წყალტუბო, დედაენის 26
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 50
- Available places
- 20
- SEN capacity
- 5
- Available SEN places
- 3
იმერეთი · წყალტუბო · წყალტუბო, დედაენის 26
Open a section to view its text, related links, and document listing.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია ჩვენი სკოლის ძირითადი მისიაა, შექმნას ტოლერანტული და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემო, მივაწოდოთ ჩვენს თემს მაღალი საგანმანათლებლო სტანდარტების ჰაბი, სადაც იქნება ფორმალური და არაფორმალური განათლების თანამედროვე და მაღალი სტანდარტები, მრავალფეროვანი, უსაფრთხო, ჯანსაღი და პოზიტიური გარემო, სადაც აღიზრდება მოაზროვნე, მაძიებელი, ტოლერანტი, შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, აქტიური მოქალაქეები, ჩამოყალიბება, რომლებიც შეძლებენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას, გადაწყვეტილებების მიღებას და ტრადიციების გაზიარებას. სკოლის მისიის ორიგინალობას ქმნის მისი სასკოლო საზოგადოების, ღირებულებები, პროფესიული პოტენციალი, უნარები, შესაძლებლობები და მსოფლმხედველობა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა ჩვენი სკოლა გახდება მუნიციპალიტეტში აღიარებული მაღალი დონის განათლების მიმწოდებელ საგანმანათლებლო ჰაბი, რომელიც ორიენტირებული იქნება მოსწავლეთა საჭიროებების მუდმივ შესრულებაზე, მოსწავლეთა აკადემიური, ემოციური და სოციალური განვიტარების თვალსაზრისით. სკოლის მოსწავლეთა რაოდენობა 2030 წლისთვის გაიზრდება არანაკლებ 100%. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: გუნდური მუშაობა, თემის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, ინოვაცია, ღიაობა, სამართლიანობის დაცვა, თანასწორობა, ადამიანის უფლებათა დაცვა, სწავლა - სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების და მეთოდების დანერგვა. სკოლაში არის კეთილგანწყობილი გარემო, სადაც წახალისებულია მოსწავლეებისა და მასწავლებლების ინიციატივა, საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა, ემპათია, ურთიერთპატივისცემა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა; სკოლას აქვს ცოდნასა და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო, რომელიც უზრუნველყოფს ახალგაზრდებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების დახვეწა-გაუმჯობესებას, არგუმენტირებული მსჯელობის, სიახლეების ძიების, პრობლემების ანალიზისა და გადაჭრის უნარების გამომუშავებას, თავისუფალი, შემოქმედებითი, ინტერკულტურული სამოქალაქო ცნობიერებისა და ტოლერანტობის ჩამოყალიბებისთვის. სწავლა–სწავლების სიღრმისეული შემეცნებისა და ცოდნის ტრანსფერისთვის. სკოლის ინკლუზიური და ტოლერანტული გარემო, ქმნის ღირსების შემლახველი მოპყრობის აღკვეთას, სიტყვიერ თუ ფიზიკურ შეურაცხყოფას და ბულინგს;
სკოლის სტრუქტურა: 1. სამეურვეო საბჭო; 2. სკოლის დირექცია (დირექტორი, მოადგილე, ბუღალტერი); 3.პედაგოგიური საბჭო; 4. მოსწავლეთა თვითმმართველობა; 5. დისციპლინარული კომიტეტი; 6. სააპელაციო კომიტეტი.
აპელაციის მექანიზმები * კანონმდებლობოთ გათვალისწინებული უფლებების დართვევის შემთხვევაში მოსწავლეს, მასწავლებელს და მშობელს უფლება აქვსწერილობითი საჩივრით მიმართოს სკოლის დირექტორს ორი კვირის განმავლობაში, რაც მისთვის ცნობილი გახდა უფლების დარღვევის შესახებ. *დირექტორი საჩივარს განიხილავს საჩივრის შეტანიდან ორი კვირის ვადაში. *დირექტორის გადაწყველილება და მისი მოქმედება ან უმოქმედობა შეიძლება გასაჩივრდეს სამეურვეო საბჭოში გადაწყვეტილების გაცნობიდან ორი კვირის ვადაში. სამეურვეო საბჭო ვალდებულია განიხილოს საჩივარი 1 თვის ვადაში.
1. სკოლის მიმდინარე ხარჯების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ ვაუჩერის გაცემით. 2. სკოლის კაპიტალურ ხარჯების ანაზღაურება ხდება სახელმწიფოს მიერ ვაუჩერის გაცემით. 3. სკოლას უფლება აქვს მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები, მათ შორის, მიიღოს შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობით, თუ ეს საქმიანობა არ ახდენს მავნე ზეგავლენას მოსწავლეთა ფიზიკურ და ზნეობრივ განვითარებაზე. მიღებული სახსრები კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. 4. სკოლის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში.