Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულის საჯარო სკოლა

იმერეთი · ჭიათურა · ჭიათურა, სოფელი გეზრული

Register ID#849
Students23
Teachers14
Buildings1
School profile

General information

Principal
გოჩა შეყილაძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
20/11/2024
Authorization end
20/11/2033
First grade admission

Current capacity information

ჭიათურა, სოფ. გეზრული

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
25
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values2 additional items

მისია ქ. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულის საჯარო სკოლის მისიაა თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი აკადემიური განათლების მქონე მაღალი ზნეობის პატრიოტული სულისკვეთების მქონე ახალგაზრდების აღზრდა. პროექტული სწავლების ეფექტურობის საფუძველზე, სოფლის ტრადიციებიდან გამომდინარე პროფესიული მიმართულების გაძლიერება თემში მიგრაციის შესამცირებლად. ხედვა ქ. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულის საჯარო სკოლის ხედვაა მომდევნო 9 წლის განმავლობაში იყოს ერთ- ერთი გამორჩეული სკოლა ჭიათურის მუნიციპალიტეტში მოსწავლეებში პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიმართულებით. ღირებულებები გაცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანმხდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა ყოველმა ცალკეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: გუნდურობა; ინკლუზიურობა; მაღალი პროფესიონალიზმი; ტრადიციები; დემოკრატიულობა; გამჭირვალობა;

Documents

მისია,ხედვა,ღირებულებები.docx14/09/2024 17:18:34 · 0.01 MB
Download documents on EMIS
Structure1 additional item

Documents

skolis struqtura.docx25/10/2024 11:53:56 · 0.07 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

სკოლის შესახებ ინფორმაცია სსიპ-ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულის საჯარო სკოლა მდებარეობს სოფელ გეზრულში. იგი აშენდა 1976 წელს. სკოლას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 2019-2020 წელს. სადაც სრულიად შეიცვალა შენობის შიდა ინტერიერი თანამედროვე სტანდარტის შესაბამისად მოეწყო.. სკოლას აქვს ადაპტირებული გარემო შშმ პირებისთვის. სკოლა არის ორსართულიანი და ამჟამად გათვლილია 50 მოსწავლეზე. აქვს მოწესრიგებული მატერიალურ ტექნიკური ბაზა. სკოლაში დასაქმებულია 20 თანამშრომელი, აქედან 14 პედაგოგი (14 უფროსი). ამჟამად ირიცხება 24 მოსწავლე.

Documents

სკოლის სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმა-გეზრული.docx05/10/2024 13:37:45 · 0.05 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

2024-2025 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა.

Documents

გეზრული-სამოქმედო-გეგმა2024-25წ.docx05/10/2024 13:40:11 · 0.03 MB
Download documents on EMIS
Programs and support services2 additional items

Documents

დანართი N-81 რემედიაციის მექანიზმი.pdf14/09/2024 18:06:49 · 0.42 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms7 additional items

ვამტკიცებ სსიპ ჭიათურის მუნიციპალიეტის სოფელ გეზრულის საჯარო სკოლის დირექტორის მ.შ გოჩა შეყილაძე სსიპ ჭიათურის მუნიციპალიეტის სოფელ გეზრულის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ქცევის წესები ეს წესები ადგენს ქცევის ნორმებს სკოლის შენობასა და ტერიტორიაზე. წესების მიზანი–სკოლაში ნორმალური სამუშაო პირობების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს თითოეული მოსწავლის წარმატებულ სწავლებას, პიროვნებისადმი პატივისცემას და მისი უფლებების დაცვას,ქცევის კულტურის და ურთიერთობის განვითარებას. • ქცევის ზოგადი წესები 1.1მოსწავლეები სკოლაში მოდიან სწავლის დაწყებამდე არა უგვიანეს 15 წუთისა, მოწესრიგებულნი, საჭირო სასკოლო ნივთებით, იკავებენ თავიანთ სამუშაო ადგილას და ემზადებიან შესაბამისი გაკვეთილისთვის. 1.2. პირველ გაკვეთილზე დაგვიანებულნი არ დაიშვებიან გაკვეთილზე (დაწყებითი კლასების მოსწავლეები გარდა ) და იმყოფებიან სკოლის ფოიეში. გაცდენილ სასწავლო მასალას სწავლობენ დამოუკიდებლად. 1.3. გაკვეთილების სისტემატურად გამცდენი მოსწავლეები გამოძახებული იქნებიან დირექტორთან მშობლებთან ერთად, გაცდენის მიზეზების დადგენის მიზნით. 1.4. სასწავლო პროცესის დამთავრების შემდეგ კლასის ხელმძღვანელის ან მასწავლებლის გარეშე, რეკომენდირებული არ არის სკოლაში დარჩენა. 1.5.აკრძალულია ნებისმიერი მიზნით სკოლის ტერიტორიაზე შემოტანა ან გამოყენება: იარაღის, დანის, ასაფეთქებელი და ცეცხლსაშიში ნივთიერებების, სპირტიანი სასმელების, სიგარეტის, ნარკოტიკების და შხამების, ასევე სხვა ნივთიერების და საგნების, რომლებსაც კავშირი არ აქვთ სწავლების პროცესთან და შეუძლიათ ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება. 1.6. მოწევა, ვაჭრობა და აზარტული თამაშები სკოლის ტერიტორიაზე აკრძალულია. 1.7. არ არის რეკომინდირებული სკოლაში საღეჭი რეზინის მოტანა. 1.8.იკრძალება არაკორექტული გამოთქმები და ჟესტები. 1.9. მოსწავლეები პატივს უნდა სცემდნენ ერთმანეთს და სკოლის მუშაკებს. უნდა ავლენდნენ უფროსებისადმი პატივისცემას, ზრუნავდნენ უმცროსებზე. მოსწავლეები გზას უთმობენ უფროსებს, უფროსი კლასელები–უმცროსებს, ბიჭები–გოგონებს. 1.10. ფიზიკური კონფრონტაცია, დაშინება და მუქარა, დამცირების ცდები, დისკრიმინაცია რასობრივი და სქესობრივი ნიშნით, ითვლება ქცევის მიუღებელ ნორმად. 1.11.მოსწავლეები იცავენ სკოლის ქონებას. სკოლის ქონებისადმი მიყენებულ ზარალის შემთხვევაში მშობლები (კანონიერი წარმომადგენლები) ვალდებულნი არიან აანაზღაურონ ეს ზარალი. კატეგორიულად იკრძალება კედლებზე, მერხებზე, სკამებზე წერა და ფხაჭნა, სასკოლო ინვეტარის დანადგარების და სხვა ქონების მტვრევა–დაზიანება. იკრძალება სკოლის საკუთრებაში მყოფი წიგნებისა და სახელმძღვანელოებზე მინაწერების გაკეთება, ფურცლების მოხევა. მათი დაზიანების შემთხვევაში მოსწავლე ვალებულია შეავსოს სასკოლო ფონდი ზუსტად ისეთი წიგნით ან სახელმძღვანელოთი. 1.12.მოსწავლეები პატივს სცემენ საკუთრებას, როგორც თავისას, ასევე სხვისას. 1.13.მოსწავლეები იცავენ სისუფთავეს და წესრიგს სკოლის შენობასა და ტერიტორიაზე. ნაგავს ყრიან მხოლოდ ურნებში. 1.14. არ ტოვებენ ფულს და ფასიან ნივთებს უმელთვაყურეოდ. 1.15. დაკარგული ნივთების პოვნისას აბარებენ პედაგოგს ან სკოლის დირექციას. 1.16. არ დაიშვება, სწავლის პერიოდში, პედაგოგის ან სამედიცინო პერსონალის ნებართვის გარეშე, სკოლიდან წასვლა. 1.17 .სასწავლო პროცესის დამთავრების შემდეგ I-IV კლასის მოსწავლეები სკოლას ტოვებენ მხოლოდ მშობლების (კანონიერი წარმომადგენლის) თანხლებით. ამ კლასის მოსწავლეებს დამოუკიდებლად სკოლის დატოვება შეუძლიათ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მშობლის წინასწარი თანხმობა. 2.გაკვეთილებზე ქცევა 2.1. მოსწავლე ვალდებულია შეასრულოს ყველა სამუშაო დავალება სასწავლო პროგრამით დადგენილ ვადაში. მოიტანოს გაკვეთილებზე ყველა საჭირო სახელმძღვანელო, რვეული, საწერი საშუალებები. 2.2. ყოველდღიურად აწარმოოს საშინაო დავალებების ჩანაწერი დღიურში და მასწავლებლის ან მორიგე ადმინისტრატორის პირველსავე მოთხოვნაზე წარადგინოს იგი. 2.3. როცა მასწავლებელი შედის კლასში, მოსწავლეები დგებიან და ესალმებიან მას. სხდებიან მას შემდეგ, რაც პედაგოგი უპასუხებს მისალმებაზე და დასხდომის ნებას დართავს. მოსწავლეეbი ასეთნაირად ესალმებიან ნებისმიერ უფროსს, რომელიც კლასში შევა მეცადინეობის დროს (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოსწავლეები ასრულებენ წერით სამუშაოს). 2.4.თითოეული მასწავლებელი თვითონ ადგენს მოსწავლეების ქცევის წესებს მის გაკვეთილზე. ამ წესებმა არ უნდა შელახოს მოსწავლის პატივი, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას, ნორმატიულ დოკუმენტებს და სკოლის წესდებას. 2.5.გაკვეთილის დროს არ შეიძლება ხმაური, იმ საქმეებით დაკავება, რომელიც ხელს უშლის გაკვეთილის მსვლელობას. არ შეიძლება გაკვეთილზე მობილური ტელეფონი, პლეერით და კომპიუტერული თამაშებით სარგებლობა. 2.6. თუ მოსწავლეს სურს მასწავლებელს დაუსვას კითხვა ან უპასუხოს დასმულ კითხვას, მან უნდა ასწიოს ხელი. 2.7.მოსწავლეს შეუძლია დაიცვას თავისი შეხედულებები საკამათო და არაერთგვარი პასუხებით, განხილვისას, კორექტული ფორმით. 2.8. გაკვეთილის დამთავრების ნიშანი (ზარი) არის მასწავლებლისთვის, მხოლოდ როცა მასწავლებელი გამოაცხადებს გაკვეთილის დამთავრებას, მაშინ შეუძლია მოსწავლეს დატოვოს კლასი. 2.9. ფიზიკ

Documents

დანართი N-32 პერსონალის მართვის მარეგულირებელი დოკუმენტი..pdf14/09/2024 18:06:13 · 0.44 MB
დანართი N-64 მატერიალური რესურსებით სარგებლობის წესი.pdf14/09/2024 18:06:13 · 0.49 MB
დანართი N-21 სკოლის შინაგანაწესი.pdf14/09/2024 18:06:13 · 27.06 MB
დანართი N-22 ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის დოკუმენტი.pdf14/09/2024 18:06:14 · 0.63 MB
დანართი N-79 მოსწავლეთა ჩარიცხვის,საფეხურის დაზლევის,მობილობის სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი.pdf14/09/2024 18:06:14 · 0.75 MB
დანართი N-22 ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის დოკუმენტი.pdf14/09/2024 18:06:15 · 0.63 MB
დანართი N36 გასაჩივრების პროცედურები.pdf05/10/2024 13:12:29 · 0.45 MB
Download documents on EMIS
Infrastructure1 additional item

2017 წელს გაკეთდა ცენტრალური გათბობა რომლის ღირებულებამ შეადგინა 37992,66 ლარს. 2017 წელს გაკეთდა სპორტული სტადიონი რომლის ღირებულებამ შეადგინა 34230,97 ლარს. 2018 წელს გაკეთდა შიდა სარემონტო სამუშაოები რომლის ღირებულებამ შეადგინა 88789,96 ლარს.

Documents

ფოტოები.docx11/12/2023 13:55:55 · 10.9 MB
Download documents on EMIS
Finances3 additional items

სსიპ - ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულის საჯარო სკოლა ფინანსურად მდგრადია. ჩვენ შეგვიძლია დავაფინანსოთ სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა საჭიროებები და დაგეგმილი ღონისძიებები. სკოლის წლიური შესყიდვების გეგმას ვადგენთ წინა წლებისა და ბაზრის კვლევის გათვალისწინებით. იგი დამტკიცებულია შესაბამის ვადებში. საჭიროებების შემთხვევაში სკოლის წლიური შესყიდვების გეგმაში შეგვაქვს ცვლილებები სკოლის დირექტორის ბრძანებით. ყველა მომდევნო წლის ბიუჯეტს ვადგენთ წინა წლების გამოცდილების საფუძველზე და ვამტკიცებთ წინა წლის დეკემბერში. სკოლაში ფინანსური რესურსების მართვა მიზნობრივად ხორციელდება. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აბარებს სკოლის სამეურვეო საბჭოს 10 დეკემბრამდე ანგარიშს ფინანსური საქმიანობის შესახებ. შრომის ანაზღაურებისათვის გაიცემა 349424 ლ კომუნალური გადასახადებისათვის განკუთვნლია 1500 ლ სამედიცინო ხარჯებისთვის განკუთვნილია 1500 ლ

Documents

biujeti gezruli 2024.xlsx24/10/2024 12:51:43 · 0.03 MB
შესყიდვების გეგმა.pdf30/10/2024 10:26:15 · 4.75 MB
ინვენტარიზაცია.pdf30/10/2024 10:26:15 · 1.5 MB
Download documents on EMIS