თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთი, ბაგრატიონის ქ.58
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 0
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
თბილისი · დიდუბე-ჩუღურეთი · თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთი, ვ. ბაგრატიონის ქ. №58
Open a section to view its text, related links, and document listing.
მისია სკოლის მისიაა უზრუნველყოს მოსწავლეები მოთხოვნათა შესაბამისი აკადემიური განათლებით, ჩამოუყალიბოს პიროვნული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. დამოუკიდებლად ცხოვრებისა და გადაწყვეტილების მიღების, ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენების უნარ-ჩვევები, რაც დაეხმარება მომავალი პროფესიის არჩევასა და კარიერის გონივრულ დაგეგმვაში; მოსწავლეებს ექნებათ მზაობა, რათა შეძლონ ქვეყნის ინტერესების დაცვა და ზრუნვა მის სახელმწიფოებრივ განვითარებაზე. ხედვა 2030 წლისთვის სკოლის საგანმანათლებლო პროცესი დაეფუძნება თანამედროვე სტანდარტებს და უზრუნველყოფს გარემოს, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლის კრიტიკული, ანალიტიკური, შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებაზე. ჩვენი სკოლა ყოველთვის იქნება პატივითა და ნდობით აღჭურვილი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც უახლესი ეროვნული სტანდარტების მუდმივი იმპლემენტაციის გზით ხელს უწყობს ქვეყანაში უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნას. ღირებულებები გუნდური მუშაობა ინოვაციებისკენ სწრაფვა პროფესიული ზრდა და განვითარება
სსიპ ქალაქ თბილისის N100 საჯარო სკოლის სტრუქტურა; 1. სკოლის სტრუქტურა
სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმა სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარეობს და კონკრეტული ამოცანების გადაჭრას ისახავს მიზნად. სკოლის განვითარებისათვის აუცილებელია - სკოლის სტრატეგიის ფორმულირება, რომელშიც გაცხადებული იქნება სკოლის მიდგომა და ხედვა, რომელსაც ირჩევს დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად და გათვლილია შვიდწლიან პერიოდზე. წინამდებარე სტარატეგია შექმნილია იმისათვის, რომ სკოლამ შეძლოს მის მიერ დასახული მიზნის გამჭვირვალედ და ჯეროვნად განხორციელება. მასში ასახულია სკოლის გრძელვადიანი მიზნები და ამოცანები, სამოქმედო კურსი, მიზნების მიღწევის გზები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი/პირები, დასახული მიზნების რეალიზების ვადები, საშუალებები და მისი შედეგები. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება შესაძლებელია შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებითა და ობიექტური ანალიზით. შესაბამისად, სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა უნდა მოხდეს პერიოდულად. სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგია სტრატეგიული გეგმა გათვლილი და გაწერილია შვიდწლიან პერიოდზე. მისი გადახედვა ხდება საჭიროებისამებრ. სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში სკოლა იცავს ძირითად სამოქმედო პრინციპებს, კერძოდ: • გუნდური მუშაობა • თანამონაწილეობა • გამჭვირვალობა სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი. იგი უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებაზე და სხვა. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმატებით წარმართვის მიზნით, დირექტორის ბრძანებით იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის პროექტის შემუშავებაზე. აღნიშნული სამუშაო ჯგუფში ერთვება სკოლის სტრუქტრული ერთეულები/თანამშრომლები. ჯგუფი აფასებს სკოლის საჭიროებებს და მათი ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს განვითარების სტრატეგიულ გეგმას სტრატეგიული მიზნები სკოლის მიერ დასახული სტრატეგიული მიმართულებების უზრუნველყოფისათვის დასახულია 7 სტრატეგიული მიზანი 1. სკოლის ინფრასტრუქტურის განვითარება და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა 2. საზოგადოების მართვასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები/პროცედურები და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია 3. სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის მუდმივი განვითარება, სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება 4. ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარება 5. მშობელთა ჩართულობა სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში 6. უსაფრთხო და ორგანიზებული გარემო 7. მოსწავლეთა მხარდაჭერა.
სსიპ ქალაქ თბილისის N100 საჯარო სკოლის 2023-2024 სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა სსიპ ქალაქ თბილისის N100 საჯარო სკოლამ 2023-2024 სასწავლო წლის სტრატეგიული გეგმის შედგენისას იხელმძღვანელა წინა სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის რეფლექსიით. გარდა ამისა, გაითვალისწინა ახალი გამოწვევები და მეტი განვითარებისათვის გამოყო 7 ძირითადი მიმართულება. ესენია: 1. სკოლის ინფრასტრუქტურის განვითარება და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა 2. საზოგადოების მართვასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები/პროცედურები და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია 3. სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის მუდმივი განვითარება 4. ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარება 5. მშობელთა ჩართულობა სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში 6. უსაფრთხო და ორგანიზებული გარემო 7. მოსწავლეთა მხარდაჭერა. სკოლას გათვალისწინებული აქვს მთელი რიგი აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს დასახული ამოცანების შესრულებას და საბოლოო ჯამში ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევას.
სსიპ ქალაქ თბილისის N 100 საჯარო სკოლის პროგრამები , მხარდაჭერის სერვისებია: 1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესი. 2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეტა ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცება. 3. მოსწავლის მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი)
მოსწავლის ქცევის წესები მუხლი 4. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება 1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. 2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს. მუხლი 5. მოსწავლეებთან დამოკიდებულება მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. მუხლი 6. მოსწავლის ჩაცმის წესი მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით. მუხლი 7. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს 1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე. 2. გაკვეთილზე ყოფნისას მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები. 3. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე. 4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით. 5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. 6. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად. 7. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას. 8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე. 9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას. 10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მუხლი 8. სკოლაში აკრძალული ნივთები მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით: ა) თამბაქოს ნაწარმი; ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; გ) სანთებელა ან ასანთი; დ) ალკოჰოლური საშუალებები; ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს; ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; ზ) აზარტული თამაშის საშუალებები; თ) უხამსობის ამსახველი ნივთები; ი) ნარკოტიკული საშუალებები; კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები; ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე. მუხლი 9. პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას “ზოგადი განათლების შესახებ„ საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. 10. მოსწავლის, პერსონალის, მშობლის,/კანონიერი წარმომადგენლის კანონიერი უფლებების დაცვის მექანიზმი.
სკოლის მატერიალური რესურსი და ინფრასტრუქტურა გამოიყენება დაწესებულების მისიით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად და შეესაბამება არსებულ და/ან დაგეგმილ მოსწავლეთა რაოდენობას. 1. სკოლა უზრუნველყოფს საგანმანატლებლო საქმიანობისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ რესურსს მინიმუმ ავტორიზაციის ვადითა და დადგენილი მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გათვალისწინებით. 2. დაწესებულების ინფრასტრუქტურა , მათ შორის საერთო სარგებლობის სივრცეები და მატერიალური რესურსი ხელმისაწვდომია სასკოლო საზოგადოების წევრებისათვის; 3. სკოლის ინფრასრუქტურა ქმნის სწავლის ინკლუზიურ გარემოს; 4.სკოლის ინფრასტუქტურა ემსახურება სკოლის სოციო-კულტურულ სივრცედ ჩამოყალიბებას; 5. სკოლას გააჩნია კურიკულუმით განსაზღვრული საჭირო რესურსები. სკოლის შენობის საკადასტრო კოდი:01.13.06.014.006. სკოლა თავისი ინფრასტუქტურისა და მატერიალური რესურის გათვალისწინებით განსაზღვრავს მოსწავლეთა სავარაუდო ზღვრულ რაოდენობას. სკოლა არის სამ სართულიანი( ასევე აქვს ტექნიკური სართული),სულ 26 საკლასო ოთახი, ახალი სასწავლო წლიდან სულ 31 ფინანსური კლასი. (პირველ სართულზე -9 , მეორეზე-9 მესამეზე-8) ამ მონაცემების გათვალისწინებით სკოლას შეუზლია მოემსახუროს მაქსიმუმ 1000 მოსწავლეს.ასევე სკოლაში არის ლაბორატორიები - ქიმია , ფიზიკა ბიოლოგია, კომპიურერული. სკოლას აქვს მოსწავლეთა საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის მატერიალური რესურსები. ინდივიდუალური მერხებისაფეხურის შესაბამისად: I დონე -166 ერთეული, II დონე- 150 ერთეული, III დონე- 420ერთეული, IV დონე - 120 ერთეული. დაფა -36 ცალი. თითოეულ საკლასო ოთახში დამონტაჟებულია დაფა, კარადები საგაკვეთილო რესურის შესანახად. მესამე სართულზე არის სპორტული დარბაზი ( გასახდელები, საშხაპეეებით, სველი წერტილებით, მათ შორის ადაპტირებული სველი წერტილით). მეორე სართულზეგანთავსებულია სააქტო დარბაზი საოფისე სკამებით.სველი წერტილები ( ვაჟებისთვის თითოეულ სართულზე, მათ შორის ერთი ადაპტირებული; გოგონებისთვის თითოეულ სართულზე, მათ შორის ერთი ადაპტირებული, პერსონალისთვის 3 სველი წერტილი) გათბობის სისტემა და ა.შ. სკოლაში არ ფუნქციონირებს ბუფეტი , რადგან სკოლა არ არის ექსპლუატაციაში მიღებული. სკოლის ბიბლიოთეკა არის სკოლის შენობის მეორე სართულზე.ცალკე აქვს სამკითხველო დარბაზიდა წიგნსაცავი. ბიბლიოთეკაში განთავსებულია წიგნის კარადები,კომპიუტერი ბიბლიოთეკარისათვის მულტიფუნქციური პრინტერი, მაგიდები და სკამები, პროექტორი. რესურსოთახი განთავსებულია შენობის მეორე სართულზე, აღჭურვილია სპეციალური ინვენტარით, ინდივიდუალური კარადებით, კომპიუტერით, პრინტერით, მერხებით, სკამებით,წიგნებითა და სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსით. სკოლას აქვს 3 საბუნებისმეტყველო ლაბორატორია - ქიმიის (3- სართულზე), ფიზიკის - (3 სართულზე) ბიოლოგიის - ( 2 სართულზე) ლაბორატორიები აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით. სკოლას აქვს ეზო , სადაც განტავსებულია 6 მოსასვენებელი სკამი.
სსიპ ქალაქ თბილისის N 100 საჯარო სკოლის ბიუჯეტი.