ზესტაფონი, წერეთლის N4
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 125
- Available places
- 30
- SEN capacity
- 13
- Available SEN places
- 13
იმერეთი · ზესტაფონი · ზესტაფონი, წერეთლის ქ.№ 4
Open a section to view its text, related links, and document listing.
მისიაა - სსიპ ქალაქ ზესტაფონის N2 საჯარო სკოლის მისიაა -21-ე საუკუნეში საჭირო უნარებისა და საგნობრივ კომპტენციების დაუფლებისათვის განათლების ხარისხის ამაღლება და მუდმივი განახლება; ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარების , ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღირებულებების, ქართული ტრადიციის მცოდნე, მაღალი სამოქალაქო ცნობიერების მქონე, ტოლერანტი, სამართლიანი მოქალაქის აღზრდა. ხედვაა- სსიპ ქალაქ ზესტაფონის N2 საჯარო სკოლის ხედვაა, შექმნას განათლების მიღების ისეთი გარემო და რესურსები, რომლის საშუალებითაც თანამედროვე ახალგაზრდა შეძლებს დაეუფლოს 21-ე საუკუნეში საჭირო ყველა უნარს და საგნობრივ კომპეტენციას. 7 წლის შემდეგ, სკოლაში დანერგილი თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულთა ნახევარზე მეტს, მისცემს შესაძლებლობებს იყოს ეროვნული და საერთაშორისო დონის პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩასაბარებლად საჭირო ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი, რაც მათ საშუალებას მისცემს, იყვნენ რეალიზებულნი და მოთხოვნადი კადრი შრომის ბაზარზე. ღირებულებები - სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.
სკოლის სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, მოსწავლეთა თვითმმართველობას, მრჩეველთა საბჭოს და დისციპლინურ კომიტეტს. სკოლაში შეიძლება შეიქმნას სააპელაციო კომიტეტი.
შესავალი წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარ-ჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით. სკოლის შესახებ ინფორმაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ ზესტაფონის N2 საჯარო სკოლა (შემდგომში – სკოლა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსწავლეებისთვის სრული ზოგადი განათლების უზრუნველსაყოფად დაფუძნდა. იგი ასრულებს კანონით განსაზღვრულ ფუნქციებს და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მისაღწევად ახორციელებს ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვას. ახორციელებს შესაბამის საქმიანობას. სკოლა არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სსიპ ქალაქ ზესტაფონის N2 საჯარო სკოლა, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით დაფუძნდა. მანამდე აღნიშნული სკოლა არსებობდა, როგორც ქალაქ ზესტაფონის N2 საშუალო სკოლა. სსიპ ქალაქ ზესტაფონის N2 საჯარო სკოლა არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად. სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ზოგადი განათლების შესახებ " საქართველოს კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. სკოლა შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დასახულ მიზნებსა და დაკისრებული ფუნქციებს სკოლა ახორციელებს სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლებში. იგი საკუთარი სახელით იძენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ. სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი, ანგარიში ბანკში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა. სკოლის მისია სსიპ ქალაქ ზესტაფონის N2 საჯარო სკოლის მისიაა -21-ე საუკუნეში საჭირო უნარებისა და საგნობრივ კომპტენციების დაუფლებისათვის განათლების ხარისხის ამაღლება და მუდმივი განახლება; ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარების , ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღირებულებების, მაღალი სამოქალაქო ცნობიერების მქონე, ტოლერანტი, სამართლიანი მოქალაქის აღზრდა. სკოლის ხედვა სსიპ ქალაქ ზესტაფონის N2 საჯარო სკოლის ხედვაა, შექმნას განათლების მიღების ისეთი გარემო და რესურსები, რომლის საშუალებითაც თანამედროვე ახალგაზრდა შეძლებს დაეუფლოს 21-ე საუკუნეში საჭირო ყველა უნარს და საგნობრივ კომპტენციას. 7 წლის შემდეგ, სკოლაში დანერგილი თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულთა ნახევარზე მეტს, მისცემს შესაძლებლობებს იყოს ეროვნული და საერთაშორისო დონის პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩასაბარებლად საჭირო ცოდნითა და უნარებით აღჭურვილნი, რაც მათ საშუალებას მისცემს იყვნენ რეალიზებულნი და მოთხოვნადი კადრი შრომის ბაზარზე. სკოლის ღირებულებები: სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქალაქ ზესტაფონის N2 საჯარო სკოლის 2025-2026 წლების სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს სკოლის სტრატეგიული განვითარების 2023-2030 შვიდწლიანი გეგმიდან და ემსახურება სკოლის მიერ დასახული მიზნების მიღწევას. გეგმა შემუშავებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტის გათვალისწინებით და შეთანხმდა სკოლის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან.
საბაზო საფეხურზე სკოლა უზრუნველყოფს: ზოგადი განათლების საბაზო საფეხურისთვის განსაზღვრული სწავლის შედეგები შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-2 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს საშუალო საფეხურზე სკოლა უზრუნველყოფს: ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის/სრული ზოგადი განათლების სწავლის შედეგები − ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-4 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს.
შინაგანაწესი თავი 1. ზოგადი დებულებები მუხლი 1. მოქმედების სფერო 1. სსიპ ქალაქ ზესტაფონის N2 საჯარო სკოლის (შემდგომში – ,,სკოლა”) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”) შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ და სხვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია სკოლისათვის, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას. 2. შინაგანაწესი ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. 3. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი პირის მიმართ გამოიყენება ამ შინაგანაწესით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები. 4. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. 5. სკოლასა და დასაქმებულებს/მოსწავლეებს შორის აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობების, რელიგიური ან რაიმე გაერთიანებისადმი კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების გამო. 6. სკოლა ვალდებულია, შრომითი ხელშეკრულების გაფორმებისას დასაქმებულს გააცნოს მოქმედი შინაგანაწესი; 7. შინაგანაწესი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის. 8. შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, სამუშაო და დასვენების დრო; ბ) სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფორმები და ფარგლები; გ) შრომითი ურთიერთობის წარმოშობა; დ) შრომითი ურთიერთობის პირობები; ე) შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ვ) შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, საბოლოო ანგარიშსწორება; ზ) დასაქმებულის წახალისების ფორმები და დისციპლინური პასუხისმგებლობა; თ) მოსწავლეების წახალისების ფორმები და დისციპლინური წარმოების თავისებურებანი; ი) მატერიალური პასუხისმგებლობა; კ) სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვის და სკოლიდან გადაყვანის პირობები; ლ) მოსწავლის ჩაცმულობის წესი; მ) შრომის პირობების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი ინსტრუქციები; ნ) განცხადების/საჩივრის განხილვა; ო) ექსკურსიის ორგანიზება. მუხლი 2. შინაგანაწესის მიზანი: შინაგანაწესის მიზანია: ა) სკოლის საქმიანობისათვის ხელშეწყობა, სკოლის მისიის შესრულება და უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა; ბ) სკოლაში დასაქმებულ პირთა შრომითი და მისი თანამდევი ურთიერთობის მოწესრიგება და კონტროლი; გ) სკოლაში დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა; დ) სასწავლო-სამუშაო დროის რეგულირება და რაციონალური გამოყენება; ე) სკოლაში სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვისა და დისციპლინის განმტკიცებისათვის მოსწავლეთა ქცევის წესების მოწესრიგება და კონტროლი. თავი 2. სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, სამუშაო და დასვენების დრო მუხლი 3. სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, სამუშაო და დასვენების დრო 1. სამუშაო დრო წარმოადგენს კალენდარული დროის ნაწილს, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ვალდებულია განახორციელოს თავისი სამსახურებრივი უფლება - მოვალეობანი. 2. სკოლაში სასწავლო წლის, არდადეგების დაწყების და დამთავრების დრო განისაზღვრება ,,საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის N84/ნ ბრძანების შესაბამისად. 3. სამუშაო კვირა, ისევე როგორც სასწავლო კვირა, ხუთდღიანია (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით). სამუშაო დროში არ შედის შესვენების პერიოდი, დასვენებისა (შაბათი-კვირა) და საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს შრომის კოდექსით“ განსაზღვრული უქმე დღეები. 4. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია კვირაში 6 დღიანი სწავლება, იმ შემთხვევაში, თუ: ა) სკოლა გადაწყვეტს ყოველდღიური საათობრივი ბადის განტვირთვას; ბ) გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო სკოლაში გაცდება სასწავლო დღე/დღეები; ამ შემთხვევაში სკოლა ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს სამინისტროს;
სკოლას აქვს ერთმანეთთან დაკავშირებული ორსართულიანი და ოთხსართულიანი კორპუსი, რომელიც სრულიად რეაბილიტირებულია და ადაპტირებულია შშმ პირებისათვის. სკოლას აქვს სასკოლო-სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო პროცესის განხორციელებისათვის საჭირო მატერიალური რესურსი. სკოლის შენობაში არის დიდი ნათელი და კეთილმოწყობილი საკლასო ოთახები, რომლებშიდაც არის მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს მორგებული მერხები, დაფა, კარადა, მონიტორები და სხვა რესურსები. გვაქვს ბიბლიოთეკა სათანადო საკმაოდ მდიდარი წიგნადი ფონდით, კომპიუტერული ლაბორატორია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ლაბორატორია, საკონფერენციო დარბაზი, სპორტდარბაზი, ღია სტადიონი ეზოში, საგამოფენო სივრცეები. გვაქვს სსგ-ით გათვალისწინებული ყველა რესურსი. სკოლას აქვს ელენერგიის მიწოდების უწყვეტი სისტემა. გათბობის სისტემა. ყველა საკლასო ოთახი და კაბინეტი უზრუნველყოფილია ინტერნეტის მიწოდების, როგორც საკაბელო ქსელით ,ასევე საჰაერო( WFI) ქსელით. სველი წერტილები განთავსებულია სკოლის შენობის ყველა სართულზე, რომელიც უზრუნველყოფილია ცივი და თბილი წყლის მიწოდებით. სკოლაში ინკლუზიური გარემოა შექმნილი. შენობაში მოწყობილია ლიფტი. სკოლას აქვს კვებისათვის განკუთვნილი სივრცე. სკოლის ეზოში მოწყობილია რეკრეაციული ზონები.
,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორი თანხებს განკარგავს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის ბიუჯეტის მიხედვით. სამეურვეო საბჭოს მიერ 2025 წლის ბოლოს დამტკიცდა 2026 წლის ბიუჯეტი, რომელიც დაგეგმილია რეალური გათვლებისა და გაანგარიშების საფუძველზე, როგორც შემოსავლით, ისე ხარჯვით ნაწილში. 2026 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში გათვალისწინებული იყო როგორც ვაუჩერული დაფინანსებიდან, ისე ეკონომიკური საქმიანობიდან მისაღები სავარაუდო შემოსავლები. ბიუჯეტი სრულიად რეალისტურია და იძლევა სასკოლო-სასწავლო გეგმით განსაზღვრული ამოცანების და ერთწლიანი სამოქმეგო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების შესაძლებლობას.