Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საქარის საჯარო სკოლა

იმერეთი · ზესტაფონი · ზესტაფონი, სოფელი ქვედა საქარა

Register ID#908
Students125
Teachers23
Buildings1
School profile

General information

Principal
თეონა ურიადმყოფელი
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
23/10/2023
Authorization end
23/10/2032
First grade admission

Current capacity information

ზესტაფონი, სოფ. ქვედა საქარა

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
17
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

მისია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საქარის საჯარო სკოლა არის საჯარო სკოლის სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უსაფრთხო გარემოში, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებით,უზრუნველყოფს სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი თაობის მომზადებას, ცხოვრების შემდგომი ეტაპისთვის აღჭურვილი შესაბამისი უნარებით. ხედვა სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საქარის საჯარო სკოლის პოზიტიური გარემო ზრუნავს თითოეული მოსწავლის ჯანსაღი ,ფიზიკური და სულიერი განვითარებისთვის, რაც ხელს შეუწყობს მომავალში მათ თავისუფალ და ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. ღირებულებები მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ ყველა წევრმა ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით:

Structure1 additional item

Documents

სტრუქტურა.pdf20/02/2024 12:09:47 · 0.14 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Documents

სტრატეგიული გეგმა.pdf20/02/2024 12:07:49 · 0.38 MB
Download documents on EMIS

Documents

შვიდწლიანი-სტრატეგიული-გეგმა-მაკა-თხელიძე-ახალი ...ასატვირთი.docx05/10/2023 13:14:41 · 0.06 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Documents

ერთწლიანი-სამოქმედო-გეგმა--2024-2025-სსიპ სოფელ ქვედა საქარის საჯარო სკოლა გადასაგზავნი - Copy.pdf13/10/2025 12:58:03 · 0.16 MB
ერთწლიანი გეგმის ანგარიში 2024-2025.pdf20/10/2025 11:20:48 · 0.26 MB
ერთწლიანი-სამოქმედო-გეგმა--20252026-სსიპ სოფელ ქვედა საქარის საჯარო სკოლა Copy - Copy.pdf24/10/2025 12:03:59 · 0.14 MB
Download documents on EMIS
Programs and support servicesText information

დამტკიცებულია სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საქარის საჯარო სკოლის დირექტორის ბრძანებით N2-6(5.02.2024) სკოლის დირექტორი / თ.ურიადმყოფელი / მოსწავლის ინიციატივის მხარდამჭერი მექანიზმი მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საქარის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ინიციატივების მხარდამჭერ მექანიზმს. 2. აღნიშნული მექანიზმი ვრცელდება სკოლის ყველა მოსწავლეზე სასწავლო და სამუშაო პროცესში მუხლი 2. მოსწავლის ინიციატივის მხარდამჭერი მექანიზმის აღმწერები: 1. მოსწავლეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობით ან/და ზეპირად გამოხატოს საკუთარი აზრი და გამოიჩინოს ინიციატივა 2. მოსწავლეს ან/და მოსწავლეთა გარკვეულ ჯგუფს შეუძლია ინიციატივით მიმართოს სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას/კლასის დამრიგებელს/დირექციას და ჩაერთოს ინიციატივის განხილვის პროცესში 3. მოსწავლეთა თვითმმართველობა ან/და კლასის დამრიგებელი უფლებამოსილია მხარი დაუჭიროს მოსწავლის ან/და მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფის ინიციატივას და მიმართოს სკოლის დირექციას 4. სკოლის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე მოსწავლის ან/და მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფის ინიციატივების მხარდასაჭერად შესაძლებელია შეიქმნას: 4.1. მოსწავლეთა ინიციატივების განხილვისა და განხორციელების მხარდამჭერი ჯგუფი 4.2. მოსწავლეთა ინიციატივების განხორციელების პროცესისა და შედეგების მონტორინგის ჯგუფი 5. მოსწავლეთა ინიციატივების განსახორციელებლად სკოლას შეუძლია ფინანსური რესურსის მობილიზება 6. მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით სკოლა უზრუნველყოფს სპეციალური სამუშაო სივრცის მოწყობასა და საინფორმაციო კამპანიას 7. მოსწავლეთა ინიციატივების განხილვა-განხორციელებისას დაუშვებელია რომელიმე მოსწავლის დისკრიმინაცია ან ნებისმიერი ქმედება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება მოსწავლის უფლება-ვალდებულებების შეზღუდვას. 8. კანონმდებლობით დადგენილი წესით სკოლა უფლებამოსილია შეიძინოს და განკარგოს ნებისმიერი რესურსი, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ინიციატივების განხორციელებას 9. ნებისმიერ მოსწავლეს აქვს უფლება ღიად ისაუბროს საკუთარი ინიციატივის შესახებ და აღნიშნული მექანიზმის საფუძველზე განსახილველად წარადგინოს საკუთარი სამომავლო ხედვა. 10. ნებისმიერი მოსწავლე უფლებამოსილია საკუთარი ინციატივის მხარდაჭერისა და განხორციელების მიზნით ითანამშრომლოს სასკოლო საზოგადოების ნებისმიერ წევრთან მუხლი 3. პასუხისმგებლობა 1. წინამდებარე მექანიზმის სრულად დაცვის მიზნით გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრებათ: 1.1. მოსწავლეებს 1.2. მოსწავლეთა თვითმმართველობას 1. 3.სკოლის დირექციას 1.4. კლასის დამრიგებელს 2. აღნიშნულ დოკუმენტში შეტანილმა ნებიმიერმა ცვლილებამ არ უნდა გამოიწვიოს მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის რაიმე სახით შეზღუდვა 3. ,,მოსწავლის ინიციატივების მხარდამჭერ მექანიზმს“ ამტკიცებს სკოლის დირექტორი შესაბამისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. 4. აღნიშნულ დოკუმენტში ნებისმიერი ცვლილებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია ამავე მუხლის მე- 3 პუნქტის საფუძველზე

Finances1 additional item

Documents

ბიუჯეტი 2025 წლის.pdf17/01/2025 13:14:04 · 2.69 MB
Download documents on EMIS