ზესტაფონი, სოფელი დილიკაური
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 13
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
იმერეთი · ზესტაფონი · ზესტაფონი, სოფელი დილიკაური
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მ ი ს ი ა სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეთა აღზრდისა და სწავლების მაღალ ხარისხს, ურთიერთთანამშრომლობის, პროფესიული ზრდისა და ინოვაციური სასწავლო გარემოს შექმნის გზით. ხელს შეუწყობს მოზარდებში უფლებებისა და მოვალეობების გააზრებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, წიგნიერების დონის ამაღლებას, პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვას, რაც მოზარდს ღირებულებების, უნარების, დამოკიდებულების, ცოდნისა და კრიტიკული გააზრების კომპეტენციას შესძენს. სკოლის ხ ე დ ვ ა სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მომავლის ხედვაა, 7 წლის შემდეგ სკოლის კურსდამთავრებულთა 70 % იყოს საზოგადოებრივ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნირებების მიმართულებით მოთხოვნადი კადრი, არამარტო ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო სივრცეშიც. სკოლა იზრუნებს ამ ხნის განვალობაშო იყოს მყარ,ინოვაციურ და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ცოდნის კერა. თანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად, ასევე სკოლა იზრუნებს თავისუფალი და კომპეტენტური მოქალაქის ჩამოყალიბებაზე და იმაზეც,რომ სკოლის ყველა მოსწავლემ განათლება უნდა მიიღოს მაღალაკადემიურ, ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურად უსაფრთხო გარემოში. ღ ი რ ე ბ უ ლ ე ბ ე ბ ი: სამართლიანობა სკოლა აღიარებს სამართლიანობის პრინციპს და თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაწილეობითი მართვა: სკოლაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესი არის ობიექტური, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე. გადაწყვეტილების მომზადების და მიღების პროცესში ჩართვის უფლება აქვს ყველა მსურველს, რომელზეც აისახება ეს გადაწყვეტილება. ურთიერთთანამშრომლობა და პასუხისმგებლობა: სკოლის ყველა სუბიექტი –მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი–იზიარებს ურთიერთთანამშრომლობის პრინციპს და პასუხისმგებელია თავის ქმედებებზე. ეფექტურობა: სკოლა ეფექტურად განკარგავს ფინანსურ, ადამიანურ და მატერიალურ რესურსებს მაქსიმალური შედეგის მისაღწევად. სკოლა იყენებს შეფასების და თვითშეფასების სისტემას და ორიენტირებულია შედეგზე. აფასებს პროფესიონალიზმს და ახალისებს კერძო ინიციატივას. განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. სკოლის პერსონალისთვის მნიშვნელოვანია მუდმივი პროფესიული ზრდა და განვითარება,გუნდურობა და კოლეგიალობა; უსაფრთხოება: სკოლა უზრუნველყოფს ჯანსაღი სასწავლო და სამუშაო პირობებით უსაფრთხო გარემოს, სადაც ყველა იცავს ეთიკის ნორმებს და შინაგანაწესს.
სკოლის მენეჯმენტი და სტრუქტურა სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლა ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით,საბაზო და საშუალო საფეხურზე, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად. სკოლის საგანმანათლებლო საქმიანობა ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს, საჯარო სკოლის წესდებას, განათლების ეროვნულ მიზნებს, ეროვნულ სასწავლო გეგმას, სკოლის შინაგანაწესს და სხვა სამართლებრივ აქტებს. სკოლის სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, მრცეველთა საბჭოს, კათედრებს, მოსწავლეთა თვითმმართველობას და დისციპლინურ კომიტეტს.
სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის შვიდწლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა დანართის სახით
სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის 2023-2024 სასწავლო წლის სასკოლო სასწავლო გეგმა და ერთწლიანი სამოქმედო გეგმა მიბმული ფაილის სახით, ასევე შეგიძლიათ ნახოთ ლინკის საშუალებით, სკოლის დრაივზე განთავსებული 2023-24 სასწ.წლის კურიკულუმები საფეხურების და საგნების მიხედვით
2024-2025 სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის და სასკოლო სასწავლო გეგმის შესრულების ანგარიში
სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლას აქვს მშობლებთან კომუნიკაციის, მოსწავლის ჩარიცხვის,საფეხურის დაძლევის,მობილობის,მოსწავლის სტატუსის შეჩერება- აღდგენის და მოსწავლეთა ადაპტაციის მექანიზმების დებულება ,ასევე საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და ურთიერთობის წესი და სხვა დოკუმენტები ( იხილეთ მიბმული ფაილის სახით)
ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმების შესახებ სკოლაში მოქმედებს შინაგანაწესი და დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები,
სკოლის ინფრასტრუქტურის შესახებ ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე
სკოლის ბიუჯეტი და თვის შესრულების ანგარიშები იხ.ლინკზე