ზესტაფონი, მელქაძის ქ. N2
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 60
- Available places
- 11
- SEN capacity
- 6
- Available SEN places
- 3
იმერეთი · ზესტაფონი · ზესტაფონი, მელქაძის ქ. №2
Open a section to view its text, related links, and document listing.
მისია: სსიპ ქალაქ ზესტაფონის N4 საჯარო სკოლა, იღებს ვალდებულებას ჯანსაღ, უსაფრთხო და პოზიტიურ სასკოლო გარემოში აღზარდოს კრიტიკული აზროვნების მქონე, ციფრული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი, განათლებული, პატრიოტი, ტოლერანტი, კონკურენტუნარიანი, აქტიური მოქალაქე, რომელიც შეძლებს სწრაფად ცვალებად გარემოში ორიენტირებასა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებას, ასევე, გამოწვევების გადაჭრისთვის საჭირო გზების დასახვას. ხედვა: სკოლა მუდმივად ცდილობს სასკოლო საზოგადოების წევრებს შეუქმნას სრულყოფილი უსაფრთხო, განვითარებადი, ინკლუზიური, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო სივრცე, სადაც ფორმალური და არაფორმალური განათლების საშუალებით, მოხდება მოსწავლეთა არაფორმალური გაერთიანებებისა და სასკოლო თვითმმართველობის გაძლიერება, მათი ინიციატივების განვითარება-მხარდაჭერა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესება. სკოლის მთავარი ამოცანაა, ყველა მოსწავლე თანაბრად მოამზადოს და ხელი შეუწყოს მათში თავისუფალ აზროვნებაზე დაფუძნებული იმ ღირებულებების, ფასეულობების ჩამოყალიბებას, რომელიც გარემოში ადაპტაციისა და ცხოვრებისეული პრობლემების გადაწყვეტის საშუალებას იძლევა; ღირებულებები: სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭვირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: მუდმივად ვეძიებთ, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს და ვნერგავთ სიახლეებს. • გუნდურობა - ჩვენ მუდმივად მზად ვართ თანამშრომლობისთვის, პედაგოგიური გამოცდილების, ხელმისაწვდომი ინფორმაციისა და ტექნოლოგიების, ინოვაციების უანგარო გაზიარებისთვის. • უსაფრთხოება: ჩვენ ვქმნით თითოეული სასკოლო საზოგადოების წევრისთვის უსაფრთხო სასკოლო გარემოს. • ინკლუზიური გარემო - ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც მოსწავლეების ინდივიდუალური განსხვავებებისა და საგანმანათლებლო საჭიროების მიმართ გულისხმიერი, ემპათიური დამოკიდებულებაა.
სკოლის დაარსების ისტორია 1931 წელს იწყება, როდესაც ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დაარსებასთან ერთად, საჭირო გახდა იქ მომუშავე ადამიანების შვილებისთვის განათლების მიღების საშუალება მიეცათ. ამ მიზნით, სახელდახელოდ აიგო შენობა, სადაც თავდაპირველად 1-5 კლასის მოსწავლეები სწავლობდნენ. მალევე მოთხოვნა გაიზარდა და მოსწავლეები სპეციალურად აგებულ ორსართულიან შენობაში გადაიყვანეს, სადაც ქართველ მოსწავლეებთან ერთად, სწავლობდნენ რუსი და უკრაინელი მოსწავლეებიც და შესაბამისად, სწავლებაც ორ, ქართულ და რუსულ, ენაზე მიმდინარეობდა. მომდევნო წლებში, მოსწავლეთა კონტიგენტის ზრდამ და სკოლის შენობის დაზიანებამ გამოიწვია ის, რომ 1936 წლის 1 სექტემბერს ყოველმხრივ კეთილმოწყობილი სკოლაში განახლდა სასწავლო პროცესი. მაშინ სკოლას ეწოდებოდა ფეროს საშუალო სკოლა, რომელიც 944 წელს ვაჟთა I საშუალო სკოლად გადაკეთდა; 1977 წლიდან კი სკოლის ისტორია მნიშვნელოვნად იცვლება, რადგან სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, სრულიად განსხვავებულ ადგილზე აშენებულ ახალ კორპუსში მოუწიათ სწავლის განახლება. ამავე წელს სკოლას გამოეყო რუსული სექტორი და დაარსდა ზესტაფონის N5 საშუალო სკოლა (ამჟამად სსიპ ქალაქ ზესტაფონის N5 საჯარო სკოლა) ხოლო ქართული სექტორი დარჩა N4 საშუალო სკოლის (ამჟამად სსიპ ქალაქ ზესტაფონის N4 საჯარო სკოლა) სახელწოდებით. 1987-88 წლებში სკოლაში 1400-ზე მეტი მოსწავლე სწავლობდა. სკოლის შენობა კონტიგენტის გაზრდილ მოთხოვნას ვეღარ აკმაყოფილებდა, ამიტომ 1990 წლის სექტემბერში, სკოლას კვლავ გამოეყო კლასები და ქალაქის რეალობას შეემატა ახალი სკოლა, რიგით N6 საშუალო სკოლა (ამჟამად სსიპ ქალაქ ზესტაფონის N6 საჯარო სკოლა). წარსულის წარმატებები გვაძლევს საფუძველს, რომ სიამაყით ვილაპარაკოთ ჩვენს ისტორიაზე. თუმცა თაობა, რომელსაც ჩვენ N4 საჯარო სკოლის მასწავლებლები, დირექცია და სრულიად სასკოლო საზოგადოება წარმოვადგენთ, მხოლოდ მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით და მუდმივად ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ყველა გამოწვევას, ხელი შევუწყოთ ეროვნული მიზნების შესაბამისი სასწავლო პროგრამების განხორციელებასა და დანერგვას, ყველა ინოვაციურ პროექტთან მიმართებაში მოვსინჯოთ ძალები, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობები სკოლის მოსწავლეთა განვითარებისა და განათლების ხარისხის განუწყვეტლივ გაუმჯობესებისათვის. სსიპ ქალაქ ზესტაფონის N4 საჯარო სკოლაში შემუშავებული აქვს ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც საქმიანობის დაგეგმვისა და პასუხისმგებლობის ეფექტური საშუალებაა. წესდებით განსაზღვრული ორგანიზაციის სტრუქტურის სავალდებულო რგოლებია: სამეურვეო საბჭო, დირექცია, პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა თვითმართველობა, დისციპლინური კომიტეტი, კათედრები. ორგანიზაციის თითოეული წარმომადგენელი გაცნობილია სკოლის მიერ დამტკიცებულ სამუშაო აღწერილობას (თანამდებობრივი ინსტრუქციები) რომელიც განსაზღვრავს იერარქიულ სტრუქტურას და მკაფიოდაა გაწერილი პერსონალის ფუნქციები, მოვალეობები, ამოცანები და მათი საქმიანობის როლი დაწესებულების სტრატეგიული მიზნის მისაღწევად. დოკუმენტი ხელმისაწვდომია თითოეული თანამშრომლისათვის (დირექტორი, მოადგილე, ბუღალტერი, საქმიმწარმოებელი, ბიბლიოთეკარი, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი, დარაჯი -2 (ორი), დამლაგებელი - 6 (ექვსი), სპეციალური მასწავლებელი - 4 (ოთხი)). თანამშრომლებთან გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულებები, რომელშიც ასახულია მათი ფუნქცია - მოვალეობები. ინდიკატორი დაკმაყოფილებულია. სტრუქტურული ერთეულების/პირების ფუნქციები სრულად მოიცავს ყველა იმ სფეროსა და არეალს, რომლებიც სკოლის ძირითადი საქმიანობის შესრულებასა და მიზნებს უკავშირდება. სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები გამიჯნულია ერთმანეთისაგან, ყველა მათგანი მოქმედებს დამოუკიდებლად, მაგრამ თანამშრომლობენ ერთმანეთთან და ამით ხელს უწყობენ სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას. სტრუქტურულ ერთეულებს შორის კოორდინირებული მუშაობა ხელს უწყობს სტრატეგიული მიზნების მიღწევას. სკოლის სამოქმედო გეგმაში სკოლის ძირითადი მიზნებისა და ამ მიზნების შესაბამისი ამოცანების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები ფუნქციების შესაბამისადაა განსაზღვრული. ყოველივე აღნიშნული ხელს უწყობს საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებას.
სკოლა უზრუნველყოფს ფსიქოლოგიურად და ემოციურად უსაფრთხო სასკოლო გარემოს, მოსწავლეების ფსიქოემოციური საჭიროებების იდენტიფიცირება ხდება მათზე დაკვირვებით, მშობლებთან გასაუბრებით. მოსწავლეების ფიზიკურ და ემოციურ უსაფრთხოებაზე ზრუნავს სკოლის ყველა თანამშრომელი, განსაკუთრებით სპეციალური მასწავლებლები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან დაეხმარონ მოსწავლესა თუ მასწავლებელს. ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს სკოლის სტრუქტურულ ერთეულებთან (სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო, საგნობრივი კათედრები, მრჩეველთა საბჭო, დისციპლინური კომიტეტი, მოსწავლეთა თვითმმართველობა) სკოლაში შექმნილი ნდობაზე დაფუძნებული გუნდური, ემპათიური და მიმღებლობითი გარემო ხელს უწყობს სკოლის პერსონალის ემოციურად და ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შექმნას. სკოლაში, მოსწავლეთა და მშობელთა ინტერესების გათვალისწინებით, ტარდება ხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, პროექტები, ექსკურსიები. დამრიგებლები მოსწავლეთა საჭიროებების გამოვლენის მიზნით, სადამრიგებლო საათის ფარგლებში ატარებენ სხვადასხვა აქტივობებს (მინი ლექცია, საუბრები სხვადასხვა საკითხებზე, დისკუსია, პრეზენტაცია და ასე შემდეგ).
სსიპ ქალაქ ზესტაფონის N4 საჯარო სკოლაში მოქმედებს პერსონალის და მშობლის /კანონიერი წარმომადგენლის კანონიერი უფლებების დაცვის მექანიზმები. სკოლას შემუშავებული აქვს შინაგანაწესი, რომელშიც მოცემულია სკოლის პრიორიტეტები, სტრუქტურა, სასწავლო პროცესის ეფექტურად მართვის მექანიზმები, სასწავლო პროცესის მონაწილეთა უფლებამოსილება და ვალდებულებები. სკოლასა და მოსწავლეთა მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს შორის ურთიერთობათა პირობები, მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლის, ადმინისტრაციის და ტექპერსონალის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. სკოლის მიერ შემუშავებული და დამტკიცებულია ,,სსიპ ქალაქ ზესტაფონის N4 საჯარო სკოლის მიმართ წარდგენილი განცხადების/საჩივრის განხილვის პროცედურა“, რომლის მიზანია თითოეულ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს შესაძლებლობა, ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს თავისი უფლებების, სკოლაში არსებული საჩივრების სისტემისა და პროცედურების შესახებ. აღნიშნული ხელს უწყობს სამართლიანი და გამჭვირვალე სამუშაო და სასწავლო გარემოს შექმნას, რომელიც შესაბამისობაში იქნება საგანმანათლებლო მისიასთან.
სსიპ ქალაქ ზესტაფონის N4 სჯარო სკოლა სრულად განახლებულ ინფრასტრუქტურას სთავაზობს მოსწავლეებს. სკოლას სარგებლობის უფლებით სახელმწიფოსგან გადაცემული აქვს ფართი მასზე არსებული შენობა ნაგებობით (ერთ მისამართზე არსებული 1 შენობა, ერთმანეთთან დაკავშირებული ორსართულიანი და ოთხ სართულიანი კორპუსები). სკოლის საკუთრებაში არსებული ფართი (საკლასო ოთახები, სკოლის დერეფნები, ეზო, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი, კომპიუტერული ლაბორატორია, საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, სააქტო დარბაზი, საკონფერენციო დარბაზი, სპორტდარბაზი, გარე სპორტული მოედანი) საშუალებას აძლევს მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობებში, შესვენებაზე კი სრულფასოვნად დაისვენონ. სკოლა ერთცვლიანია, სკოლის მოსწავლეების სრული რაოდენობა განსაზღვრულია კონკრეტულ სასწავლო ოთახებში მოსწავლეთა ჯამური რაოდენობის ტევადობით. საჭიროების შემთხვევაში, მეორე ცვლაში სკოლას შეუძლია მოსწავლეთა გაზრდილი კონტიგენტისთვის საგანმანათლებო მომსახურების გაწევა. სკოლის მატერიალური რესურსი შესაბამისობაშია მოსწავლეთა რაოდენობასთან, კერძოდ, სკოლა აღჭურვილია ყოველ მოსწავლეზე ინდივიდუალური მერხითა და სკამით, საკლასო ოთახზე გათვლილია მინიმუმ ერთი ან ორი დაფა, მასწავლებლის მაგიდა და სკამი, კარადა რესურსებისთვის. სასწავლო მიზნებისათვის გამოიყენება კომპიუტერული ტექნიკა: კომპიუტერი, პროექტორი და ასე შემდეგ. სკოლაში მოწყობილია საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ლაბორატორია. სსსმ მოსწავლეებისათვის ფუნქციონირებს რესურს ოთახი შესაბამისი ავეჯით, კომპიუტერებითა და მუდმივად განახლებადი სასწავლო რესურსებით.
1. სკოლის ფინანსური რესურსები უზრუნველყოფს სამოქმედო გეგმის განხორციელებას. სკოლის ფინანსური რესურსის განკარგვა ხდება სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად. სკოლა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ვაუჩერი, მასწავლებლების სერტიფიცირების დანამატი, სსსმ მოსწავლეების დაფინანსება და ა.შ).