ზესტაფონი, სოფ. ბოსლევი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 19
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
იმერეთი · ზესტაფონი · ზესტაფონი, სოფელი ბოსლევი
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისია სკოლის მისიაა შექმნას ისეთი უსაფრთხო სასწავლო-აღმზრდელობითი გარემო, რომელიც ორიენტირებული იქნება თითოეული მოსწავლის ეროვნული ინტერესების, შესაძლებლობების განვითარებაზე, თვითრეალიზაციისთვის საჭირო ცოდნისა და ცნობიერების მიცემაზე, სიახლის მაძიებელ განათლებულ პიროვნებებად აღზრდაზე, კულტურულ ფასეულობათა და ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოს მიმართ პატივისცემის ჩამოყალიბებაზე, ზნეობრივად, სულიერად, ფიზიკურად ჯანსაღი, ღირსეული, ტრადიციების დამცველი მოზარდის ფორმირებასა და მისთვის სწორი გზის არჩევასა და პროფესიულ ორიენტაციაში დახმარებაზე, რათა მან მომავალში შეძლოს თავისი წვლილი შეიტანოს ერთიანი საქართველოს განვითარებაში. სკოლის ხედვა 2030 წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ზღვრული რაოდენობა მიაღწევს სკოლაზე გათვლილ მოსწავლეთა რაოდენობას; ამუშავდება პროფესიული პროგრამები; შენარჩუნებული იქნება მსოფლიო სასკოლო სპორტულ ოლიმპიადებში წარმატებული მონაწილეობის ტრადიცია. ამ მიზნით სკოლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება: ა) სკოლაში ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სწავლა-სწავლების პარალელურად არაფორმალური სწავლების მეთოდების ამუშავება; ბ} მოსწავლეების შესაძლებლობების, ნიჭისა და ინტერესების რეალიზება, ძლიერი მხარეების აღმოჩენა და განვითარება, სკოლაში შექმნილი შესაბამისი ინკლუზიური, ინდივიდუალური მიდგომების კიდევ უფრო მეტად დახვეწა; გ) სკოლის ბაზაზე პროფესიული კურსების განხორციელება, უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე კოლეჯებთან და პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობის ამოქმედებით გადამზადების სხვადასხვა პროფესიული კურსის გავლა; დ) ჯანსაღი ცხოვრების წესის გაძლიერების მიზნით, სპორტული აქტივობების გააქტიურება; ე) სკოლის ყველა საფეხურებზე განათლების მაღალი ხარისხის სასკოლო კურიკულუმების შეთავაზება; ვ) მოსწავლისათვის იმ უნარ-ჩვევების განვითარება, რომლებიც თითოეულ მათგანს მისცემს საშუალებას უკვე არსებული გამოცდილება და მიღწევები გამოიყენოს ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად; ზ) თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების შესაბამისად, მოსწავლის თავისუფალ და წარმატებულ პიროვნებად ჩამოყალიბებაზე ზრუნვა; თ) საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის მიღება ღირებულებები სკოლის მისიისა და ხედვიდან გამომდინარე სკოლის ღირებულებებია: 1) სიახლეების მიმართ ღიაობა 2) სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა 3) სამართლიანობა 4) გუნდურობა 5) ერთგულება 6) გამჭვირვალობა სიახლეების მიმართ ღიაობა: სკოლა იღებს სიახლეებს, ინოვაციებს, მზადაა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულადაა განხილული სიახლეები, წინადადებები, განსხვავებული პოზიციები, ორიენტირება მიდის პრობლემების გადაჭრის გზებზე. სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა: სკოლაში სხვისი აზრი და შრომა დაფასებულია, სამართლიანობა: სკოლაში ყველა გადაწყვეტილება მიღებულია სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით, განხორციელებული შეფასებები, ასევე თვითშეფასება ეფუძნება კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს მონაწილე პირების სუბიექტივიზმს და არ ტოვებს უსამართლობის განცდას. გუნდურობა: სკოლაში ყველა გადაწყვეტილება მიიღება გუნდურად, სასკოლო საზოგადოების მონაწილეობით. ერთგულება: სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი აცნობიერებს ჩვენი სკოლის წარსულს, მნიშვნელობას და პრესტიჟს თემში და რჩება სკოლის ერთგული და მისი ინტერესების გამტარებელი. გამჭვირვალობა: სკოლაში მიმდინარე ყველა პროცესი გამჭვირვალეა და ტოვებს სამართლიანობის განცდას. სკოლის მისიისა და ხედვის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა თითოეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით მნიშვნელოვანია: პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; პატიოსნება და კეთილსინდისიერება; სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერება; საერთო საქმის კეთება და სკოლის ერთგულება; ინოვაციური მიდგომების დანერგვა და წარსული გამოცდილების გათვალისწინება; სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხზე ზრუნვა; ინიციატივის დაფასება და ზრუნვა მის მუდმივ გაუმჯობესებაზე; მუდმივი პროფესიული ზრდა და განვითარება; გუნდურად მუშაობა და კოლეგიალობის დაცვა; შედეგზე ორიენტირებულობა