თბილისი, გლდანი-ნაძალადევი, ც. დადიანის ქ. №189
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 100
- Available places
- 0
- SEN capacity
- 10
- Available SEN places
- 9
თბილისი · გლდანი-ნაძალადევი · თბილისი, გლდანი-ნაძალადევი, ც. დადიანის ქ. №189
Open a section to view its text, related links, and document listing.
სსიპ ქალაქ თბილისის N10 საჯარო სკოლის მისიაა, კრიტიკული, შემოქმედებითი აზროვნების და მუდმივად ცვალებად გარემოში ადაპტაციის უნარის მქონე მოსწავლის აღზრდა. სკოლის ხედვა სსიპ ქალაქ თბილისის N10 საჯარო სკოლის ხედვაა: სკოლის აღჭურვა უნივერსალური დიზაინის სივრცეებით. სასკოლო პროექტების, აქტივობების განხორციელება თანატოლგანმანათლებლის პრინციპებზე დაფუძნებული მიდგომებით. სამი მეგა-პროექტის განხორციელება ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით (საშუალო საფეხურის მოსწავლეთა მინიმუმ 50% შეძლებს მარტივი პროგრამირების კოდის წერას, ალგორითმების გამოყენებით). სკოლა იქნება ჭკვიანი SMART ტექნიკით აღჭურვილი, ექნება შემუშავებული საკუთარი ინტერნეტ სივრცეების (ვებ გვერდის, სოციალური ქსელების, ბლოგების, შიდა სასკოლო პლატფორმების) მართვის მექანიზმები“. სკოლის ღირებულებები სსიპ ქალაქ თბილისის N10 საჯარო სკოლის ღირებულებებია: დემოკრატიულობა - ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოსწავლის, მასწავლებლის, მშობლის ხმა. თანამშრომლობა/გუნდურობა - ჩვენ ვაყალიბებთ სასკოლო კულტურას, რომელიც დაფუძნებულია თანამშრომლობა/გუნდურობაზე. სანდოობა - ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების ნდობა. სკოლა დაფუძნებულია, ღია, გახსნილ ურთიერთობებზე, ღიაობა - სკოლა ხელს უწყობს ღია, მეგობრული და უსაფრთხო გარემოს შექმნას, რაც მოსწავლეს უყალიბებს სკოლისადმი მიკუთვნებულობის განცდას. ხოლო, მასწავლებელს ისეთი სასწავლო-სააღმზრდელო გარემოს შექმნას, რომელიც ეხმარება მოსწავლეს ინდივიდუალური უნარების გამოვლენაში და საკუთარი ძალების რეალიზებაში. ინოვაციურობა - უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა სკოლის საგანმანათლებლო პროცესში ჩართული ყველა რგოლისათვის. ჩვენ გვაქვს ინოვაციური იდეები, ინოვაციური მიდგომები სასწავლო პროცესში. ინოვაციურად ვუდგებით გამოწვევებს, პრობლემების გადასაჭრელად, ვიყენებთ ინოვაციურ გზებს.
.