ზესტაფონი, სოფელი არგვეთა
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 19
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 2
იმერეთი · ზესტაფონი · ზესტაფონი, სოფელი არგვეთა
Open a section to view its text, related links, and document listing.
მისია მოსწავლეზე ორიენტირებული, უსაფრთხო, ინკლუზიური, მაღალი ხარისხის სასწავლო გარემოს შექმნა, რათა ხელი შევუწყოთ მოსწავლის ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბებას, დამოუკიდებელი, ცხოვრებისეული უნარებით აღჭურვას. ხედვა სასკოლო საზოგადოებაში მოსწავლე არის თავისუფალი, მოტივირებული, თავდაჯერებული, დაფასებული, შემდგარი ღირსეული პიროვნება და მოქალაქე. სკოლაში შექმნილია ჯანსაღი, ჰარმონიული, ტოლერანტული, თანამშრომლობითი და ურთიერთპატივისცემაზე ორიენტირებული გარემო. ღირებულებები • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.
სკოლის სტრუქტურა სკოლის სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას,ადმინისტრაცია,ტექნიკური პერსონალი, მოსწავლეთა თვითმმართველობას, დისციპლინურ კომიტეტს,მრჩეველთა საბჭოს. სკოლაში შეიძლება შეიქმნას სააპელაციო კომიტეტი.
სკოლას შემუშავებული, დამტკიცებული და ვებგვერდზე განთავსებული აქვს მოსწავლეთა ადაპტაციის წესი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მექანიზმები,მოსწავლის ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის,მობილობის წესი, საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა.
მოსწავლეთა უფლებების დაცვა სასწავლო პროცესში სკოლა იცავს ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონით აღიარებულ მოსწავლის უფლებებსა და თავისუფლებას. მათ შორის: 1. სკოლა უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღების თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველა მოსწავლისათვის. 2. სკოლაში უზრუნველყოფილია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის განათლების მიწოდება შესაბამისი ადამიანური რესურსითა და პროგრამებით/სერვისებით. 3. სკოლა იღებს ყველა გონივრული ზომას მოსწავლის ცოდნის სამართლიანი შეფასების უზრუნველსაყოფად. დაუშვებელია, მოსწავლის აკადემიური შეფასება განპირობებული იყოს მისი დისციპლინით. 4. სკოლაში ჩარიცხული ყველა მოსწავლე დაცულია არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობისა და შეურაცხყოფისაგან. 5. სკოლის ტერიტორიაზე და სასკოლო დროს უზრუნველყოფილია ჯანმრთელობისათვის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები. 6. სკოლა იღებს ყველა გონივრულ ზომას სასკოლო დროს, აგრეთვე სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის უფლებებისა და თავისუფლებების ჯეროვანი დაცვის, დარღვევის თავიდან აცილების ან აღკვეთის მიზნით. 7. სკოლაში სასკოლო დისციპლინა დაცულია სკოლის შინაგანაწესით. 8. სკოლის მოსწავლე სარგებლობის მობილობის უფლებით, რის შესახებაც ინფორმირებულია მოსწავლის მშობელი. 9. სკოლის ყველა მოსწავლე და მშობელი ფლობს ინფორმაციას საკუთარი და სხვა მოსწავლეების უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე მათი შეზღუდვის საფუძვლების შესახებ, რის გაცნობასაც უზრუნველყოფს სკოლა დამრიგებლების მეშვეობით. 10. სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჩართულობას სკოლის მართვაში (მოსწავლეთა თვითმმართველობა, დისციპლინური კომიტეტი, სამეურვეო საბჭო). 11. სკოლა მოსწავლის მიმართ ქმედების განხორციელებისას გადაწყვეტილებას იღებს მოსწავლის ჭეშმარიტი ინტერესის გათვალისწინებით. 12. მოსწავლეს და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივრონ მის მიმართ მიღებული უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები. სკოლაში ქცევის წესების ძირითადი მარეგულირებელი დოკუმენტია შინაგანაწესი, რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე.
სკოლა ახლადაშენებული და ინფრასტრუქტურულად გამართულია.
სკოლის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში გასაწევი ხარჯების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე.