 125
- Available places
- 14
- SEN capacity
- 13
- Available SEN places
- 10
თბილისი · გლდანი-ნაძალადევი · თბილისი, გლდანი-ნაძალადევი, ც. დადიანის ქ. №160
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისიაა მოსწავლეებისათვის თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული განათლების მიცემა, მოსწავლეებში სწავლისა, გამომგონებლობის, საინფორმაციო, მედია, ტექნოლოგიური, სასიცოცხლო და კარიერული უნარ-ჩვევების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს მათ დამკვიდრებას, თანამედროვე სამყაროში ადაპტაციას. სკოლის საზოგადოება თანხმდება, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამართლიანობასა თანასწორობაზე დამყარებული ჰარმონიული ურთიერთობებია. ჩვენი მიზანია თითოეულმა მოსწავლემ მიაღწიოს მაღალ აკადემიურ მაჩვენებელს, რომ მან დამოუკიდებლად რეპეტიტორის გარეშე შეძლოს განათლების მიღება საქართველოსა და მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტებში. გამოიმუშაოს პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი. მოსწავლეებს ჰქონდეთ ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და დემოკრატიული ღირებულებების მიმართ პასუხისმგებლობისა და პატივისცემის გრძნობა. მიგვაჩნია, რომ მომავალი თაობა უნდა იყოს ლოგიკურად და კრიტიკულად მოაზროვნე, ობიექტური თვითშეფასების, პასუხისმგებლობის, დამოუკიდებელი უნარ-ჩვევებისა და მაღალი სამოქალაქო ღირებულებების მქონე , რომელიც შეძლებს სოციუმში თვითდამკვიდრებას, მიღებული ცოდნის რეალიზებას და მზად იქნება მომავალი განვითარებისთვის. ჩვენ მოსწავლეებს დავეხმარებით ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში, ინდივიდუალიზმის გამოვლენაში, განუვითრებთ კრიტიკულ სიტუაციაში მოქმედების უნარს და ხელს შევუწყობთ ციფრული კომპეტენციების განვითარებას, რაც მათ დაეხმარება გახდნენ თანამედროვე მოქალაქეები, შექმნან ქვეყნისთვის სასიკეთო მატერიალური , სულიერი, თუ ინტელეტუალური პროდუქტი. 2023-2024 სასწავლო წლის სკოლის სასკოლო სასწავლო გეგმა შედგენილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის N40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე. სკოლაში საგანმანათლებლო პროცესი მიმდინარეობს ქართულ ენაზე, დაწყებით (I-VI კლასები), საბაზო (VII-IX კლასები) და საშუალო (X-XII კლასები) საფეხურზე დაწყებითი საფეხურის მისიაა: ა) საგანთა თანამიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა; ბ)საბაზისო უნარების წიგნიერების განვითრების ხელშეწყობა. გ) სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდა და მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთვის. საბაზო საფეხურის მისიაა საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება, აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა და საფუძველების შექმნა განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის ან შრომითი საქმიანობისთვის. საშუალო საფეხურის მისიაა: ა) საგანთა სწავლების გზით სისტემური ცოდნის კონსტრუირება; ბ) მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია. სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები წარმოაჩენს სკოლის როლს თემში, ორიენტირებულია სასკოლო საზოგადეობის უსაფრთხო და პიროვნულ განვითარებაზე და ქმნის სოციო-კულტურულ სივრცეს. სკოლის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს თემთან ურთიერთობა და მშობელთა ჩართულობის გაზრდა. ამისათვის სკოლაში პერიოდულად ხორციელდება სასკოლო პროექტები, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება აქტივობები მშობელთა ჩართულობით, სკოლას სტუმრობენ სხვადსხვა სფეროს წარმატებული ადამიანები. აღნიშნული ხელს უწყობს სკოლის მისიის, ხედვისა და ღირებულებების უზრუნველყოფას და ამასთანავე თემში ქმნის სოციო-კულტურულ სივრცეს, რომელიც ორიენტირებულია სასკოლო საზოგადოების უსაფრთხო და პიროვნულ განვითარებაზე.
ჩვენი სკოლის სტრუქტურა მოიცავს: დირექციას (დირექტორი, დირექტორის მოადგილეები, ბუღალტერი); ადმინისტრაციას (მატ.ტექნიკური უზრუნვეყოფის კოორდინატორი, საქმისმწარმოებელი, ბიბლიოთეკარი, საინფორმაციო მენეჯერი, ინკლუზიური განათლების სპეციალისტები, ფსიქოლოგი) ; პედაგოგიურ საბჭოს (77 პედაგოგი); საგნობრივ კათედრებს, სამეურვეო საბჭოს, მრჩეველთა საბჭოს, დისციპლინურ კომიტეტს, ტექნიკურ პერსონალს - დარაჯს, ცეცხლფარეშს და მუშას; მოსწავლეთა თვითმმართველობას . სკოლას ჰყავს მანდატურის სამსახური, სკოლის ექიმი.
სკოლის ან მისი პერსონალის მიერ გავრცელებული ინფორმაცია პროგრამების, სერვისების, აქტივობების, რესურსების შესახებ არის კანონმდებლობის შესაბამისი, გამჭვირვალე.
სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლის კანონით გათვალისწინებული უფლებების დაცვასა და გარანტიას. სკოლაში შემუშავებულია შინაგანაწესი, სადაც გაწერილია მოსწავლეთა უფლებები და მოვალეობები, მათი წახალისების ფორმები. მოქმედებს მოსწავლეთა თვითმმართველობა, როგორც საშუალო ისე საბაზო საფეხურზე. ქმნიან სხვადასხვა კლუბებს. ამასთანავე, მოსწავლეთა თვითმმართველობა მონაწილეობს დისციპლინურ კომიტეტში და სამეურვეო საბჭოში. სადაც მოსწავლეები ახდენენ თავიანთი უფლებებისა დაცვისა და გარანტიების უზრუნველყოფას. სკოლას მოსწავლესთან/მის კანონიერ წარმომადგენელთან გაფორმებული აქვს კანონმდებლობის შესაბამისი ხელშეკრულებები. კანონით გათვალისწინებული უფლებების დაცვასა და სასკოლო რეგულაციების გამჭვირვალობას უზრუნველყოფს სკოლა. მოსწავლის კანონით გარანტირებული უფლებების დაცვის ამსახველი დოკუმენტები როგორიც არის სკოლის შინაგანაწესი და მოსწავლეთა ქცევის კოდექსი, გამოკრულია თვალსაჩინო ადგილზე, იგივე დოკუმენტი დამრიგებლის მიერ განხილულია მშობელთა კრებაზე და ატვირთულია სოციალურ ქსელში, რომელსაც ეცნობიან მშობლები და ბავშვები. შინაგანაწესს იცნობს სკოლის ყველა თანამშრომელი და მშობელი, აღნიშნულის გაცნობის უფლება აქვს ყველა დაინტერესებულ პირს, მისი გაცნობა ხდება მშობლებისათვის დამრიგებლის მეშვეობით პირველსავე კლასის საათზე. დირექციის წარმომადგენლებთან ერთად, ხდება შინაგანაწესისა და მოსწავლის ქცევის კოდექსის მთავარი პუნქტებისა და ცვლილებების გაცნობა.
სკოლა სასწავლო პროცესს აგრძელებს სსიპ ქალაქ თბილისის N142 და N159 საჯარო სკოლების შენობებში. სკოლის მატერიალური რესურსი და ინფრასტრუქტურა გამოიყენება დაწესებულების მისიით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად და შეესაბამება არსებულ და/ან დაგეგმილ მოსწავლეთა რაოდენობას. სკოლა უზრუნველყოფს საგანმანთლებლო საქმიანობისთვის შესაბამის ინფრასტრუქტურასა და მატერიალურ რესურსს დადგენილი მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გათვალისწინებით; დაწესებულების ინფრასტრუქტურა, მათ შორის საერთო სარგებლობის სივრცეები და მატერიალური რესურსი ხელმისაწვდომია სასკოლო საზოგადოების წევრებისთვის; სკოლის ინფრასტრუქტურა ქმნის სწავლის ინკლუზიურ გარემოს; სკოლის ინფრასტრუქტურა ემსახურება სკოლის სოციო-კულტურულ სივრცედ ჩამოყალიბებას;
სკოლა თანხებს განკარგავს დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად.