Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლა

იმერეთი · ჭიათურა · ჭიათურა, სოფელი ქვედა ბერეთისი

Register ID#844
Students45
Teachers19
Buildings1
School profile

General information

Principal
ლალი კაპანაძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
01/07/2026
Authorization end
01/07/2035
First grade admission

Current capacity information

ჭიათურა, სოფელი ქვედა ბერეთისა

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
16
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

მისია ჯანსაღ, უსაფრთხო და პოზიტიურ სასკოლო გარემოში ხარისხიანი განათლებითა და საზოგადოებრივი მეცნიერებების გაძლიერებული სწავლების მხარდაჭერით აღვზარდოთ კონკურენტუნარიანი, გლობალური და ეროვნული ღირებულებების დამცველი მოქალაქეები. ხედვა სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლა, უახლოესი ათწლეულების განმავლობაში შეძლებს მოსწავლეთა აღჭურვას 21-ე საუკუნის კომპეტენციებითა და გლობალურ-ფუნქციური უნარებით, რასაც მივაღწევთ ინოვაციური და ტრადიციული სწავლების მეთოდებით, სტრატეგიებითა და მიდგომებით. კურსდამთავრებულები მეტაკოგნიციის საშუალებით შეძლებენ განათლების უწყვეტ პროცესში ორგანულ ჩართვას, რითაც თავს დაიმკვიდრებენ შრომის ბაზარზე, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიო მასშტაბით. ღირებულებები: 1. თანამშრომლობა; 2. გუნდურობა; 3. გამჭირვალობა; 4. დემოკრატია; 5. ობიექტურობა; 6. განვითარება და ინოვაციურობა.

Structure1 additional item

Documents

ქვედა ბერეთისის სკოლის სტრუქტურული ერთეული.docx23/01/2026 13:33:17 · 0.17 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Documents

შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა 2025-2032.docx23/01/2026 13:26:50 · 0.05 MB
დანართი 5.ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2025-2026.docx05/02/2026 14:26:13 · 0.07 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Documents

დანართი 5.ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2025-2026.docx05/02/2026 14:26:47 · 0.07 MB
Download documents on EMIS
Programs and support servicesText information

მოკლე ინფორმაცია სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლას აქვს შინაგანაწესი შემუშავებული და შეთანხმებული სასკოლო საზოგადოებასთან და დამტკიცებული სამეურვეო საბჭოს მიერ, რომლის დაცვის და აღსრულების უზრუნველსაყოფად იგი გაზიარებულია სასკოლო საზოგადოებისათვის. სკოლას გაწერილი აქვს მოსწავლის ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის, გასაჩივრების, მოსწავლეთა ადაპტაციის, კონსულტირების- გამჭვირვალე და მკაფიო კანონმდებლობის შესაბამისი მექანიზმები; სკოლის მოსწავლეები ჩართულები არიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მოსწავლეს აქვს ხმის უფლება მისი სასკოლო ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში, მათ შორის: • კურიკულუმი, მაგ., შესასწავლი საკითხების, არჩევითი საგნების შესახებ; • სწავლა და სწავლება, მაგ., დისტანციური სწავლების, საკლასო ოთახის წესების შესახებ; • სკოლის პოლიტიკა, მაგ., გენდერული თანასწორობის, დისციპლინური პროცედურების შესახებ; • სკოლის ინფრასტრუქტურა და ფიზიკური გარემო, მაგ., გათბობის, ავეჯის შესახებ; • რესურსები, მაგ., სახელმძღვანელოების შესყიდვის, კომპიუტერების გამოყენების შესახებ; • კლასგარეშე აქტივობები, მაგ., კლუბების, საზოგადოებრივი პროექტების შესახებ; • ყოველდღიური სასკოლო ცხოვრება, მაგ., სკოლის წესების, ფორმის ტანსაცმლის შესახებ. მოსწავლეებს ეს ეხმარება: თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაში; • ხელს უწყობს მათ სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში; • თავს აგრძნობინებს სასკოლო საზოგადოების ღირსეულ წევრად, რომელსაც საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია; • ავითარებს მათ კომპეტენციებს აქტიური მოქალაქეობისთვის; • აუმჯობესებს მათ მიღწევებს სასკოლო საგნებში; • ასწავლის მათ იმ უნარებს და დამოკიდებულებებს, რომლებიც საჭიროა სამუშაო ადგილზე წარმატების მისაღწევად; ჩვენი სკოლისთვის მნიშვნელოვანია მშობლებთან თანამშრომლობა-ინფორმირებულობა, მშობლებთან ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად სკოლა მიმართავს რეგულარულ არაფორმალურ შეხვედრებს, რაც არის საწინდარი სკოლაში პოზიტიური გარემოს შექმნის.

Behavior rules and appeal mechanisms1 additional item

მოსწავლის ქცევის კოდექსი მოსწავლის ქცევის კოდექსი არეგულირებს მოსწავლის ქცევის წესებს, რომლებსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში, აგრეთვე სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს. მოსწავლის ქცევის წესები მუხლი 4. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება 1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. 2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის მითითებებს. მუხლი 5. მოსწავლეებთან დამოკიდებულება მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. მუხლი 6. მოსწავლის ჩაცმის წესი მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით. მუხლი 7. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს 1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე. 2. გაკვეთილზე ყოფნისას მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები. 3. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე. 4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით. 5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. 6. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად. 7. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას. 8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე. 9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას. 10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მუხლი 8. სკოლაში აკრძალული ნივთები მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით: ა) თამბაქოს ნაწარმი; ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; გ) სანთებელა ან ასანთი; დ) ალკოჰოლური საშუალებები; ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს; ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; ზ) აზარტული თამაშის საშუალებები; თ) უხამსობის ამსახველი ნივთები; ი) ნარკოტიკული საშუალებები; კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები; ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე. მუხლი 9. პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას “ზოგადი განათლების შესახებ„ საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

Documents

სამეურვ# 2 შინაგანაწესის დამტკ..docx23/01/2026 13:53:27 · 0.07 MB
Download documents on EMIS
Infrastructure
Finances2 additional items

Documents

დანართი 26- 2026 წლის ბიუჯეტი.pdf07/05/2026 07:53:14 · 1 MB
დანართი 27- 2025 წლის ბიუჯეტის საკასო შესრულება.pdf07/05/2026 07:53:14 · 1 MB
Download documents on EMIS