Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ქალაქ ზესტაფონის №1 საჯარო სკოლა

იმერეთი · ზესტაფონი · ზესტაფონი, ლაღიძის ქ. №38

Register ID#901
Students404
Teachers33
Buildings1
School profile

General information

Principal
ნონა გორგოძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
18/10/2023
Authorization end
18/10/2032
First grade admission

Current capacity information

ზესტაფონი, ლაღიძის ქ. №38

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
50
Available places
19
SEN capacity
5
Available SEN places
5
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

სკოლის მისია სსიპ ქალაქ ზესტაფონის N1 საჯარო სკოლა არის მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო დაწესებულება, რომლის მისიაა არაფორმალური განათლების გაძლიერებით აამაღლოს მოსწავლეთა მოტივაცია, ჩამოაყალიბოს ისინი ისეთ ინდივიდებად , რომლებიც უპასუხებენ თანამედროვე გამოწვევებს, შეძლებენ ჩაერთონ საერთაშორისო პროექტებში, დაინახავენ და იპოვიან საკუთარ ადგილს მსოფლიოში. ამ გზით გაიზრდება მოსწავლეთა რაოდენობა და სკოლის ცნობადობა როგორც რეგიონში, ისე ქვეყნის მასშტაბით. ხედვა სკოლა შემდეგი შვიდი წელი იქნება არაფორმალური განათლების ხელშემწყობი, მდგრადი განვითარების პრინციპების დამცველი, საუკუნოვანი გიმნაზიის საგანმანათლებლო ტრადიციების გამგრძელებელი და ინოვაციურ მიდგომებზე ორიენტირებული. შეინარჩუნებს და გააძლიერებს უსაფრთხო, ინკლუზიურ სასწავლო გარემოს, იზრუნებს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაზე, პედაგოგთა პროფესიულ განვითარებაზე, მოსწავლეთა პროფორიენტაციული და კარიერული დაგეგმვის კუთხით ცნობიერების ამაღლებაზე. ღირებულებები: * სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვა; * პროფესიონალიზმი და მუდმივი ზრუნვა განვითარებაზე. * გუნდურობა, კოლეგიალობა. * ტრადიციული და ინოვაციური მიდგომების თანაარსებობა.

Structure1 additional item

სკოლა წარმოადგენს სასკოლო საზოგადოებისათვის უსაფრთხო და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებულ სოციოკულტურულ სივრცეს. სკოლაში ფუნქციონირებს შემდეგი სტრუქტურული ერთეულები: სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო, დისციპლინური კომიტეტი, მრჩეველთა საბჭო, ადმინისტრაცია. მათი უფლება-მოვალეობები გაწერილია სკოლის შინაგანაწესში. სკოლის ინფრასტრუქტურა და შესაბამისი პერსონალი უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს, გვყავს მანდატური, სართულებზე დამონტაჟებულია კამერები, შენობა ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლეთათვის (საპირფარეშო, პანდუსები, ლიფტი). სკოლას ჰყავს ექიმი.

Strategic planPlan and performance report

Plan

საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქალაქ ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის 2023-2030 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის მიზანია, განსაზღვროს ის სტრატეგიული მიმართულებები და ამოცანები, რომლებითაც სკოლა იხელმძღვანელებს მომავალი 7 წლის განმავლობაში - 2023-2024 სასწავლო წლიდან. სტარტეგიული გეგმის საშუალებით სკოლა დაინტერესებულ მხარეებს გააცნობს სკოლის მისიას, მიზნებს, ამოცანებს და იმ საშუალებებს, მეთოდებს, გზებს, რომლებიც გამოყენებული იქნება მათ განსახორციელებლად. სკოლის სტრატეგიული გეგმა მომზადდა ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შეფასება-ანალიზზე დაყრდნობითა და საქართველოს კონსტიტუციის, „ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტის გათვალისწინებით და შეთანხმდა სკოლის სტრუქტურულ ერთეულებთან, მშობლებთან და სასკოლო თემთან. დოკუმენტი ხელს უწყობს სკოლის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლობას, მათ ეფექტურ და შედეგიან მუშაობას, რაც განაპირობებს , რომ სკოლამ დადგენილ ვადებში მიაღწიოს სტრატეგიულ მიზნებს და შეფასდეს სკოლის საქმიანობა. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა იგეგმება პერიოდულად

Documents

ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის სტრატეგიული გეგმა.pdf30/11/2023 13:57:11 · 0.7 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქალაქ ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის 2023-2024 წლების სკოლის ერთწლიანი გეგმა მომზადდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტის გათვალისწინებით და შეთანხმდა სკოლის სტრუქტურულ ერთეულებთან, მშობლებთან და სასკოლო თემთან. დოკუმენტი ხელს უწყობს სკოლის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლობას, მათ ეფექტურ და შედეგიან მუშაობას.

Documents

ახალი სასკოლო სასწავლო-გეგმა-2023-2024.pdf30/11/2023 13:29:26 · 0.55 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა- 2023-2024 სასწავლო წელი - კოპირება.pdf30/11/2023 13:54:13 · 0.26 MB
2024-2025 სასკოლო-სასწავლო გეგმა.pdf02/12/2025 14:31:37 · 0.98 MB
2024-2025 ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.pdf02/12/2025 14:31:37 · 0.46 MB
Download documents on EMIS

Performance report

ანგარიში ასახავს სსიპ ქ. ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის 2024-2025 სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მიზნების, ამოცანების, აქტივობების შესრულების პროცესს, ასევე მონიტორინგისა და შეფასების შედეგებს. გეგმა ემსახურებოდა სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლებას; ადამიანური რესურსის განვითარებას; მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებას; უსაფრთხო, ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფას; სასკოლო საზოგადოების ჩართულობას; მოსწავლეთა მხარდაჭერის გაუმჯობესებას; ორგანიზაციულ განვითარებას. გამოიკვეთა გასაძლიერებელი მხარეები, რომელთა გამოსწორება გათვალისწინებული იქნება შემდეგი სასწავლო წლის სამოქმედო გეგმაში. სასწავლო წლის დასაწყისში მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით შედგა სასწავლო პროგრამები/ კურიკულუმები, სადამრიგებლო პროგრამები, კათედრებმა შეიმუშავეს შეფასების რუბრიკები, დაიგეგმა სასკოლო, სოციალური, საგნობრივი პროექტები; შემდეგ სსმ მოსწავლეთათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმები. დამრიგებლებმა მოამზადეს კითხვარები მშობლებისა და მოსწავლეებისათვის სასწავლო პროცესთან, სასკოლო გარემოსთან დაკავშირებული საჭიროებების წარმოჩენისათვის. სასწავლო წლის განმავლობაში საჭიროების მიხედვით განსაზღვრულია ცვლილებების შეტანა გეგმებში, ასევე რემედიაციის განხორციელება. გაგრძელდა მასწავლებელთა მიერ გამოცდილების გაზიარების მიზნით საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვება, თვითშეფასება-შეფასება; ასევე სასწავლო პროცესის მონიტორინგი. რემედიაციის პროგრამა საბაზო და საშუალო საფეხურებზე არ განხორციელებულა. დაწყებითი საფეხურის I-IV კლასებში განმავითარებელი შეფასების გათვალისწინებით რამდენიმე მოსწავლისათვის შედგა დამხმარე პროგრამა. არ ჩატარებულა დიაგნოსტიკური წერები, მათი განხორციელება იგეგმება 2025-2026 სასწავლო წლის ბოლოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე დაწესებულების მიერ. მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მონაწილეობა არ მიუღიათ საერთაშორისო კონფერენციებში, STEAM-ის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში, რადგან სკოლას არ აქვს სათანადოდ აღჭურვილი ლაბორატორიები. სკოლის პერსონალის პრევენციული და ინტერვენციული მართვის პოლიტიკა ხორციელდება შესაბამისი დოკუმენტის მიხედვით. გათვალისწინებულია თანამშრომელთა სამუშაო ადგილთან ადაპტაციის, გუნდურობის პრინციპის, წინადადებებისა და ინიციატივების, წახალისების, განვითარების ხელშეწყობა. არ განხორციელებულა წარმატებული პრაქტიკის გაზიარების მიზნით სკოლის გარე აქტივობები. სკოლის ბიუჯეტი ითვალისწინებს და ადამიანური რესურსი ემსახურება სკოლის კეთილმოწყობასა და არსებულის შენარჩუნებას, ინვენტარის შეძენას, კოსმეტიკური რემონტის ჩატარებას. ასევე წიგნადი ფონდის შევსებას, რესურსების, ცდებისათვის საჭირო მასალებით შეძლებისდაგვარად მომარაგებას; სპორტული ინვენტარის, ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განახლებას, საკომუნიკაციო არხებისა და ვებ-გვერდის განვითარებას. დაცულია უსაფრთხოება სკოლის შიდა და გარე ტერიტორიაზე; სასკოლო საზოგადოება იცნობს და იცავს სასკოლო სივრცეში არსებულ წესებს; გამოკრულია საევაკუაციო გეგმა, არის სახანძრო ინვენტარი, გამოკრულია გამაფრთხილებელი ნიშნები. არის პირველადი დახმარების კაბინეტი, სკოლას ჰყავს ექიმი. მოსწავლეები დამრიგებლების, პასუხისმგებელი პირისა და მანდატურების დახმარებით იცნობენ უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებში მოქცევის წესებს. სკოლაში არსებული ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის ფუნქციონირებაში არსებული ხარვეზების ნაწილი აღმოიფხვრა სკოლის ძალებით. რაც შეეხება სიგნალიზაციის სისტემის გამართვას, სკოლას არ აქვს შესაბამისი ფინანსები, მოთხოვნა გადაგზავნილია განათლების სამინისტროში. სკოლას მიეცა დამატებით ორი წლის ვადა. არ განხორციელებულა სპეციალური სწავლება სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და საგანგებო სიტუაციებში ქცევის მართვასთან დაკავშირებით. აქტივობა დაიგეგმება სიგნალიზაციის გამართვის შემდეგ შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობით. მხარდაჭერილი და წახალისებულია თვითმმართველობის ინიციატივები, მშობელთა ჩართულობა და წინადადებები; გაზიარებულია ყველა ინფორმაცია/ სიახლე; ორგანიზებულია მშობელთა კრებები, ინდივიდუალური შეხვედრები; გამოყენებულია სხვადასხვა საკომუნიკაციო არხი. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება/ სხვადასხვა პროექტი ეცნობება სასკოლო საზოგადოებას, გათვალისწინებულია უკუკავშირი. გათვალისწინებულია მოსწავლის სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია; შექმნილია სწავლა-სწავლების პროცესში მხარდამჭერი გარემო; საჭიროების შემთხვევაში დამატებითი კონსულტაცია, ისგ-ები, რემედიაცია. იგეგმება გასვლითი გაკვეთილები, ექსკურსიები, პროექტები. სადამრიგებლო პროგრამა და სხვადასხვა შეხვედრა ითვალისწინებს პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის ხელშეწყობას. ფუნქციონირებს კლუბები, წრეები, გამოყოფილია სივრცეები შეკრებებისათვის. სკოლაში არსებული კლუბები და წრეები აგრძელებენ ფუნქციონირებას, მაგრამ ვეღარ ჩამოყალიბდა ზოგიერთი დაგეგმილი კლუბი/წრე, მაგ: „მთარგმნელთა კლუბის“, რადგან იყო ორცვლიანი სწავლება ქალაქის მე-4 საჯარო სკოლის რემონტის გამო. ვერ შეიქმნა ფრენბურთის, ფეხბურთისა და კალათბურთის წრეები, რადგან სპორტული დარბაზი და სტადიონი დაკავებული იყო საგაკვეთილო პროცესით საღამომდე. გათვალისწინებულია სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა; სოციალური ქსელით, ვებ-გვერდის გამოყენებით სკოლის პოპულარიზაცია. სკოლას არ მიუღია მონაწილეობა საქართველოს სკოლებსა და უნივერსიტეტებთან ერთობლივი პროექტების დაგეგმვა-განხორციელებაში, მაგრამ რამდენჯერმე

Programs and support services12 additional items

სსიპ ქალაქ ზესტაფონის N1 საჯარო სკოლას აქვს შემუშავებული შინაგანაწესი,რომელიც შეთანხმებული და გაზიარებულია სასკოლო საზოგადოებასთან,დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს მიერ.რომლის დაცვისა და აღსრულების უზრუნველყოფა ევალება მთლიანად სასკოლო საზოგადოებას. სკოლას ასევე შემუშავებული აქვს მოსწავლის ჩარიცხვის,საფეხურის დაძლევის,მობილობის, სტატუსის ცვლილების,გასაჩივრების, მოსწავლის ადაპტაციის,პერსონალური მონაცემების დაცვის,ვერიფიკაციის,კონსულტირების გამჭვირვალე და მკაფიო კანონმდებლობის მექანიზმები. სკოლის მოსწავლეები ჩართულები არიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში.მოსწავლეს აქვს ხმის უფლება მისი სასკოლო ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში.

Documents

შეფასების ვერიფიკაციის დოკუმენტი - -N1 საჯარო სკოლა.pdf11/12/2025 11:07:32 · 0.12 MB
სტრატეგიული-დაგეგმვის-მეთოდოლოგია.pdf11/12/2025 11:07:33 · 0.21 MB
სსიპ ქალაქ ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმის დოკუმენტი.pdf11/12/2025 11:07:33 · 1.64 MB
სკოლის დებულება.pdf11/12/2025 11:07:34 · 0.31 MB
საქმის წარმოების წესი.pdf11/12/2025 11:07:34 · 1.37 MB
მატერიალური-რესურსებით-სარგებლობის-წესი (1).pdf11/12/2025 11:07:34 · 0.14 MB
ინკლუზიური-განათლების-პროგრამა-და-დებულება 2023-24 (1).pdf11/12/2025 11:07:34 · 0.23 MB
ბრძანება N1კ30ადამიანური რესურსებ მართვის (2).pdf11/12/2025 11:07:35 · 0.13 MB
ბიბლიოთეკის დებულება.pdf11/12/2025 11:07:35 · 0.94 MB
მოსწავლეთა ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წე.pdf16/12/2025 14:45:23 · 0.48 MB
პერსონალური მონაცემების დაცვა..pdf17/12/2025 08:55:28 · 0.12 MB
სსიპ ქალაქ ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის კურიკულუმის შემუშავების და განვითარების მეთოდოლოგია.pdf17/12/2025 10:09:31 · 0.16 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms2 additional items

სსიპ ქალაქ ზესტაფონის N1 საჯარო სკოლას შემუშავებული და დამტკიცებული აქვს მოსწავლის პერსონალის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის კანონიერი უფლებების დაცვის მექანიზმი.ასევე განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესი.

Documents

სსიპ ქალაქ ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის საჩივრისა და განცხადების წარდგენის წესი (1) (2).pdf11/12/2025 12:40:42 · 0.25 MB
კანონიერი უფლებების დაცვა (2).pdf11/12/2025 12:40:42 · 0.17 MB
Download documents on EMIS
Infrastructure1 additional item

სკოლას აქვს ორი კორპუსი, ერთი ისტორიული-1917 წელს აგებული, ხოლო მეორე 1978 წლის ნაგებობა და აქვს სასკოლოსასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო პროცესის შესაბამისი მატერიალური რესურსი. სკოლის შენობაში არის დიდი ნათელი და კეთილმოწყობილი საკლასო ოთახები, რომლებშიდაც არის მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს მორგებული მერხები, დაფა, კარადა და სხვა რესურსები. გვაქვს ბიბლიოთეკა სათანადო რაოდენობის წიგნადი ფონდით, სამკითხველო დარბაზი, კომპიუტერული ლაბორატორია, სასწავლო ლაბორატორიები, ინტერნეტპროავაიდერის უწყვეტი მომსახურება, საკონფერენციო დარბაზი, სპორტდარბაზი, ღია სტადიონი ეზოში, საგამოფენო სივრცეები. გვაქვს რუკები, გლობუსები, პლაკატები და სსგ-ით გათვალისწინებული ყველა რესურსი. სკოლას აქვს ელენერგიის მიწოდების უწყვეტი სისტემა. გათბობის სისტემა. სველი წერტილები. ინკლუზიური გარემოა შექმნილი. შენობის ისტორიულ კორპუსში არის ლიფტი ეტლით მოსარგებლეთათვის და ასევე საპირფარეშოებიც. ადაპტირებულია ახალი კორპუსის შესასვლელი. სკოლაში არის სამკითხველო დარბაზი და მუზეუმი. სკოლას აქვს კვებისათვის განკუთვნილი სივრცე. სკოლის ეზოში მოწყობილია რეკრეაციული ზონები.

Finances1 additional item

ანგარიში ფინანსური საქმიანობის შესახებ ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორი თანხებს განკარგავს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის ბიუჯეტის მიხედვით. ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორი თანხებს განკარგავს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის ბიუჯეტის მიხედვით. სამეურვეო საბჭოს მიერ 2023 წლის ბოლოს დამტკიცდა 2024 წლის ბიუჯეტი, რომელიც დაგეგმილი იყო რეალური გათვლებისა და გაანგარიშების საფუძველზე, როგორც შემოსავლით, ისე ხარჯვით ნაწილში. 2024 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში გათვალისწინებული იყო როგორც ვაუჩერული დაფინანსებიდან, ისე ეკონომიკური საქმიანობიდან მისაღები სავარაუდო შემოსავლები. 2024 წლის ბიუჯეტში წინა წლიდან გადმოსული ნაშთი შეადგენდა 14523 ლარს. 2024 წლის ბიუჯეტი ჯამურად განისაზღვრა 472704 ლარით . 2024 წლის სკოლის ბიუჯეტის შემოსავლები და გადარიცხვითი ოპერაციები განხორციელებულია კანონმდებლობის შესაბამისად. 2024 წლის 01 იანვრიდან 01 დეკემბრის ჩათვლით მიღებულმა შემოსავალმა ჯამში შეადგინა 806048 ლარი, საიდანაც 219150 ლარი შეადგენს სკოლაში რიცხულ მოსწავლეებზე გათვლილ ვაუჩერულ დაფინანსებას, 531462 ლარი-დანამატის სქემით განსაზღვრული სტატუსის მქონე პედაგოგებისათვის, ხოლო 23100 ლარი-სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლების დაფინანსების თანხას. სკოლის არასაბიუჯეტო შემოსავლებმა შეადგინა 13179 ლარი, მათ შორის, იჯარიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2800 ლარი, სხვა შემოსავლებმა შეადგინა 10379 ლარი. სსიპ ქალაქ ზესტაფონის N1 საჯარო სკოლამ, 2024 წელს იჯარით გასცა შემდეგი ფართი: 1. 84,78 კმ/მ ფართი ქორეოგრაფიული წრის ფუნქციონირების მიზნით (წლიური შემოსავალი 1400 ლარი) 2. 80 კვ/მ ფართი ქორეოგრაფიული წრის ფუნქციონირების მიზნით (წლიური შემოსავალი 1400 ლარი) სკოლის 2024 წლის ბიუჯეტის ნაწილი მოხმარდა შრომის ანაზღაურებასა და ( ხელფასები, თანამდებობრივი სარგო, საავადმყოფო ფურცელის) ანაზღაურებას. გარდა ამისა, სკოლის ბიუჯეტიდან დაიფარა კომუნალური გადასახადები და შესყიდულ იქნა სკოლისთვის საჭირო საოფისე ნივთები (საკანცელარიო, ქაღალდის, საკანცელარიო წიგნების და სხვა ანალოგიური მასალები). ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ სკოლის შემოსავლები იძლეოდა დასაქმებულების წახალისების შესაძლებლობას, 2024 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნა პრემიების მუხლი, რომელმაც შეადგინა 600 ლარი. სკოლის 2024 წლის ბიუჯეტი მაქსიმალურად პასუხობდა სკოლის მოთხოვნილებებს. სკოლის თანხების ხარჯვა განხორციელდა წინასწარ დასახუი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად სა სასწავლო პროცესში გამოვლენილი საჭიროებების და ბიუჯეტის მუხლების

Documents

ბიუჯეტი.pdf12/12/2025 10:13:53 · 0.93 MB
Download documents on EMIS