ვანი, სოფ. ტობანიერი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 30
- Available places
- 21
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
იმერეთი · ვანი · ვანი, სოფელი ტობანიერი
Open a section to view its text, related links, and document listing.
მომავლის ხედვა: სსიპ აკადემიკოს კორნელი კეკელიძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლის მომავლის ხედვაა, რომ იგი იყოს მყარი და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ცოდნის კერა. თანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად, ზრუნავდეს თავისუფალი და კომპეტენტური ადამიანის ჩამოყალიბებაზე. წვლილი შეჰქონდეს ქვეყნის სამეცნიერო, კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. მისია. სსიპ აკადემიკოს კორნელი კეკელიძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლის მისიაა აღზარდოს პიროვნება, რომელიც შეძლებს უპასუხოს თანამედროვე მოთხოვნებს და ამასთანავე, მტკიცედ ეყრდნობოდეს ეროვნულ ფესვებს. სსიპ აკადემიკოს კორნელი კეკელიძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯაროს სკოლის პრიორიტეტებია: • ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევა; • სწავლის ხარისხის გაუმჯობესება; • მატერიალური–ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; • პედაგოგთა პროფესიული განვითარება; • საზოგადოებაში აღიარებული ფასეულობების დამკვიდრება; • მოსწავლეთა ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობა, მათი დაცვა ყოველგვარი დისკრიმინაციისაგან; • მოსწავლეებში ურთიერთპატივისცემის, სამართლიანობის, ეროვნული ღირებულებებისა და მსოფლიო ცივილიზაციის მიღწევათა დაფასების ტრადიციების დამკვიდრება. მისიის განხორციელების შედეგად სკოლის თითოეული მოსწავლე აღჭურვილი იქნება სათანადო ცოდნითა და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებით. ღირებულებები სამართლიანობა სკოლა აღიარებს სამართლიანობის პრინციპს და თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაწილეობითი მართვა: სკოლაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესი არის ობიექტური, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე. გადაწყვეტილების მომზადების და მიღების პროცესში ჩართვის უფლება აქვს ყველა მსურველს, რომელზეც აისახება ეს გადაწყვეტილება. ურთიერთთანამშრომლობა და პასუხისმგებლობა: სასკოლო საზოგადოება –მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი–იზიარებს ურთიერთთანამშრომლობის პრინციპს და პასუხისმგებელია თავის ქმედებებზე. ეფექტურობა: სკოლა ეფექტურად განკარგავს ფინანსურ, ადამიანურ და მატერიალურ რესურსებს მაქსიმალური შედეგის მისაღწევად. სკოლა იყენებს შეფასების და თვითშეფასების სისტემას და ორიენტირებულია შედეგზე. უსაფრთხოება: სკოლა უზრუნველყოფს ჯანსაღი სასწავლო და სამუშაო პირობებით უსაფრთხო გარემოს, სადაც ყველა იცავს ეთიკის ნორმებს და შინაგანაწესს.