წყალტუბო, სოფ. მუხიანი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 15
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
იმერეთი · წყალტუბო · წყალტუბო, სოფელი მუხიანი
Open a section to view its text, related links, and document listing.
მისია ჩვენი მისიაა აღვზარდოთ მოაზროვნე, მაძიებელი და ახლის შემოქმედი მოქალაქე, რომელიც პროგრესულ სიახლეთა მიმღებია და თავადაც აქტიურად ქმნის ახალ ინტელექტუალურ, სულიერ თუ მატერიალურ ღირებულებებს საზოგადოების საკეთილდღეოდ. ჩვენ ვუზრუნველყოფთ გარემოს, სადაც მოსწავლეები შეიძენენ ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარებს, სისტემურ აკადემიურ ცოდნას და შეძლებენ თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიან გამოყენებას თავიანთ შემოქმედებით საქმიანობაში. ხედვა 2035 წლისთვის ჩვენი სკოლა არის ინტეგრირებული სწავლების, შემოქმედებისა და მოწინავე ტექნოლოგიების სივრცე, სადაც: სწავლება ეფუძნება კვლევით მიდგომებს და ინტერდისციპლინურ პროექტებს; ტექნოლოგია არის შემოქმედების ინსტრუმენტი, არა მიზანი; მოსწავლეები ეუფლება კრიტიკული მსჯელობის, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის კულტურას; თითოეული ნაბიჯი ემსახურება საზოგადოებისთვის ღირებულ ცვლილებას, სიახლეებისა და ინოვაციების მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას. ჩვენი კურსდამთავრებულები, როგორც თავისუფალი, შემოქმედებითი და პროგრესულად მოაზროვნე ლიდერები, ქმნიან უკეთეს საზოგადოებას თავიანთი ცოდნით, ინოვაციური მიდგომებითა და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით. ისინი არიან კონკურეტულები და მათზე მაღალი მოთხოვნაა შრომით ბაზარზე . სკოლის ღირებულებები ჩვენ გვჯერა, რომ სკოლამ უნდა აღზარდოს ჯანსაღი ღირებულებების მატარებელი, გონიერი, მრავალმხრივ განვითარებული ადამიანები, რომელთათვისაც განათლება საკუთარი თავის შეცნობის, სამყაროს შეცნობისა და მისი გაუმჯობესების საშუალებაა. სკოლა არის დასახლების ინტელექტუალური ცენტრი და მაგალითის მიმცემი ადგილობრივი თემისათვის. ამ სკოლაში ყველას შეუძლია და უნდა სწავლა, ყველას აქვს პოტენციალი. ამ სკოლაში ყველას შეუძლია საკუთარი და სხვათა ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ამ სკოლაში ყველა ერთად: მოსწავლეები , მასწავლებელები, დირექცია , მშობლები ვსწავლობთ და ვითარდებით. სკოლა უზრუნველყოფს ჯანსაღი სასწავლო და სამუშაო პირობებით უსაფრთხო გარემოს, სადაც ყველა იცავს ეთიკის ნორმებსა და შინაგანაწესს.